თეგი: ირანული დრონები

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს.  უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს „რუსეთმა დიდი ალბათობით, პირველად განათავსა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში. 13 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ უპილოტო საფრენი აპარატი კუპიანსკის მახლობლად, სადაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „შაჰედ-136“ არის თავდასხმის დრონი, რომლის ფრენის დიაპაზონი 2500 კილომეტრამდეა. ირანული წარმოების მსგავსი სისტემები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს, კერძოდ, გასულ ზაფხულს ისრაელის ტანკერზე თავდასხმისას; „იმის გამო, რომ რუსეთის მარაგები მცირდება, იძულებულია სულ უფრო მეტად იარაღი ირანისა და ჩრდილოეთ კორეასგან იყიდოს, რომლებიც ასევე მკაცრი სანქციების ქვეშ არიან. „შაჰედ-136-ის“ დაკარგვა ფრონტის ხაზთან შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმებისთვის, (უკრაინის სამხედრო ხაზების უკან) უფრო სტრატეგიული სამიზნეების სანაცვლოდ“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.  აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები.  აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.  

უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, თავის რეგულარულ მოხსენებაში განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „14 ერთეული „შაჰედ-136 თავდასხმის დრონი“ ჩამოაგდეს. ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული დრონების მარაგი ამრიგად, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთი, ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ისევ იყენებს. უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტები გახდა ირანული დრონების სამიზნე.  „ოთხშაბათს ღამით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც მათ ესმოდათ ძრავის მუშაობა, რომელიც დამახასიათებელია ირანული თვითმფრინავებისთვის. დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს „მტრის 8 თვითმფრინავი, რომელიც ოკუპანტმა რეგიონში გაგზავნა". მისივე თქმით, თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. შეგახსენებთ, რომ ბოლოს რუსეთის არმიამ „შაჰედის დრონები“ 17 ნოემბერს გამოიყენა, მას შემდეგ ასეთი ფაქტის შესახებ უკრაინულ მხარეს ცნობები არ გავრცელებულა.  ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.