თეგი: ირანის თვითმფრინავი
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი“, - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა. ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ელენე ხოსტარიამ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის. „რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.