თეგი: ირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე: საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია
საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას „საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია. აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად, კარგი მაგალითია, როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა“, – განაცხადა ქარსელაძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთვარობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორის გამოსავლენი ტენდერის გამოცხადების ვადები ვერ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ექნებოდა, თუმცა დასძინა, რომ სახელმწიფო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის მზადაა. კითხვაზე - დაიწყებს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას, უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ამ პროექტების განხორციელება ინვესტორის მიერ წარდგენილ პროექტის მასტერგეგმაზე იქნება დამოკიდებული. „როცა [ანაკლიის პორტამდე] მისასვლელ გზასა და რკინიგზაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი პროექტი დამუშავებული გვაქვს და რა წუთშიც გამოვლინდება გამარჯვებული და ხელშეკრულების სახით შესაბამისი ვალდებულებები გაფორმდება, ჩვენ ამ პროექტის განსახირციელებლად მზად“. აღნიშნული პროექტი წინაპირობების გათვალისწინებით იყო მომზადებული. შეიძლება მასში გარკვეული კორექტირება შევიდეს, არა იმდენად მარშრუტთან, არამედ ამ მარშრუტის დაბოლოებასთან მიმართებით. მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც სამშენებლო ნაწილი ხორციელდება და ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს გზა უნდა მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გამართლებულია არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა თუ როგორ ეწყობა ინფრასტრუქტურულად აღნიშნული პორტი და შემდეგ სახელმწიფო თავის ვალდებულების ნაწილში გზის და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს. მთავარია, ეს პროექტი გვაქვს და ეს იქნება იმ მოქმედებების ნაწილი, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მოიცავს“, - განმარტა ქარსელაძემ. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
ირაკლი ქარსელაძე: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულია შესწავლა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა, რამ გამოიწვია სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანება. ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ყველა პროექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით ხორციელდება. „ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. სამტრედია-გრიგოლეთის შემთხვევაში, მერვე ბურჯი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე ნაშენი ორი მალის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და მის დასრულებამდე შეუძლებელია, რაიმე კონკრეტული ვთქვა, ვინაიდან მიზეზები უნდა დადგინდეს. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ, ზოგადად, ჩვენ რაღაც ხარისხზე ვისაუბროთ, ჩვენი პროექტები საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით, ზედამხედველობით ხორციელდება, მათ შორის ხარისხის ნაწილში. ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით ამოღებული იქნება დოკუმენტაცია, დამატებით შეისწავლება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, ეს არის მშენებარე ხიდი, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევე, როგორც ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა და არავინ არ დაშავებულა, შესწავლის შედეგად დადგინდება პასუხისმგებლობების საკითხი. კონკრეტულად ეს საკითხი გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, თუმცა თავი და თავი არის შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში სექტემბრიდან შევიდნენ
ბავშვებს, რომლებსაც წელს პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე პირველ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ, ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი განახლებულ სტადიონებზე ჩატარდება - ირაკლი ქარსელაძე
21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით, რომლის პროექტირებაზე, მოწყობასა და ზედამხედველობაზე ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა იმუშავეს. „უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით, უმოკლეს ვადებში დასრულდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე. ფაქტობრივად კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიას სტადიონებს. მნიშვნელოვნად განახლდა დინამო არენაც, სადაც მოეწყო ახალი ბალახის საფარი, განათება, გახმოვანება, დამონტაჟდა ახალი ტაბლო და დღეს ამ ინფრასტრუქტურას უკვე აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გააჩნია. რეაბილიტაციებთან ერთად, ასევე, ოთხი ახალი ტექნიკური საწვრთნელი კომპლექსი აშენდა ქობულეთში, წყალტუბოში და ბათუმში,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დაკარგულთა სიაში პირის სახელი და გვარი „არასწორად იყო მითითებული“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში დაკარგულთა სიაში მყოფის თბილისში პოვნის საკითხზე განმარტება გააკეთა. „პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, ამის შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე,“ განმარტა მედიასთან ქარსელაძემ. მისივე განცხადებით, ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება. როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად, ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა შეტყობინების ინიციატორი, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტიორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის,“ - განაცხადა ქარსელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა 8 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა.“
ირაკლი ქარსელაძე: დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი - „სარმის ხიდის“ აწყობა-მონტაჟის სამუშაო. უწყება განმარტავს, რომ კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე - „სარმის ხიდის“ მონტაჟი. განახლება: მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ დროებითი ხიდი, რომელზეც საუბრობდა, შოვში, სტიქიამდე იყო მოწყობილი. „სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში დამონტაჟდა, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. „გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სამინისტროს მიერ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც. „კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება,“ - ამბობს ირაკლი ქარსელაძე. „ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. სტიქია შოვში - განახლებადი შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.