თეგი: ისერაელი

ბენი განცმა ისაუბრა, რატომ არ აწვდის ისრაელი უკრაინას შეიარაღებას

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა, ამ რანგში ბოლო საჯარო გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემაც განიხილა.  ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს „ჩვენ არ გვაქვს ამისთვის საკმარისად დიდი საწარმოო ბაზა“, - აღნიშნა ბენი განცმა.  საგულისხმოა, რომ ასეთი ვერსია უკრანისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პირველად გაჟღერდა.  უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ „ცხადია, რომც შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა [უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში], შეუძლებელია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგის დაცარიელება“, - თქვა განცმა.  „ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს და როგორ შეიძლება, გავაფართოოთ ჩვენი დახმარება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას.“ 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.