თეგი: ირაკლი კაკაბაძე
მწერალთა სახლში, ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებისას დაპირისპირება იყო
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მწერალთა სახლში ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებაზე იყო მიწვეული, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დაუპირისპირდა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება,“ სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას,“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მისივე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ირაკლი კაკაბაძემ მომხდარის შემდეგ „ტვპირველთან“ განაცხადა, რომ წულუკიანს არ ესმის სფერო, რომელსაც ხელმძღვანელობს. „ყველაფერი სათქმელია, ჩემ თავს ვამტყუნებ, რომ აქამდე არ ვუთხარი… მან დღეს შეურაცხყოფა მიაყენა მწერალთა სახლში მყოფ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ეს არის ასაკოვანი ფაშიზმი, ფაქტობრივად, თქვა - „ვინც 50 წელს გადაცილებულია, ყველა უნდა მოვიშოროთ,” – განაცხადა კაკაბაძემ.
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს