თეგი: ირაკლი ღარიბაშვილიი
იოჰანეს ჰანი: ირაკლი ღარიბაშვილთან ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ
კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანი „ტვიტერზე წერს. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,“- აღნიშნულია „ტვიტში“. ამასთან, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.