თეგი: ისააკ ჰერცოგი
ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პირველი ვიზიტით ეწვია
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზავნილისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.
ერდოღანმა კიევში გამგზავრების წინ, თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა
უკრაინაში გამგზავრების წინ, თურქეთის რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში რუსეთის ლიდერის ვიზიტზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვევა. პუტინის ვიზიტი 3 თებერვალს არის დაგეგმილი ჩინეთში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ერდოღანის თქმით, თურქეთი მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს. „ყველა პლატფორმაზე ჩვენ ვაცხადებთ თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დიალოგში ჩაერთონ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა 3 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური თურქეთს ვიზიტით მარტში ეწვევა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტამდე საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება. ვიზიტების მიზანია, ათენის და ნიქოზიის დარწმუნება, რომ ანკარასთან დაახლოება არ მოხდება იმ მჭიდრო კავშირების ხარჯზე, რომლებიც ისრაელმა დაამყარა მათთან ბოლო წლებში. ჰერცოგის ერთდღიანი მოგზაურობა ათენში მომავალ ხუთშაბათს იგეგმება, მომავალ კვირას კი, კვიპროსში ვიზიტი გაიმართება. ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჰერცოგი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თურქული მედია წერს, რომ მრავალი წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.
ისააკ ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის პრეზიდენტს რეზიდენციაში უმასპინძლა. ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვიდრე აშშ არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო. „როდესაც ისრაელის აყვავებას და ისრაელის დამფუძნებელი მამებისა და დედების ოცნებების რეალობად ქცევას ვხედავ, რომლითაც ისრაელის შვილები დღეს ტკბებიან, ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფია და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა „რუსეთ-ირანის მზარდ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს თეთრ სახლში უმასპინძლა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა კონსულტაციები გამართეს ორმხრივი ინტერესის ძირითად საკითხებზე, მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციაზე ირანის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვის სექტორში ირანის მზარდ პარტნიორობაზე რუსეთთან. პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ისრაელის ურთიერთობის სიძლიერ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. განიხილეს სასამართლო რეფორმის პაკეტისადმი კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის აუცილებლობა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა თავისი ვალდებულება, შეინარჩუნოს გზა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებისთვის, რაც საუკეთესო გზაა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობისთვის და ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების თანაბარი ზომების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის წინსვლის შესაძლებლობები უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ახლო აღმოსავლეთის შესაქმნელად,“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ
რაზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას
ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისწრაფვის საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, პროცესი, რომლისკენაც მას აშშ უბიძგებს. „ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს ისრაელსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის, რეგიონში და მუსლიმურ სამყაროში წამყვან ერს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ძალისხმევისთვის“, - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა ამერიკელ კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ ვლოცულობთ ამ მომენტისთვის,” - აღნიშნა ჰერცოგმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ამერიკას „ჩვენი უდიდესი პარტნიორი და მეგობარი“ უწოდა. ისრაელის ჰერცოგი ამბობს, რომ ისრაელის მიმართ კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს ანტისემიტიზმში. „არ მავიწყდება მეგობრების კრიტიკა, მათ შორის ამ პალატის პატივცემული წევრების მიერ გამოთქმული კრიტიკა. მე პატივს ვცემ კრიტიკას, განსაკუთრებით მეგობრების მხრიდან, თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო მისი მიღება. მაგრამ ისრაელის კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლების უარყოფით. ებრაელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ არის ლეგიტიმური დიპლომატია, ეს არის ანტისემიტიზმი,“ - ჰერცოგის ამ გამონათქვამმა ოვაციები გამოიწვია. ჰერცოგი კონგრესში მას შემდეგ გამოვიდა, რაც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობასთან დაძაბულობის მიუხედავად, ორმა ლიდერმა ხამათი ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი.
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. „განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პრემიერმაც. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.