თეგი: ირკუტსკი

რუსეთში, ირკუტსკში საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ორი პილოტი დაიღუპა

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. რუსული Su-30 საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა და დასძინა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა.  

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს

რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, 9 იანვარს ღამით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი გაუჩნდა. კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატი სავარაუდოდ მიზანმიმართულად გადაწვეს.  მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს წინასწარი მონაცემებით, რიაბინოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვის ცენტრალურ ოფისში ხანძარი ღამის 2:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ხანძარმა შენობის მეორე სართული ძლიერ დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.  21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

მედიის ცნობით, რუსეთში, ირკუტსკში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მედიის ცნობით, რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო, ირკუტსკში ავარიულად დაეშვა. კომპანია IrAero-ს თვითმფრინავი მირნისკენ მიფრინავდა, ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. არავინ დაზარალებულა.  IrAero დაფუძნებულია ირკუტსკში, რუსეთში. ის ჩარტერულ და სატვირთო ფრენებს ახორციელებს. Ekho Kavkaza წერს, რომ ორი დღის წინ, „Россия-ს“ ავიახაზების Sukhoi Superjet-100, რომელიც მოსკოვიდან აქტაუს მიმართულებით მიემგზავრებოდა, სამარაში დაეშვა ძრავის გაუმართაობის გამო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, აშშ-მ სანქციები დააწესა რუსეთის ძირითადი ავიახაზების წინააღმდეგ. სიაში ასევე შედის ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო სულ 40 რუსულ საწარმოს და დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების ინდუსტრიასთან.