თეგი: იტალია

იტალიის პარლამენტმა შესაძლოა, დღეს პრეზიდენტი აირჩიოს

იტალიის პარლამენტი დღეს მეშვიდე ცდაზე პრეზიდენტის არჩევას შეეცდება. მეექვსე კენჭისყრა, წინ ხუთის მსგავსად, ასევე უშედეგოდ დასრულდა. დღესვე პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მერვე კენჭისყრა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღებაა საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება აღარ სურს. იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას 24 იანვრიდან ცდილობს. 

იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს

იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მისი მემკვიდრის არჩევის ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდე, პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. პარტიის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს 80 წლის მატარელას პოსტზე დარჩენის გამო, მაგრამ მისი ჩანაცვლების წარუმატებელმა მცდელობებმა პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, წერს უცხოური მედია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მატარელა გამორიცხავდა თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხეში იყო, გადაწყვეტილება შეცვალა. მას პოსტზე დარჩენის თხოვნით პარლამენტის ლიდერებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოსტზე დარჩენა მატარელას ასევე სთხოვა პრემიერმა მარიო დრაგიმ. ცნობისთვის, სერჯო მატარელას 1998-1999 წლებში იტალიის ვიცე-პრემიერის, 1999-2001 წლებში კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღება იყო საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო. იტალიის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრების დანიშვნა და ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკური კრიზისების გადაჭრისკენ.  

სალომე ზურაბიშვილი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას მეორე ვადით არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტი Twitter-ზე განთავსდა.  „ისტორიულად, საქართველო და იტალია ახლო პარტნიორები არიან. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ტექსტში. ცნობისთვის, იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის

იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს. „NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, უარი თქვას ღია კარის პრინციპსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.  მისივე თქმით, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტზე, რათა მოსკოვს აჩვენოს შედეგები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.

იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის

იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში. ცნობისთვის, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა. 

იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი ეტნა გააქტიურდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ცნობისთვის, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.

იტალია იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას ვაქცინაციიდან გასცემს. ვაქცინაცია 120 დღის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური კომისარი დაადგენს რეკომენდაციის ძალაში შესვლის თარიღს ვაქცინაციის კამპანიის საჭიროებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების განმარტებით, „ბუსტერ“ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ეფექტიანობა აჩვენა. ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ასევე ეფექტიანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით.

მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 7 მარტს განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ იტალიის მაგალითს მას შემდეგ, რაც იტალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოლიგარქის აქტივები გაყინა. ამის შესახებ იტალიური Ansa იუწყება. „ამ მიზნის განხორციელების პროცესში ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა დრაგიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას. შაბათ-კვირას იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას. 

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“.  „სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“, - ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia. ასევე წაიკითხეთ: მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. იტალიური მხარის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე რომსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. 28 თებერვალს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო ევროპისთვის თხევადი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელ ალჟირს ეწვია, 5 მარტს კი, კატარს ეწვია. გარდა ამისა, 5 მარტს, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან. 8 მარტს, ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას შეწყვეტს. რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დახუროს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი განაგრძობს რუსული ნავთობის აკრძალვას. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადამ რომ „რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს გლობალურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელი ნავთობის ფასის გაორმაგებას და ღირებულების 300 დოლარამდე გაზრდას. 

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. უწყების განცხადებით, იახტა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტის პორტში იდგა. მელნიჩენკო სასანქციო სიაში ევროკავშირმა 9 მარტს შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა

იტალიის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ არცერთი დაშავებულის  მდგომარეობა არ არის მძიმე.  იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს შესაძლოა, ჩაეძინა.  ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან იტალიაში დაახლოებით, 35,000 ლტოლვილი წავიდა.  

იტალიამ დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს

იტალიამ უკრაინის კრიზისით გამოწვეული პოტენციური დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am იტალიის ინდუსტრიის მინისტრის მოდგილე ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ჩვენი მიზანია რომ ჩავერიოთ და ავკრძალოთ პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ექსპორტი, რომელიც იტალიაში იწარმოება“, -  ამის შესახებ ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.  მისი თქმით, რკინის დეფიციტის გამო, შესაძლოა იტალიიდან ჯართის ექსპორტი შეჩერდეს. „ამიტომ არის მოლოდინი, რომ ნედლეულის ექსპორტის აკრძელვის შესახებ, იტალიის ხელისუფლებამ  განკარგულება გამოსცეს“, - განაცხადა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ.  ასევე წაიკითხეთ იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

მოსკოვი: ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ ორმხრივი ხელშეკრულებები დაივიწყა

"ახლა, ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ დაივიწყა, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებები, ჩვენი კავშირების განსაკუთრებული ხასიათი და შეუერთდა საშინელ რუსოფობიურ კამპანიას", - ამის შესახებ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პარანოვნამ განაცხადა. პარამანოვმა, იტალიელ ხალხს პანდემიის დროს გაწეული დახმარება შეახსენა.  “მოსკოვს არასოდეს გამოუყენებია ენერგორესურსების ექსპორტი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რუსული ენერგეტიკული კომპანიები ყოველთვის სრულად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და ისინი დღესაც აგრძელებენ ამას. რომის დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადებზე, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო შემუშავებული, უკიდურესად უარყოფით შედეგებს მოუტანს იტალიის ეკონომიკას და ყველა იტალიელის“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას.  ასევე წაიკითხეთ: მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტს: რუსული ელიტიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად, ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენრს მიმართა და ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  "რუსული ელიიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, გადაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და უნდა აღვადგინოთ უკრაინა", - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ:  იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

იტალია COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს

იტალია COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მთავრობამ გარე და დახურულ სპორტულ სივრცეებში დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვები გააუქმა, ასევე გაუქმდა მოთხოვნა, რომ 50 წელს გადაცილებულმა პირმა სამუშაო ადგილზე შესასვლელად აცრა უნდა ჩაიტაროს. თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება.კოვიდრეგულაციები იტალიაში მოგზაურთათვისაც შემსუბუქდა. თუმცა, ვიზიტორებმა მაინც უნდა აჩვენონ COVID-სერტიფიკატები და შეავსონ მგზავრების ლოკატორის ფორმა.გარე რესტორნებისა და ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჯანმრთელობის საშვის ვალდებულება უკვე მოიხსნა. ნიღბების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო 30 აპრილამდე დარჩება.იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვარს შემოიღეს. ქვეყანაში ვირუსით 159 383 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 14.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. იუწყება Ansa. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მან. იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას. რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან. Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს

იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. „ჩემი მითითებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ეტორე სეკიმ, დღეს სამინისტროში დაიბარა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რეზოვი, რათა ეცნობებინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება საელჩოში მომუშავე 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რადგან ისინი „პერსონა-ნონ-გრატად“ არიან გამოცხადებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის

მსხვილმა იტალიურმა ნავთობკომპანია Eni-მ ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვების კვოტის გაზრდისა და ევროპაში მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ Reuters ენერგოკომპანიაზე დაყრდნობით წერს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი. იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს.  „რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

მარიო დრაგი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იტალიის პარლამენტი თითქმის ერთხმად უჭერს მხარს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პერსპექტივებს იტალიის პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის წინააღმდეგობას გმირული უწოდა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ უკრაინელი ხალხი შეეგუება რუსულ ოკუპაციას“. „იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიღებულია... სანქციები აუცილებელია აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ ჯარებს მოკლევადიან პერსპექტივაში. ამისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს პირდაპირ, რასაც ვაკეთებთ“, - განუცხადა დრაგიმ იტალიურ Corriere della Sera-ს. ამასთან, დრაგიმ აღნიშნა, რომ NATO-ს ყველა მოკავშირის პოზიცია მაინც არის ომში ევროპის პირდაპირი ჩართვის თავიდან აცილება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისია და ყველა მოკავშირე დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტიანია.  ამავე თემაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია მარიო დრაგი: პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დროის კარგვაა

Bloomberg: იტალია მზადაა, რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვას

იტალია უარს იტყვის გაზის საფასურის კრემლის ახალი პირობებით რუბლში გადახდაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. „EU-ს წინასწარი შეფასებით, კრემლის პირობები ბლოკის სანქციების პირდაპირი დარღვევაა. იტალიის ხელისუფლება ელოდება, ვიდრე ბრიუსელი დაასრულებს იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ. იტალიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ევროკომისიის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უფრო მალე დააღწევს თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

იტალია გაზს კონგოდანაც მიიღებს

იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა ექსკლუზივი: იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე  

მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას. დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. მარიო დრაგის მიერ 3 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებას euobserver.com ავრცელებს. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად უკეთ მოემზადოს.„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა. ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება „ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინაში ომს „უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ეკონომიკური“ კრიზისი უწოდა. „კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას. ევროპა, რომელსაც შესწევს ძალა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად სანდოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ. უკრაინაში ომის ფონზე იტალიამ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება აქტიურად დაიწყო და რიგი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მათ შორის ალჟირთან და კონგოსთანაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იტალიამ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიის მთავრობის დავალებით, 6 მაისს პოლიციამ $700 მილიონად შეფასებული ძვირადღირებული იახტა Scheherazade დააკავა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა კავშირში. იტალიის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იახტის კონფისკაცია მოხდება.  იახტა Scheherazade სექტემბრიდან გადიოდა რემონტს იტალიის პორტში Marina di Carrara-ში. ბოლოდროინდელმა აქტივობამ ნავსაყუდელზე, გააჩინა ეჭვი, რომ ეკიპაჟი შესაძლოა ზღვაში გასასვლელად ემზადებოდა. მანამდე პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ Scheherazade-ს მფლობელი იყო ედუარდ ხუდაინატოვი, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის (ROSN.MM) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არაა ევროკავშირის სანქციების სამიზნე. იტალიის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დაყადაღების ბრძანება, თუმცა არ დაუსახელებია მფლობელის ვინაობა. მხოლოდ თქვა, რომ იახტა კავშირშია „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ წარმომადგენლებთან". ფინანსთა სამინისტროს თქმით, თავად მფლობელი არ იყო ბრიუსელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგენილ სანქციების სიაში. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რომმა სთხოვა ბრიუსელს ამის გამოსწორება და იახტის დაკავების ბრძანება გასცა გადაწყვეტილების მოლოდინში. „პოლიცია იახტაზე 6 მაისს გვიან ავიდა ბრძანების შესასრულებლად“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. მარტში იტალიის პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობას  დაეყადაღებინა იახტა Scheherazade, რათა მოეხდინა ზეწოლა პუტინზე და მის თანამოაზრეებზე უკრაინაზე თავდასხმის შესაჩერებლად. იტალიამ მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ($950 მილიონი) ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა სანქცირებულ მდიდარ რუსების, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ქონება ბევრ პრესტიჟულ ადგილას იყიდეს. პოლიციამ Reuters განუცხადა, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ დაედგინათ Sheherazade-ს ნამდვილი მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე და აიგო გერმანული ფირმა Luerssen-ის მიერ. Scheherazade საიდუმლო მფლობელს 2020 წელს გადაეცა, იახტას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი აქვს და მას შეუძლია უმასპინძლოს 18 სტუმარს და ეკიპაჟის 40 წევრს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ, მარტში გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ Scheherazade რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. პუბლიკაციის თანახმად, Scheherazade-ს ეკიპაჟის ბევრი წევრი რუსეთის ფედერალური სამსახურიდან იყო, რომელთაც ევალებათ რუსეთის პრეზიდენტის დაცვა. კრემლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. არც გამოძიების კითხვებზე გაუცია პასუხი, იყო თუ არა პუტინი Scheherazade-ს მფლობელი და იყვნენ თუ არა რუსეთის ფედერალური სამსახურის წევრები ეკიპაჟის წევრები. ასევე წაიკითხეთ  სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა ნიდერლანდებმა 20 რუსული იახტა დააკავა პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს

მარიო დრაგი: გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირში, რუსული გაზის მსხვილმა იმპორტიორმა, გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა. Bloomberg-ის ცნობით, გერმანულმა კომპანია Uniper SE-მ, რომელიც რუსული გაზის მსხვილი შემსყიდველია, განაცხადა, რომ რომ საწარმოს ახალი სქემით გადახდები არ განუხორციელებია, ვინაიდან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-მა განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავე დროს, მისმა წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა კომპანიამ  რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ რუსული გაზის რუბლში შესყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიონ. "არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ისეთი ნაცრისფერი ზონაა", - თქვა დრაგიმ. DW - წერს, რომ ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: ”ჩვენი ახსნა ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა”. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 

იტალიამ ევროვიზიის კონკურსის დროს პრორუსული ჰაკერების თავდასხმები დაბლოკა - Reuters

იტალიამ ტურინში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალისა და ფინალის დროს, პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „კენჭისყრისა და წარმოდგენების დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა“, - განაცხადა უწყებამ Reuters-ის ცნობით. 11 მაისს, Killnet-მა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე იტალიური ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის იტალიის პარლამენტის ზედა პალატის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) რესურსზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა  IT სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე შესაძლო კიბერშეტევების გამო, განგაშის დონე გაზარდეს.  

ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიო დრაგის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს. „სატელეფონო საუბარი მქონდა მარიო დრაგისთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარებასა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობაზე. მადლობა იტალიას უკრაინის უპირობო მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე. გაეროს შეფასებით, უკრაინის ომის დროს სულ მცირე 3838 ადამიანი დაიღუპა და 4351 დაშავდა. ითვლება, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 6,4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა სხვა ქვეყნებში, ხოლო 7,7 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული რჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბერლუსკონი: ევროპამ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს

"ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს", - ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა.  "მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ სამშვიდობო შეთანხმება უნდა შექმნას. ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს. იარაღის გაგზავნა ნიშნავს თანამონაწილეობას, ჩვენც ომში ვართ ჩართული. ვცადოთ ომის მალე დასრულება. თუ უკრაინაში იარაღს ვგზავნით, უკეთესი იქნება ასეთ რეკლამირებას თუ არ გავუკეთებთ", – თქვა ბერლუსკონიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა    

მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან, პატრიციო ბიანკისთან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.  

სალომე ზურაბიშვილი იტალიას რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიას რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „გილოცავთ რესპუბლიკის დღეს! ვულოცავ იტალიელ ხალხს ამ დღეს. წელს, საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ზეიმობენ. მომავალ კვირას, სახელმწიფო ვიზით იტალიას ვესტუმრები, ჩვენს კულტურებსა და ხალხს შორის ათასწლოვანი ახლო კავშირების განსამტკიცებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.  

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში ხვალ დაიწყება

7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.  

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.  

საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

დახვედრის ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. ამასთან, ოფიციალური დახვედრის ცერემინიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება  

იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სერჯო მატარელას თქმით, საქართველოს და იტალიას ორმხრივი ურთიერთობის საუკეთესო ისტორია აქვთ. ეს ურთიერთობა ისტორიულ მეგობრობას ემყარება და ის ყოველთვის ვითარდება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კი ამის დადასტურებაა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. სერჯო მატარელამ განაცხადა, რომ თბილისსა და რომს საერთო პოზიცია აქვთ, როდესაც საქმე ეხება ომის დაგმობას და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. „პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ 1992 წელს და გასულმა 30 წელმა გააღრმავა ჩვენს შორის ურთიერთობა. თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას უდიდესი გამოძახილი აქვს რეგიონში, რამაც კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოს და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ლოგიკურია, რომ მას სურს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. სერჯო მატარელას თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ყველას ეხება, რადგან არსებული გამოწვევები ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. „შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივი ურთიერთობა - ეკონომიკური, კულტურული, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით, შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ამ ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ურთიერთობების გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის. ასევე, მნიშნელოვანია არქეოლოგიური მისიების საქმიანობა“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

სალომე ზურაბიშვილი: იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას

ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს

"კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი -  ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ამას ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. „ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოსაა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა  

სალომე ზურაბიშვილი იტალიაში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში გრძელდება.    „ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის და მეორე-მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს“, - ციტირებს პრეზიდენტის ოფიციალური Facebook გვერდი მარიო დრაგის სიტყვებს.   დღესვე პრეზიდენტი იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.   საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსა და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს. როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს.   მისი თქმით, „რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.   საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია. 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.  საქართველოს პრეზიდენტი „ვენეციის მოედანზე“ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ლორენცო გუერინისთან და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონესთან ერთად იმყოფებოდა.  ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და სამხედრო მარში. სალომე ზურაბიშვილი იტალიაში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა რომში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სალომე ზურაბიშვილი: იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

"იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იტალიის ოფიციალური პირების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. “ყველამ გაგვიმეორა, ჩვენ ვიდექით და ვიდგებით მუდამ საქართველოს გვერდითო. ძალიან კარგად ინფორმირებული არიან. მთელი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა კარგად ვიცითო. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიციაო. ასეთი მკაფიო განცხადებები დიდი ხანია არ მომისმენია, მითუმეტეს იტალიისგან. როგორც ვიცით, ეს იტალიის ტრადიციული პოზიცია არ არის, დღევანდელი პოზიციაა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გაანალიზეს. უყურებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ესაა მათი გზავნილი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს რომში

იტალიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მოცემულ სიტუაციაში ვიზიტი იტალიაში მისთვის ათმაგად სიმბოლურია. „დღეს მაქვს პატივი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი, ვიმყოფებოდე სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმ დროს, როცა ევროპაში უსასტიკესი ომი მიმდინარეობს და ამავე დროს, საქართველო დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მოლოდინში. ჩემთვის ათმაგად სიმბოლურია ეს ვიზიტი, რადგან სწორედ რომია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის დედა და სწორედ ამ მარადიულ ქალაქში ორი ათასწლეულის წინ ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ევროპული კულტურის იდეას. და ამავე დროს, სხვა რომელი ქალაქი, თუ არა რომია მოწამე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გადაჯაჭვულობისა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან. ლეგენდები ძველი კოლხეთის, აიეტის, მედეასა და იასონის, ოქროს საწმისისა და არგონავტების შესახებ აღელვებდათ ჯერ ვერგიულიუსს, ოვიდიუსს, სენეკასა თუ ვალერიუს ფლავუსს, მოგვიანებით დანტეს – რომელიც მედეას ღალატის გამო იასონს ჯოჯოხეთში ათავსებს, ფრანჩესკო კავალის, ანტონიო კალდერასა და ქერუბინის, რომლის მედეას ბრწყინვალე ეკრანიზაცია გაუკეთა ჩვენს დროში პაზოლინიმ. ასევე, პრომეთეს მითმა ანტიკური დროიდან სამუდამოდ დააკავშირა კავკასიის მთები, კოლხეთი და საქართველო ევროპულ კულტურასთან. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ ქალაქში, რომელთანაც ყველაზე დიდი კულტურული და ხანგრძლივი ისტორიული კავშირები გვაქვს; სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა იყოს შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება კოლხეთისა და იბერიის. ყველაზე ძველი სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ხომ სწორედ რომში განხორციელდა, როცა აქ მე-2 საუკუნეში იმყოფებოდა სტუმრად იბერიის მეფე ფარსმან II იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს და ბრწყინვალე ჯირითის გამო ერთ-ერთ მოედანზე რომაელებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია მოფენილია რომაული პერიოდის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლებით. „ახლახან, ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ რომაულ ციხესიმაგრე გონიოში აღმოჩნდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებში დღემდე ერთადერთი „მიტრას“ ტაძარი. სწორედ ამიტომ იმართება ბათუმში 2024 LIMES Congress – რომაული პერიოდის არქეოლოგების მსოფლიო კონგრესი. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები არც ერთ ეპოქაში არ გაწყვეტილა. ჩვენ დაახლოებით ერთ დროს გავქრისტიანდით და სწორედ ქრისტიანობამ ჩვენი კულტურები კიდევ უფრო დააახლოა. სწორედ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც მიუხედავად სქიზმისა თავის დედაქალაქში კათოლიკური საეპისკოპოსო დაუშვა მე-13 საუკუნეში მეფე რუსუდანის დროს. მოგვიანებით, საქართველოს ეწვია მარკო პოლო, გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში იყო გენუის სავაჭრო ფაქტორია, დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ იტალიელი მისიონერები, რომელთაგან განსაკუთრებულია მე-17 საუკუნეში მოღვაწე კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც საქართველოში 25 წელი გაატარა და საქართველოს მიწიერი სამოთხე უწოდა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართველი განმანათლებელი, მწერალი, ლექსიკოგრაფი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი შეხვდა რომის პაპ კლიმენტ XI-ს და იმყოფებოდა ფლორენციასა და კუნძულ სიცილიაზე საქართველოს ევროპასთან დაახლოების იდეით და იმედით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, იტალიელებსა და ქართველებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. „თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ოფიციალური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მიღმა ჩვენს ერებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. ქართველებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგრძნეს იტალიასთან სულიერი სიახლოვე, რაც შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა: 1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ და ქართული საზოგადოება სამუდამოდ „დაავადდა“ ოპერის სიყვარულით. დღეს მთელს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი ოპერის მომღერლები, მათ შორის იტალიაში, მათ შორის ჩვენთან ერთად ამ საღამოს. მარინეტის ფუტურისტული მანიფესტი პირველებმა ქართველმა მხატვრებმა თარგმნეს და გააცნეს რუსეთის იმპერიაში მოღვაწე მხატვრებს, სწორედ მარინეტის იდეებმა დიდწილად განსაზღვრა მოდერნისტული ქართული ხელოვნების განვითარების გზა. იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი. ჩვენს ერებს ასევე ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო ორი წელი ჯენოაში და რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ამ საღამოს. დაბოლოს, მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბექა ოდიშარია იტალიელ კოლეგებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშერია, რომელიც იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზილატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან შეხვედრებში. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. შეხვედრებზე იტალიის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების პირებმა კიდევ ერთხელ, სრული და მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. საქართველოს დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრის დროს, ბექა ოდიშერიასა და რობერტო ფიკოს შორის გამართული დიალოგისას, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, წარსულში ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობის მაღალ ხარისხს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო თვისობრივად განმტკიცების მიზნით, გამოთქვა ინიციატივა, საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის გაფორმდეს ღრმა პროტოკოლი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშერიამ მადლობა გადაუხადა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებს და იტალიელ ხალხს, ქართული დიასპორის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვისა და დამოკიდებულების გამო.  

ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა

ჩრდილოეთ იტალიაში გაუჩინარდა სამოქალაქო ვერტმფრენი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ  ANSA იუწყება.   ადგილობრივი კომპანია Avio-სგან იჯარით აღებული ვერტმფრენი, რომელიც ტურისტულ და კომერციულ ფრენებს ახორციელებს, ტოსკანის ქალაქ ლუკადან ვენეტოს პროვინციაში ტრევიზოში მიემართებოდა.   ვერტმფრენმა მთებზე კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.    თურქული მედია წერს, რომ მგზავრებს შორის იყო თურქეთის ოთხი მოქალაქე - თურქული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც გამოფენაზე უნდა წასულიყვნენ. დანარჩენი ორი სავარაუდოდ ლიბანის მოქალაქეა.    

იტალიაში, რადარებიდან გაუჩინარებული ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს

იტალიაში, ტოსკანასთან ახლოს იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც რადარებიდან ხუთშაბათს გაუჩინარდა. ამის შესახებ თურქულია მედია იუწყება. ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ოთხი თურქეთის მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტის მიზეზები დგინდება. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა მთებზე გადაფრენისას აეროპორტთან კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით, ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.   

იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს - North Field East მოაწერა ხელი.  ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), 126 MTPA– მდე, 2027 წლისთვის. მეხუთე და მეექვსე მატარებლები მეორე ფაზის ნაწილია. წყაროების განცხადებით, Exxon Mobil Corp, Shell და Conocophillips ასევე  მიიღებენ მონაწილეობას ჩრდილოეთ ველის გაფართოებაში. Qatar Energy– ის აღმასრულებელი დირექტორი საად ალ-კაბი ამბობს, რომ ინვესტირების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აზიის მყიდველები პროექტის ბაზრის ნახევარს შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ევროპელი მყიდველები იქნებიან. 16 ივნისს, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა მარტში შეაჩერა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინში შეიჭრა. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

რადამ უკრაინა-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაში ცვლილებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება მოახდინა უკრაინასა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტის მიღება საჭიროა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასასრულებლად. როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველ იანვარს, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში. თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, ჩაანაცვლა ასოცირების შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის. ახალი საერთაშორისო შეთანხმება ეფუძნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის გაგრძელებას უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში.  

კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს

მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში იტალია ერთვება. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა ენერგოკომპანია Eni, კატარში თხევადი გაზის წარმოების პროექტ North Field East-ში მონაწილეობს, რომელიც $28 მილიარდად არის შეფასებული და წარმოებაში 2025 წლიდან ჩაეშვება. შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ. ენერგოკომპანია Eni-ის მმართველის ენი კლაუდიოს განცხადებით, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე გადაიტანს, რომელზეც ამ დროისთვის ქვეყნის იმპორტის 40%-ი მოდის. იტალიის ხელისუფლების მიზანია, ორ წელიწადში ეს რესურსი სრულად ჩაანაცვლოს. კომპანია Eni-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  ცნობისთვის, გასულ კვირას პროექტ North Field East-ს ფრანგული TotalEnergy შეუერთდა. პროექტის ფარგლებში კატარიდან თხევადი გაზის ექსპორტი წელიწადში 77 მილიონი ტონიდან, 110 მილიონამდე გაიზრდება. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა. დიპლომატმა პოლიტიკური ძალა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხში, არამყარი პოზიციის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, 22 ივნისიდან პარტია პარლამენტში „პირველი ძალა აღარ იქნება“.  მაიომ განაცხადა, რომ შექმნის ახალ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც მხარს დაუჭერს მარიო დრაგის მთავრობას. იტალიური მედიის ცნობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობა 60-მა დეპუტატმა დატოვა“ და დიმაიოს ახალ ჯგუფს შეუერთდნენ. ცნობისათვის, „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ 2018 წლიდან ამ დრომდე მსხვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და არჩევნებზე ხმათა 33% მიიღო. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით, სუსტ პოზიციაში დაადანაშაულა. ამასთან ცნობილია, რომ იტალიამ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.  

ვენეცია, ​​მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ტურისტებისთვის ვიზიტის საფასური შემოიღეს

ვენეციაში, ერთი დღით ჩასულ ტურისტებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადონ. ამის შესახებ Guarddian წერს.  ვენეციის ხელისუფლებამ 1-ელ ივლისს ვენეციაში ერთი დღით ჩამსვლელი ტურისტებისთვის ახალი წესები გაასაჯაროვა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევა.  ტურისტებს, რომლებიც არ აპირებენ ღამის გათევას სასტუმროებში ან სხვა საცხოვრებლებში, უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში იმ დღისთვის, როდესაც გეგმავენ ჩამოსვლას და ერთ ადამიანზე, დაჯავშნის დროიდან და სეზონიდან გამომდინარე 3-დან 10-ევრომდე გადაიხადონ. დამრღვევებს ემუქრებათ 300 ევრომდე ჯარიმა, თუ ისინი შეჩერდებიან და არ წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ დაჯავშნეს და გადაიხადეს ვიზიტი QR კოდის გამოყენებით. ცნობილია, რომ ტურისტების დაახლოებით 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. 2019 წელს, პანდემიამდე ბოლო სრულ ტურისტულ წელს, ვენეციას ეწვია 19 მილიონი დღიური მოგზაური. ვენეციის ტურიზმის კომისარმა, სიმონე ვენტურინიმ უარყო ყოველგვარი წინადადება იმის შესახებ, რომ ღონისძიების მიზანია იტალიის ყველაზე მონახულებადი ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. „ვინაიდან სასტუმროებისა და პანსიონატების სტუმრები უკვე იხდიან გადასახადს საცხოვრებელზე, ისინი ვენეციაში ვიზიტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან“, - განაცახდა სიმონე ვენტურინიმ.    

იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა კვირას, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭრის ჩამოვარდნის შედეგად. ყინულის მასა ათზე მეტ ლაშქრობის ჯგუფს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

იტალიაში, ალპებში ზვავის ჩამოწოლის ადგილზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა 4 ივლისის დილის მდგომარეობით ექვსი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათგან ოთხი უკვე იდენტიფიცირებულია - ეს არის იტალიის სამი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე. დაღუპილი კაცისა და ქალის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დაკარგულებს შორის არიან იტალიელები, გერმანელები, ჩეხები და რუმინელები. დაშავდა ცხრა ადამიანი, დაშავებულებს შორის იყვნენ გიდები, რომლებიც მყინვარწვერამდე მიმავალ ორ ჯგუფს მიჰყავდათ.  ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

მარიო დრაგი თურქეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით შედგება. „დრაგი და ერდოღანი უხელმძღვანელებენ თურქეთ-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე შეხვედრას. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ NATO-ში სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. თურქული და იტალიური მხარეების  მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ასევე შედის აზრთა გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. მათ შორის ანკარასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - წერს თურქული მედია.  

იტალიის 5 რეგიონში გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიამ, ჩრდილოეთის ხუთ რეგიონში, რომლებზეც მდინარე პო გადის, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს. ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში - ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო. „საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს არსებული სიტუაციის გადაჭრას საგანგებო საშუალებებითა და უფლებამოსილებით“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. პო იტალიის ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც აღმოსავლეთით 650 კმ-ზე მეტ მანძილზე მიედინება. პოს ხეობაში ფერმერები ამბობენ, რომ მარილიანი ზღვის წყალი მდინარეში ჩაედინება და მოსავალს ანადგურებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ალპებში მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.   

მარიო დრაგი: მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. დრაგიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გადაწყვეტის გზებს ეძებენ. „ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ მოსაგვარებლად. თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. ვეძებთ მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზებს, რომლებიც შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და მოიტანს სტაბილურობის და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე, გერმანიაში ისაუბრა გეგმაზე, რომელზეც გაერო მუშაობს და რომელიც თურქეთისთვის „ცენტრალურ როლს“ განსაზღვრავს. მარიო დრაგიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს შუამავლის როლისთვის და ექსპორტის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ უნდა განვბლოკოთ ექსპორტი რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში,” - აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.

იტალიაში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იტალიელმა მაშველებმა, ალპებში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპული ბოლო მთამსვლელის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Ansa იუწყება. იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ნაპოვნი მთამსვლელის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. „ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა. შვიდი დაშავებული მთამსვლელი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.   ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს იტალიას უმასპინძლებს

დღეს, 10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველად ითამაშებს და პირველად უმასპინძლებენ იტალიას. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება, ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ.     ეს ტერიტორიები: თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).   მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ექვსი ერის“ წევრი იტალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩი ანგარიშით 28:19 დასრულდა. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტიერ1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.

უკრაინა იტალიისგან €200 მილიონიან სესხს საშეღავათო პირობებით მიიღებს

უკრაინამ იტალიისგან 200 მილიონი ევროს ოდენობით უპროცენტო სესხის აღების შესახებ დადგენილებას მოაწერა ხელი. თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ხელფასების დასაფინანსებლად ჩაირიცხება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სესხი გაიცემა 15 წლით (სესხის დაფარვის გადავადების საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით 7,5 წლის ვადით). სესხით სარგებლობისთვის პროცენტი არ ირიცხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო.  „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს

მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო.  „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომა ყველაზე მეტ სარგებელს რუსეთს აძლევს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RTL-ს ეთერში განაცხადა. იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მან იტალიაში შექმნილი კრიზისი, ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადადგომას შეადარა. „ბრიტანეთში აირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვადამდელი ხმის მიცემა არ იქნება. აქ, იტალიაში, გვაქვს პრობლემა: თუ დრაგი გადადგება, ჩვენ მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების გზით წასვლა, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, მარიო დრაგის გადადგომას მოსკოვში ზეიმობდნენ. „გული ტირის იმის გამო, რომ მოსკოვში გუშინ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. პუტინი და მედვედევი ზეიმობდნენ, რადგან დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს“, - აღნიშნა დი მაიომ. მისი ვარაუდით, იტალიაში სახელისუფლებო კრიზისი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ამასთან კავშირშია დრაგის ყოფილი პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელსაც ახლა ჯუზეპე კონტი ხელმძღვანელობს. "მოხარული ვარ, რომ მოძრაობის ბევრი წევრი არ ეთანხმება ამ ხაზს. მივმართავ იმ პარლამენტარებს, რომლებიც არ ეთანხმებიან: აჩვენეთ, რომ არ ეთანხმებით ამ ხაზს, რადგან საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა დი მაიომ. ხუთშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომაზე, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ „მთავრობის ნდობის პაკეტი ჩავარდა“.  მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო.  დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მთავრობაში არეულობის გამო, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ დი მაიომ Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიომ, დრაგის კრიტიკოსები პუტინის საქმის შესრულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ იტალიის პარლამენტში კენჭისყრისას, მთავრობის დაშლას ხელი არ შეუწყონ. „რუსები ახლა ზეიმობენ, რომ მათ კიდევ ერთი დასავლური მთავრობა ჩამოაგდეს. ახლა მეეჭვება, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის გაგზავნა [უკრაინაში]. ეს მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა", - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, თუ მთავრობა დაიშლება, საქმიანობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებებითა და რესურსებით შეძლებს. „ამან შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, რადგან მთავრობას არ ექნება უფლება, განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, დაეხმაროს ოჯახებს ცხოვრების ხარჯების კრიზისის დაძლევაში ან გააფორმოს გაზზე ახალი ხელშეკრულებები რეზერვების შესაქმნელად“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, დრაგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დასავლელი ლიდერია პუტინის წინააღმდეგ. ვინაიდან იტალია არის დასავლური ალიანსის მთავარი წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, დრაგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვას და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. მანამდე დი მაიო მოძრაობას - „5 ვარსკვლავი“  ხელმძღვანელობდა, მაგრამ პარტია ერთი თვის წინ, უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე დაპირისპირების გამო დატოვა. მან პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პუტინის დახმარებაში დაადანაშაულა. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე წარდგება, რათა დაადასტუროს აქვს თუ არა მას უმრავლესობა. ამის შესახებ Politico წერს.  დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცემა წერს, რომ არსებობს ორი შესაძლო შედეგი: დრაგი იტყვის, რომ მას მაინც შეუძლია მართოს მთავრობა და დარჩეს პრემიერ-მინისტრად, ან აღიაროს, რომ არ შეუძლია და 17 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, რაც იტალიაში შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის კონკურენციისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რათა ევროკავშირის პოსტ-პანდემიური სახსრების შემდეგი ტრანში (20 მილიარდი ევრო) მიიღოს. მთავრობამ ასევე უნდა მოამზადოს და ამოქმედდეს საბიუჯეტო კანონი, რათა გადაჭრას ცხოვრების მზარდი ხარჯები და უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამწვავდა. პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო დრაგი ოთხშაბათს, სიტყვით სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში გამოვა. ამას მოჰყვება დებატები და სენატის წევრები კენჭს უყრიან, ენდობიან თუ არა პრემიერს. ხუთშაბათს დრაგი ხელახლა გამოვა დეპუტატთა პალატაში, რასაც მოჰყვება დებატები და კენჭისყრა.  სამშაბათს, დრაგიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ენრიკო ლეტასთან, ასევე მემარჯვენე ლიდერებთან, მოლაპარაკება გამართა. თუმცა, „5 ვარსკვლავის“ მოძრაობა, სავარაუდოდ, მოხსნის მხარდაჭერას, თუ დრაგი არ დააკმაყოფილებს მის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის მინიმალური ხელფასის ჩათვლით, და კოალიციის მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ აღარ სურთ „5 ვარსკვლავიან“ მთავრობაში ყოფნა. თუ დრაგი გადაწყვეტს, რომ მას არ აქვს უმრავლესობა, ან თვლის, რომ მისი მთავრობა ვეღარ იქნება ეფექტური, მას შეუძლია საერთოდ გამოტოვოს ხუთშაბათის კენჭისყრა და პირდაპირ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან მივიდეს და გადადგეს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა მესამედზე ნაკლები ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ნახევარზე მეტს კი სურს, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობა განაგრძოს.  მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.  

იტალიის სენატის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრ დრაგის ნდობა გამოუცხადა

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორის პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა. იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, რათა სახელმწიფოს მეთაურთან, სერჯო მატარელასთან ერთად მისი მომავალი ბედი დაედგინა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოგვიანებით იტალიურმა მედიამ განმარტა, რომ დრაგი პრეზიდენტთან არ წასულა. მათი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართება. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.    

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა.  მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.  დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა.  იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. მარიო დრაგიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.  

იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტის ორივე პალატა დაშალა. მატარელამ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა. კონსტიტუციის მიხედვით, იტალიამ ახალი პარლამენტი 70 დღეში უნდა აირჩიოს. არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა.  მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 

იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის აქტივები დააყადაღეს - La Repubblica

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ გელენჯიკთან ახლოს მდებარე „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის, ლანფრანკო ჩირილოს მფლობელობაში არსებული 141 მილიონი ევროს აქტივები დააყადაღა. ამის შესახებ იტალიური მედია დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ჩირილოს სახელი არ არის ნახსენები. ჩამორთმეული ქონების სიაში შედიოდა სახლები, ვერტმფრენი, ბანკის აქტივები, ნაღდი ფული, სამკაულები, ასევე ხელოვნების ნიმუშები - La Repubblica-ს მიხედვით, პიკასოს, სეზანისა და კანდინსკის ნამუშევრები. ფინანსური გვარდიის ინფორმაციით, დაკავება საგადასახადო სამართალდარღვევის, ფულის გათეთრებისა და აქტივების ფიქტიური გადაცემის ფაქტზე მოხდა. არქიტექტორი  2013 წლიდან 2019 წლამდე ათობით მილიონი ევროს შემოსავლის დამალვაშია ეჭვმიტანილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მან ეს სავარაუდოდ სხვა ქვეყანაში ბინადრობის ფიქტიური რეგისტრაციის დახმარებით გააკეთა. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეშიის პროვინციაში რუსეთში რეგისტრირებული ვერტმფრენი აღმოაჩინეს, რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურები არ დასრულებულა. ლანფრანკო ჩირილოს საქმეზე გამოძიება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამასთან, ინფორმაცია მისი კუთვნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის დაკავების შესახებ გავრცელდა. ამ დროისთვის ლანფრანკო ჩირილოს ადგილსამყოფელი უცნობია.  2021 წელს ალექსეი ნავალნის "პუტინის სასახლის" გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, „მედუზამ“ დეტალურად აღწერა ლანფრანკო ცირილოს რუსეთში მოღვაწეობის ისტორია. არქიტექტორი აქტიურად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე; ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.   

უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო

უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო. სესხი გულისხმობს 15 წლის განმავლობაში ნულოვან საპროცენტო განაკვეთს და ითვალისწინებს 7,5 წლით გადავადების საშეღავათო პერიოდს. „მიღებული თანხები მოხმარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ხელფასების უზრუნველყოფას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. როგორც ცნობილია, სასესხო ხელშეკრულება 5 აგვისტოს გაფორმდა. უკრაინა იტალიისგან €200 მილიონიან სესხს საშეღავათო პირობებით მიიღებს  

დრაგის თქმით, იტალიამ ზამთრის წინ ბუნებრივი აირის მარაგის 80% დააგროვა

იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა.  მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ რეგაზიფიკაციის ქარხანას აამუშავებს. იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ივლისში. ის თანამდებობაზე 25 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რჩება.  

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია უკრაინელ ხალხს არ მიატოვებს

იტალია უკრაინელ ხალხს არ მიატოვებს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. "იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს. აუცილებელია დიპლომატიური გზის ძიება "მშვიდობის აღსადგენად და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ არ შეგვეძლო არ დავხმარებოდით და არ დაგვეჭირა მხარი ამ ხალხისთვის და არ მიგვეწოდებინა მათთვის ყველა შესაძლო დახმარება დამპყრობლისგან თავდასაცავად", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იტალიამ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს 11 ვილა ჩამოართვა - მედია

იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარს ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა ჩამოართვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ კანტორის აქტივების კონფისკაციის განკარგულება 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში გასცა, მაგრამ პროცესი მხოლოდ ახლა დასრულდა. კანტორის იტალიური ქონება სარდინიაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ვილა კი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება. სანქციების დაწესებამდე ვიაჩესლავ კანტორი მინერალური სასუქების მწარმოებელი Akron-ის მთავარი მფლობელი იყო, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. 2022 წლის რეიტინგში კანტორი 27-ე ადგილზეა. სანქციების დაწესების შემდეგ ბიზნესმენმა თავისი წილი მენეჯმენტს გადასცა.  

ტრანსადრეატიკული მილსადენის გაფართოების შემთხვევაში, იტალია შესაძლოა, სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდების გამო, შესაძლოა, იტალია სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (EPC) მკვლევარმა მარკო ჯულიმ განუცხადა. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა მისი თქმით, ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) როლი, ენერგოკრიზისის დაძლევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. „დღეს მილსადენის სიმძლავრე მაქსიმუმზეა. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს პროექტი ევროკავშირისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდეს. აზერბაიჯანმა შესაძლოა, TAP-ი დასავლეთ ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდებისთვის გამოიყენოს. ეს იტალიას ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს“, - აცხადებს მკვლევარი. მარკო ჯულის განცხადებით, იტალიის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ TAP -ით „სუფთა წყალბადის“ ტრანზიტი განხორციელდეს, თუმცა მკვლევარო ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო, დატბორილია რაიონის ქუჩები, მოსახლეობას არ მიწოდება ელექტროენერგია. ამასთან, სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.  

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია.   ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, - განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა.  შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

იტალიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიას სავარაუდოდ, მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს. პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, მედიის ვარაუდით, ხმათა უმრავლესობას მოპოვებს. ასეთ შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი უხელმძღვანელებს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ მოქალაქეს აქვს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ.  

იტალიური Eni ზამთარში, რუსული გაზის 50%-ზე მეტს ჩაანაცვლებს

იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni, ზამთარში რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ განაცხადა. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა „2022-2023 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას, 2023-2024 წლებში კი ეს მაჩვენებელი 80% იქნება, მაგრამ ამისთვის რეგაზიფიკატორებია საჭირო“, - განაცხადა დესკალზიმ. მისი თქმით, 2024 წლის ზამთრისთვის იტალიური კომპანია რუსული გაზის ჩანაცვლებას სრულად გეგმავს. დესკალზის თქმით, ალჟირიდან გაზის მიწოდება გარანტირებულია და დღეში 83-85 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.   

ჯორჯა მელონი: უკრაინას შეუძლია იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთის სახელმწიფო კომპანია PJSC Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა, რამაც ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. რუსული „გაზპრომი“ იტალიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად, ავსტრიაში შექმნილ პრობლემას ასახელებს. „ავსტრიის გავლით გაზის მოწოდება შეუძლებელია“,- აცხადებენ „გაზპრომში“.  ამასთან, იტალიური მხარე აცხადებს, რომ ავსტრიას გაზი მიეწოდება.  Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევროპული ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნას ჩქარობენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ევროპისთვის გაზის შეწყვეტით, ევროკავშირზე ზეწოლას ცდილობს.   იტალიისთვის გაზის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, Nord Stream1-სა და Nord Stream2-ზე ბალტიის ზღვაში დაზიანება დაფიქსირდა. მილსადენების დაზიანების მიზეზი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასახელებულა.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა იტალიის მთავრობას მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იტალიის მთავრობის და მინისტრ ლორენცო გუერინის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში დაგვეხმარება. უკრაინა ძლიერ აფასებს თქვენს მხარდაჭერას“, – წერს რეზნიკოვი. ამასთან, შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ეს იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტი იქნება. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზურაბ აზარაშვილი იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.  

ჯორჯა მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი დღეს ფიცს დადებს

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი დღეს ფიცს დადებს. ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.     

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონემ კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო.  მელონე იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

იტალიის პრემიერ-მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად

ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი Twitter-ზე წერს. იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველაფერს  გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს  გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის. მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, - წერს პრემიერ-მინისტრი. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ ორივე პალატაში ხმების დაახლოებით 44%-ით გაიმარჯვა. მოსალოდნელია, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი გახდება. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც იტალიის მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს. თავად ხელისუფლება, Politico-ს აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ანუ მუსოლინის დროიდან) ყველაზე მემარჯვენე იქნება.  მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით ხმების დაახლოებით 26% მოიპოვა.  

ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი

მის მიერ შექმნილი პარტიის სათავეში სწრაფად მოვიდა, თუმცა ჯორჯია მელონი - პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი და იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკურად აქტიური ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდიდან იყო. აქტივისტი ჯორჯია მელონი მაშინ რომში, ნეოფაშისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. ახლა, 45 წლის ასაკში ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის პარტიას, მისი გამოცდილება მხოლოდ ბერლუსკონის მთავრობაში, 2008-11 წლებში, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად მუშაობით შემოიფარგლა. ფოტო: 2008 წელს მელონი გახდა იტალიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი სილვიო ბერლუსკონის მთავრობაში მისმა პარტიამ 2022 წლის სექტემბრის არჩევნებში ხმების 26%-ით გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლით ადრე მას მხოლოდ 4.3% ჰქონდა მიღებული. „იტალიელებმა მკაფიო გზავნილი გაგზავნეს მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც „იტალიის ძმები“ ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ულტრამემარჯვენე „ლეგიდან“ მის პარტნიორებთან ერთად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტებთან ერთად, მას ახლა აქვს ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მის პროგრამას წარმართავს. ახალი პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაერწმუნებინა იტალიის მოკავშირეები NATO-შიც და ევროკავშირშიც, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ შეიცვლება. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ძლიერი თაყვანისმცემლები“ იყვნენ. ამასთანავე, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მისი წინამორბედის პოლიტიკას არ შეცვლის. ჯორჯია მელონი წარმოშობით რომის რაიონის ქალაქ გარბატელადან არის, თუმცა აქ არც ისე ადვილია „იტალიის ძმების“ ამომრჩევლის პოვნა. 1996 წელს, 19 წლის ასაკში მელონი ფილმში გადაიღეს, როგორც პარტიის აქტივისტი.„ვფიქრობ, მუსოლინი კარგი პოლიტიკოსი იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, აკეთებდა იტალიისთვის. და, ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყოლია ბოლო 50 წლის განმავლობაში", - განუცხადა მელონიმ ფრანგულ ტელევიზიას. ნამუშევარს დედის, ანა პარატორეს კლიპიც ახლდა თან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დედა არ ცდილობდა საკუთარი ულტრამემარჯვენე შეხედულებების გავრცელებას მის ქალიშვილზე. მოგვიანებით, მელონი სათავეში ჩაუდგა მოძრაობის -  „ნაციონალური ალიანსის“ სტუდენტურ ფილიალს.მელონის მტკიცედ სჯერა, რომ პარტიას, რომელიც მან 2012 წელს ჩამოაყალიბა, ფაშიზმთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მის ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, მუსოლინისადმი სიმპათიები დღემდე შემორჩა და ასევე ინარჩუნებს სამფეროვანი ცეცხლის ძველ ლოგოს, რომელზეც ხშირად მიიჩნევენ, რომ მუსოლინის საფლავზე გაჩენილ ცეცხლს წარმოადგენს. ამჟამად, მისი კოალიცია ერთიანი ჩანს, მაგრამ ეს ერთობა შეიძლება, არ გაგრძელდეს. 25 სექტემბრის არჩევნებში, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობდა კოალიციას, რომელშიც სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლეგა“ შედიან. Forza Italia შეიძლება, უხერხული მოკავშირეც გახდეს, ვეტერან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „მსახიობი“, რომელიც მცირე ხნით დგას სცენაზე და ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს ამბობს. ბერლუსკონის სენატში სურდა თავისი მთავარი თანაშემწის, ლიცია რონზულის ხილვა, თუმცა „იტალიის ძმების„ ლიდერმა მას უარი უთხრა. ამ ორ ქალბატონს დიდ მტრებად მოიხსენიებენ რაც სამომავლოდ, კარგი არ არის. მომზადებულია BBC-ს მიხედვით

უკრაინა იტალიას SAMP-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იტალიასთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ელის. ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინას მიეწოდება ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა SAMP-T. ამის შესახებ მან იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა. „საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს ჩვენთვის დღეს დიდი პრიორიტეტია. თქვენ იცით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან, რათა მათმა შვილებმა ისწავლონ სკოლაში, უნივერსიტეტში და ა.შ. მაგრამ უსაფრთხოების გარეშე, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. იტალია აწარმოებს SAMP-T სისტემებს საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად. ჩვენ გვჭირდება ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მსგავსი საჭიროებების შესახებ მან უკვე აცნობა იტალიის მთავრობას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი ჰქონდა იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან და მიიწვია ის უკრაინაში. „ვფიქრობ, ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობების ახალ დონეს უკრაინასა და იტალიას შორის. ეს იყო მარიო დრაგის დროს. ეს შესაძლებელი გახდა მისი და იტალიელი ხალხის წყალობით. ვფიქრობ, ჩვენ ავაშენეთ ძალიან კარგი და ძლიერი ურთიერთობები. მე არ მინდა მათი განადგურება. მე ეს ვუთხარი ჯორჯიას და მან თქვა: დიახ, რა თქმა უნდა. მე ნამდვილად მხარს გიჭერთ და მინდა ისეთივე დონის ურთიერთობა გქონდეთ, როგორიც ადრე გქონდათ და არც მათი განადგურება მინდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

იტალია უკრაინას M270 ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და თვითმავალ ჰაუბიცებს აწვდის - მედია

მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას მძიმე იარაღის მნიშვნელოვანი პარტია გამოუყო. La Repubblica იუწყება, რომ იტალიის უკვე ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავდა ორ M270 ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, ექვს 155 მმ PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას, 20-დან 30 ერთეულ 155 მმ-იან მოდერნიზებულ M109L ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს და ათობით M113 ტიპის ჯავშანმანქანას. შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა. იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.  

იტალია უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტს ამზადებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ახალი მთავრობა, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.  იტალია ყოველთვის უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით იქნება - ჯორჯია მელონი ამის შესახებ ANSA იტყობინება. „ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია ასეთ რთულ დროს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, არის კონტაქტის დაკარგვა ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან - ევროკავშირთან და NATO-სთან. ამიტომ, მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. თუ უკრაინაში სიტუაცია არ შეიცვლება, უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტს მიიღებს “, - განაცხადა კროსეტომ L'Avvenire d'Italia-სთან ინტერვიუში. როგორც Ukrinform იტყობინება, 18 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარუდგინა.   

აშშ-ის მიერ გადაცემული NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Aspide უკვე უკრაინაშია. ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და გახდის ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. გასულ კვირას პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა უკრაინას NASAMS საჰაერო თავდაცვის რვა სისტემას გადასცემდა, რომელთაგან ორი უახლოეს მომავალში იქნებოდა ადგილზე. ასევე გასულ კვირას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოაცხადა ესპანეთისგან მოსალოდნელ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომელიც მოიცავს Aspide-ის ტიპის საზენიტო რაკეტას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა

10 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.  გენერალური მდივანი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს. სტოლტენბერგი ასევე გამოვა სიტყვით NATO-ს კიბერ თავდაცვის კონფერენციაზე, რომელსაც იტალია და შეერთებული შტატები, რომსი მასპინძლობენ.   

იტალია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 2023 წელსაც განაგრძობს

იტალიის მთავრობა, უკრაინისთვის 2023 წელს იარაღის მიწოდების მიზნით, პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთოვს.  ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.  „იტალიის მთავრობას შეუძლია ყოველ ჯერზე გაუგზავნოს დახმარება უკრაინას, პარლამენტის ნებართვის გარეშე, კანონის საფუძველზე, რომელის ვადაც წლის ბოლოს იწურება. თავდაცვის სამინისტრო მალე შემოგთავაზებთ იგივე ღონისძიების გახანგრძლივებას, რომელიც გაგრძელდება მთელი 2023 წლამდე”, - განუცხადა კროსეტომ გაზეთ Il Foglio-ს. გვიდო კროსეტო, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ წევრია, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. „მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, უფრო ამბივალენტურები არიან, რადგან ორივეს ისტორიული კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - წერს იტალიური მედია.  

იტალიაში, მეწყერის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი. "ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია", - აცხადებენ მაშველები. ამასთან, კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს.  

Eni: 2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.   

იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის, 2023 წლის ბოლომდე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა

იტალიის მინისტრთა საბჭომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.  განკარგულების თანახმად, კიევს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლისვის 2023 წლის განმავლობაში, იტალიელი კანონმდებლების ცალკეული თანხმობის გარეშე გადაეცემა. მთავრობის დადგენილება იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ადმინისტრაციამ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, იარაღი კიევში პარლამენტის ნებართვის მოთხოვნის გარეშე გაეგზავნა. ამ შეთანხმებას ვადა ეწურება წლის ბოლოს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მხარდამჭერმა კოალიციამ თავდაპირველად სცადა მისი გახანგრძლივება 2023 წლის 31 დეკემბრამდე, მთავრობის დადგენილებაში შესწორებით, რომელიც ახლა პარლამენტში გადადის.  

კრასნოიარსკის გუბერნატორის შვილი, იტალიაში, სანქციებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის დააკავეს

იტალიაში დაკავებულ არტემ უსს, რომელიც კრასნოიარსკის სანქცირებული გუბერნატორის ალექსანდრე უსსის შვილია, დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ რუსულ მედიას, მილანში, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა კონსულმა დიმიტრი შტოდინმა განუცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არტემ უსს დღეს შინაპატიმრობა შეეფარდა. იტალიელი ადვოკატების განცხადებით, ის მილანის გარეუბანში მდებარე ბინაში გადაიყვანეს, რომელიც მისმა ოჯახმა სპეციალურად ამისთვის იქირავა“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა. არტემ უსსი, იტალიაში ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, მას ბრალად ფულის გათეთრება და სანქციებისთვის თავის არიდება ედება.  

იტალიის პრემიერს სურს, ხმელთაშუა ზღვაში ქვეყნის გავლენა გაზარდოს - მედია

იტალიის მთავრობა მტკიცედ არის მოწოდებული ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გაძლიერებისკენ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა. ამის შესახებ სააგრნტო Anadolu იუწყება. მისივე თქმით, ევროკავშირსა და აფრიკის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს ძლიერი თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ვერ იქნება კეთილდღეობა, თუ მათი აფრიკელი მეზობლები არ იქნებიან აყვავებულები. „ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიგრანტების ნაკადს მარტო ვერ გავუმკლავდებით, ის მიუღებელ დონეზეა. 2022 წლის დასაწყისიდან იტალიაში 94 000 მიგრანტი შევიდა უნებართვოდ“, - განაცხადა მელონიმ. მისივე განცხადებით, იტალიას შეუძლია, იმოქმედოს როგორც ენერგიის გამტარმა ხმელთაშუა ზღვასა და ევროპას შორის, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ინფრასტრუქტურის, თანამშრომლობის სულისკვეთებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საშუალებით.

თბილისისა და რომის მერები დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ

თბილისის მერი, კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება. ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. ვიზიტის ფარგლებში, თბილისისა და რომის მერები ხელს მოაწერენ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.  

იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა, თუ რამე წარმატება გამაჩნია, ამ ქვეყანას და ხალხს უკავშირდება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თბილისიის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე. თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2030“-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა. თავის მხრივ, რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "EXPO 2030"-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა რობერტო გუალტიერიმ. რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.

იტალიის პრემიერსა და მის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მის 6 წლის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი გზავნილი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო კაცის ეკუთვნის. მედია არ აკონკრეტებს, რა ფორმით გავრცელდა მუქარა, თუმცა 27 წლის სიცილიელი კაცის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაცის სახლი გაჩხრიკეს, Twitter-ზე კი, ანგარიში დაუხურეს. მელონის მემარჯვენე მთავრობას სურს, მოქალაქეების შემოსავლის სქემა შეცვალოს. დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა, ყოველთვის აკრიტიკებდა არსებულ სქემას, რომელიც 2019 წელს შემოიღეს. ის ამტკიცებდა, რომ სამუშაო ასაკის ადამიანებს არ უნდა მიეცეთ უფლება, განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ სახელმწიფო სუბსიდიებით.

ტრანსადრეატიკული მილსადენის კონსორციუმი, სიმძლავრის გაზრდის 3 სცენარს განიხილავს

2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე ტრანსადრიატიკის გაზსადენით (TAP) 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა, აქედან თითქმის 16 მილიარდი კუბური მეტრი იტალიამ მიიღო. ამის შესახებ იტალიურ ეკონომიკურ გაზეთ "Il Sole 24 Ore"-თან ინტერვიუში TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა განაცხადა. „მხოლოდ 2022 წელს TAP-ით იტალიაში თითქმის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდი კუბური მეტრით მეტია“, - განაცხადა შიპატიმ. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პულიაში მდებარე Melendugno-ს მიმღებ ტერმინალში ყოველდღიურად 25-28 მილიონი კუბური მეტრი გაზი იტუმბება, რის შედეგადაც აზერბაიჯანი ალჟირის შემდეგ იტალიაში გაზის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა. „ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მძიმედ ვმუშაობდით გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რომლებიც გარანტიას იძლევა წელიწადში 10 მილიარდი კუბური კუბური მეტრის მიწოდებას 25 წლის განმავლობაში, საიდანაც 8 მილიარდი კუბური კუბური მეტრი არის იტალიისთვის, 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი საბერძნეთისთვის და 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი ბულგარეთისთვის. ამავდროულად, ჩვენ ასევე გავზარდეთ მოკლევადიანი სიმძლავრე, რამაც ევროპისთვის ამ კრიტიკულ მომენტში [ენერგეტიკული კრიზისი] ხელი შეუწყო მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას“, - განაცხადა ლუკა შიეპატმა.  აპრილში, სამთავრობო დელეგაციის ბაქოში ვიზიტისას, იტალიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ წამოაყენა მოთხოვნა, რომ იტალიას ნტრანსადრეატიკული მილსადენით, სულ მცირე 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დამატებითი ნაკადი მიეღი. „ჩვენ მივიღეთ ორჯერ მეტი გარანტია და დავიწყეთ მომზადება TAP-ის სიმძლავრის გაორმაგების პროექტისთვის, 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა შიპატიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდას 40%-ით 11,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. TAP-ის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ - იტალიის ტერიტორიაზე გადის. TAP AG კონსორციუმი მილსადენის სიმძლავრის გაზრდის სამ სცენარს განიხილავს: თუ გაზის მიწოდება შეზღუდული მოცულობით მოხდება, მილსადენის დატვირთვა - 14,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ნაწილობრივი მიწოდებისას - 17,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე და სრული დატვირთვის შემთხვევაში ტრანსადრეატიკული მილსადენი  წელიწადსი 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში TAP-ის საშუალებით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.  

იტალიაში, კაცმა ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი

იტალიის დედაქალაქ რომში კაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი მოკლა და ოთხი ადამიანი დაჭრა. 57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა.  სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ საგანგებო სხდომა მოიწვია და ინციდენტი "ძალადობის მძიმე ეპიზოდად” შეაფასა.  

იტალიის პრემიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. „მინდა ვესტუმრო კიევს მომავალი წლის პირველ თვეებში, ეს არის ერთ-ერთი მოგზაურობა, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევ", - ამის შესახებ მელონიმ იტალიურ მედიას განუცხადა.  მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა.  

იტალიის პრემიერ-მინისტრი: რომ იგრძნოთ, რას განიცდიან უკრაინელები, გამორთეთ ენერგიის ყველა წყარო დღეში თითო საათით

რომ იგრძნოთ, რას განიცდიან უკრაინელები, გამორთეთ ენერგიის ყველა წყარო დღეში თითო საათით, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა.   რომში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები იცავენ თავიანთ თავისუფლებას და საკუთარ მიწას.    „იმისთვის, რომ გავიგოთ, რას განიცდიან უკრაინელები, მოვუწოდებ ყველა იტალიელს, გამორთონ ენერგიის ყველა წყარო ყოველდღე ერთი საათით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.   ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იტალიამ მიმოქცევაში ჩაუშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება

დღეს იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტრო მიმოქცევაში ჩაუშვებს საიუბილეო საფოსტო მარკას, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.  იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ საფოსტო მარკაზე (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება "B" ტარიფით: 2,40 ევრო) გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი (ნახატი ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება). „შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა - ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში. იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცდაათი წლისთავი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე აღინიშნება და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც“, - ნათქვამია იტალიის საელჩოს განცახდებაში.  დეკემბრის ბოლოს საქართველოს ფოსტა გამოუშვებს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკას, რომელზეც კრისტოფორო კასტელის იგივე ნახატი იქნება გამოსახული. პარალელურად გამოშვებული ორივე საფოსტო მარკის პრეზენტაცია 2022 წლის 27 დეკემბერს თბილისში გაიმართება.  

იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს. „მადლობა გადავუხადე ჯორჯია მელონს მისი სოლიდარობისა და უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ. ის მიესალმა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დამატებითი 10 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ. ლიდერებმა ასევე განიხილეს ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად. თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში ჩასვლის სურვილი დაადასტურა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში მიიწვია. ნოემბრის შუა რიცხვებში ზელენსკიმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თებერვლის ბოლომდე, გაეროს და გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით, სამშვიდობო სამიტის გამართვას აპირებს.

იტალიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს თუ ომში დამარცხება დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ რუსეთს თუ ომში დამარცხება დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამისინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.   „თუ შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ თავის დაცვაში. რუსეთმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაელახა. მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს შეიარაღების მარაგების შევსების შესაძლებლობას და კიევს კარგ, მუშა მდგომარეობაში უნდა გადაეცეს“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იტალია მზადაა, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების გარანტი გახდეს - პრემიერ-მინისტრი მელონი

იტალია მზადაა, იმოქმედოს როგორც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გარანტმა. ამასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს 2023 წლის თებერვალში გეგმავს.  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „იტალია მზადაა, გახდეს უკრაინის სამშვიდობო პროცესის გარანტი. ამიტომაც ვგეგმავ კიევში ჩასვლას თებერვლის ბოლომდე. რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან 24 თებერვალს გადის ერთი წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. რაც, ჩემი აზრით, შესაძლოა, გარკვეული ინიციატივების მიზეზი გახდეს“, - განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, საჭიროა ძალისხმევა, რომ მივიღოთ სიგნალები ორივე მხრიდან, მაგრამ „დიდი სიგნალები რუსეთიდან არ არსებობს". ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „აცნობიერებს უზარმაზარ შეცდომას“, რომელსაც უშვებს, მანამდე კი იტალია დაიცავს უკრაინას. „ჩვენ დავიცავთ უკრაინის საერთაშორისო უფლებებს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - შეაჯამა მელონიმ.  

ირანმა პროტესტის ნიშნად იტალიის ელჩი გამოიძახა

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ იტალიის ელჩი „ჩარევის“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად დაიბარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 დეკემბერს განაცხადა. საგარეო უწყების განმარტებით, ელჩის გამოძახების მიზეზი, ზოგიერთი იტალიელი მოხელის მხრიდან ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შემცველი გამონათქვამების და ქმედების წინააღმდეგ პროტესტის დაფიქსირება იყო. მანამდე, ერთი დღით ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ირანის ელჩი მოჰამედ რეზა საბური, საპროტესტო გამოსვლების მიმართ ირანის ხელისუფლების „მიუღებელი“ რეაგირების გასაპროტესტებლად დაიბარა. „მე მტკიცედ მოვითხოვე, აღარ განხორციელებულიყო სიკვდილით დასჯა, შეჩერებულიყო ძალადობრივი რეპრესიები და მომიტინგეებთან დიალოგისთვის შემეწყო ხელი“, - დაწერა ტაიანიმ ოთხშაბათს. მისივე თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვა ირანში. ირანში 100 დღეზე მეტი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, თეირანმა დასავლეთის ათზე მეტი ქვეყნის ელჩი გამოიძახა, მათ შორის ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. ირანმა დეკემბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯა.  

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, - თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 წელი დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიას არ აქვს საკმარისი სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეგაზიფიკაციისთვის, რომლის იმპორტი შესაძლებელია შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ, რომ იტალია ყოველწლიურად რუსეთისგან 29 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობდა. ეს მოცულობა უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 40%. იტალია აპირებს რუსული გაზი 2024 წლისთვის სრულად ჩაანაცვლოს.  

იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

ჯანლუკა ვიალი დღეს, 2023 წლის 6 იანვარს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა. ყოფილი სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს, მაგრამ შობის წინა დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა. ვიალიმ სიცოცხლის ბოლო დღეები ლონდონის საავადმყოფოში გაატარა. ვიალიმ იტალიის ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა. „ჩელსისთან“ ერთად იგი გახდა ინგლისის თასის გამარჯვებული, ასევე მოიგო თასების მფლობელთა თასი. „იუვენტუსის“ კაპიტანმა კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვიალი ასევე თამაშობდა სამპდორიასა და კრემონეზეში. საფეხბურთო კარიერის ბოლოს ვიალი იყო „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი, იტალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი და ხელმძღვანელობდა „უოტფორდს“. 2022 წლის ზაფხულში ჯანლუკამ კიბოსთან ბრძოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ სიკვდილის ეშინოდა.  

იტალია ტრანსადრეატიკულმა გაზსადენმა გადაარჩინა - იტალიური ინსტიტუტი

Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა. ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა.  ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა „იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი", - თქვა ვილამ.  მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ახალი ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით (SGC) აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფნით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, TAP-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის რამდენიმე ბაზარზე. „მილსადენის გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. TAP-ი სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აუცილებელია ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე წვდომის უზრუნველსაყოფად. TAP-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში“, - წერს მედია.  

იტალია მზადაა, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ იტალია მზად არის, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნოს. ამის შესახებ იტალიური ANSA იტყობინება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი იარაღი გამაგზავნოთ. [...] ცხადია, პარლამენტს ამის გაკეთებამდე ეცნობება. ჩვენ გავგზავნეთ 50 ტონაზე მეტი ელექტრო მასალა ელექტროენერგიის აღდგენისთვის“ განაცხადა ტაიანმა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, იტალიური მხარე ამჟამად საფრანგეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იტალიაში, სიცილიური მაფიის 10 წევრი დააკავეს

ოპერაცია Condor-ის ფარგლებში, იტალიის პოლიციამ დღეს ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, სიცილიური „კოზა ნოსტრას“ მაფიის წევრები იყვნენ. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ANSA იუწყება. სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სანაპირო ქალაქ აგრიჯენტოში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.  სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ყურძნის მწარმოებლებმა, მაფიის შანტაჟის შედეგად, პროდუქტზე ფასი სამჯერ გაზარდეს.  პოლიციის ძალისხმევა მიმართულია მაფიოზური ჯგუფის „კოზა ნოსტრას“ ბოსის, 60 წლის მატეო მესინა დენაროს, მეტსახელად „დიაბოლიკის“ ძებნაზე, რომელიც 30 წელია ემალებოდა მართლმსაჯულებას და მსოფლიოში ძებნილი დამნაშავეების ათეულშია. იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ შეძლეს დაემყარებინათ კავშირი „კოზა ნოსტრასა" და კიდევ ერთ მაფიოზურ კლანს (კალაბრიიდან) „ნდრანგეტას“ შორის.  

უკრაინა და იტალია ენერგეტიკის სფეროში ახალ ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ

უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთი არ წყვეტს თავის ბარბაროსულ ქმედებებს და სამ თვეზე მეტია, ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გალუშჩენკომ. თავის მხრივ, პიჩეტო ფრატინმა განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ომის შემდგომი აღდგენისას.  

იტალია უკრაინის აღდგენის შესახებ მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს

მარტში იტალია უკრაინის აღდგენის შესახებ მასშტაბური კონფერენციის გამართვას გეგმავს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები. ამის შესახებ იტალიური მხარე იუწყება. მრეწველობის მინისტრმა, კიევში ვიზიტისას მომავალი კონფერენციის დღის წესრიგის საკითხები უკვე განიხილა. ადოლფო ურსო იტალიის ახალი მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც უკრაინას ეწვია.  

იტალიამ უკრაინას, პროდუქციის ექსპორტისთვის, ვენეციისა და ტრიესტის პორტების გამოყენება შესთავაზა

მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ იტალიამ შესთავაზა უკრაინას, გამოიყენოს ვენეციისა და ტრიესტის პორტები ადრიატიკის ზღვაზე პროდუქციის ექსპორტისთვის, იტყობინება იტალიური ANSA. მისი თქმით, უკრაინას ასევე შეეძლება, ისარგებლოს ევროპის უდიდესი ლოგისტიკური პლატფორმით ვერონაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის სენატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემოთავაზებულ ბრძანებულებას, რომელიც უკრაინისთვის 2023 წლისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დოკუმენტს მხარი 125-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 28 იყო.    

იტალიაში დააკავეს მაფიის ბოსი, რომელსაც სამართალდამცველები 30 წელი ეძებდნენ

იტალიის ხელისუფლებამ დააკავა მატეო მესინა დენარო, რომელიც „კოზა ნოსტრას“ მაფიის ბოსად ითვლება. ამის დღეს სააგენტო ANSA წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. შეგახსენებთ, რომ მატეო მესინას სამართალდამცველები 30 წლის განმავლობაში ეძებდნენ.   

იტალიელი სამართალდამცველები რუს ოლიგარქ დიმიტრი მაზეპინსა და მის იახტას ეძებენ

იტალიელმა სამართალდამცველებმა რუსი ოლიგარქი დიმიტრი მაზეპინი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის იახტა სარდინიის პორტიდან 2022 წლის ზაფხულში გაუჩინარდა. იტალიელმა პროკურორებმა გააანალიზეს უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსმა ოლიგარქმა ტოსკანის საკურორტო ქალაქ ფორტე დეი მარმიში, ახლახან ზღვისპირა ვილა იქირავა. ასევე სამართალდამცველები ცდილობენ იპოვონ მისი 22 მეტრიანი სუპერიახტა Aldabra, რომელიც ბოლოს ლიგურიის რივიერაზე მდებარე სავონას პორტში დაფიქსირდა. სავარაუდოდ იახტა რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ტუნისში გადაიყვანეს. რუსი ოლიგარქის იახტა, სანქციების გამო კონფისკაციას ექვემდებარებოდა.  დიმიტრი მაზეპინი სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა. მედიის ცნობით, იტალიში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა რუსმა ოლიგარქმა ქვეყანაში გაყინული აქტივებით მოახერხა ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება. იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავად მაზეპინი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მაზეპინი, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელი და ფორმულა 1-ის ყოფილი მძღოლის, ნიკიტა მაზეპინის მამაა. მისი კაპიტალი ახლა $800 მილიონს აღემატება.   

ალჟირი და იტალია გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ალჟირმა და იტალიამ „გალის გაზსადენის“ (ალჟირი-სარდინია-იტალიის გაზსადენის) მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ იტალიურმა სააგენტო Nova-მ ალჟირის პრეზიდენტ აბდელმეჯიდ ტებუნზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, მილსადენით არა მხოლოდ გაზი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადი და ელექტროენერგია ტრანსპორტირება. ალჟირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული. იტალიური სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის 284 კმ წყალქვეშა მილსადენი, რომელიც დაახლოებით 2880 მეტრის სიღრმეზე განთავსდება, რომელიც ჩრდილოეთ ალჟირს სამხრეთ-დასავლეთ სარდინიაში მდებარე პორტო ბოტეს პორტთან დააკავშირებს. როგორც დაგეგმილია, გაზსადენი მთელ კუნძულზე გაივლის ოლბიაში და ქალაქ პიომბინოდან (ტოსკანის რეგიონი), იტალიის ენერგეტიკულ სისტემას დაუკავშირდება.   

იტალიამ და ლიბიამ ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდის მიზნით, $8 მლიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს, ლიბიამ და იტალიამ გაზის წარმოების შესახებ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ და იტალიურმა Eni-მ. მისივე ინფორმაციით, შეთანხმება ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ქვეყნები ორი ოფშორული გაზის საბადოს განვითარების გზით, გაზის მოპოვების გაზრდას ლიბიის შიდა ბაზრისთვის და ასევე ექსპორტისთვის ისახავენ მიზნად. ამასთან, Associated Press-ის ცნობით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული გარიგება ყველაზე დიდი ინვესტიციაა ლიბიის ენერგეტიკულ სექტორში. ამ კვირის დასაწყისში, მელონი ალჟირს, იტალიისთვის გაზის მთავარ მიმწოდებელს ეწვია, სადაც Eni-მ და ალჟირის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Sonatrach-მა ხელი მოაწერეს ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ალჟირი იტალიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გასულ წელს გახდა მას შემდეგ, რაც ენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსეთი ჩაანაცვლა.  

მედია: საფრანგეთი და იტალია უკრაინას, SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან

საფრანგეთი და იტალია უკრაინას, SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან.  უკრაინა აშშ-ის ახალი სამხედრო პაკეტის ფარგლებში, შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შესახებ დღეს, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.  ჯერ კიდევ ოქტომბერში უკრაინამ დასავლეთს საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემა სთხოვა, მაგრამ მხოლოდ იანვრის ბოლოს იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ ვაშინგტონის ზარის შემდეგ, საფრანგეთი და იტალია ტექნიკური დეტალების საკითხზე შეჯერდნენ. SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები იტალიური და ფრანგული კომპონენტებისგან იქნება აწყობილი.  

ჯორჯია მელონის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ერთადერთი გზაა

იტალია უკრაინას ყოვლისმომცველ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და ცდილობს უკრაინის პოზიციები, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაათანაბროს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბერლინში მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ იტალიის პოზიცია იყო მხოლოდ ძალიან მკაფიო, ჩვენი მთავრობა იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს ყველა დონეზე“, - განაცხადა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ რომი ამ საკითხზე მუდმივ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. „ჩვენ უკრაინას ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი ყოფნაა საჭირო“, - აღნიშნა მელონიმ.   

იტალიური მედია: პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა. მელონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება იტყობინება იტალიური ყოველდღიური გაზეთი il Fatto Quotidiano. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაადასტურა, რომ მელონი მალე ეწვეოდა კიევს. ცნობისთვის, მელონი და ზელენსკი 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს.  

იტალიამ რუს ოლიგარქებს 2 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვა

იტალიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოართვა, ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა. „ჩვენ ასევე გვინდა, ვიყოთ უკრაინის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუს ოლიგარქებს ყველაზე მეტი სახსრები გაუყინეს. საუბარია 2 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ჩვენ მოვაწყობთ ღონისძიებას რომში უახლოეს კვირებში, რათა განვავითაროთ გეგმა და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი კომპანია“, - განუცხადა მინისტრმა La Stampa-ს.  

იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა  მისივე ინფორმაციით, გემზე, რომელიც უამინდობის დროს კლდეებს შეეჯახა, 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია, საიდან მიემგზავრებოდა გემი, თუმცა მასზე ლტოლვილები იმყოფებოდნენ ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.  

იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 59 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 80 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, გადაჰყავდა მიგრანტები ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და ირანიდან.

არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია კავშირებს აძლიერებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და იტალია თავიანთი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აბუ დაბიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, „საერთო ძალისხმევა მიმართონ პოლიტიკური, დიპლომატიური, საერთაშორისო, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და პირდაპირი ინვესტიციების გაფართოებისა და გაღრმავებისკენ“. ქვეყნები ასევე „გააძლიერებენ თანამშრომლობას ემისიების შემცირების, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და დაბალი ნახშირბადის გადაწყვეტილებების სფეროებში“. „შეთანხმება ასევე გააძლიერებს „ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დააჩქარებს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში. მელონი პირველი ვიზიტით ეწვია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა 2022 წლის ოქტომბერში.   

იტალიის პრემიერი სამხედრო ხარჯების ზრდას მხარს უჭერს: თავისუფლებას ფასი აქვს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს სამხედრო ხარჯების გაზრდას და აცხადებს, რომ „თავისუფლებას ფასი აქვს". ჯორჯია მელონის შეფასებით, მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია. სენატში სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ თავისუფლების დაცვა აუცილებელია. „თავისუფლებას ფასი აქვს: თუ შენ არ შეგიძლია თავის დაცვა, ამას სხვები გააკეთებენ, მაგრამ ისინი ამას ფასის დაწესებით გააკეთებენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. მელონიმ ასევე მიუთითა რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი დაუჭირა. „მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების გზაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.  

იტალიელები, რომლებიც ოფიციალურ კომუნიკაციებში უცხო ენას გამოიყენებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ - CNN

იტალიელები, რომლებიც ინგლისურ და სხვა უცხო ენას ოფიციალურ კომუნიკაციებში იყენებენ, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში 100,000 ევროს ოდენობით ($108,705) თანხით დაჯარიმდნენ. ამას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიამ წარადგინა. CNN-ის ცნობით, დეპუტატმა ფაბიო რამპელიმ წარმოადგინა ინიციატივა, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრიც უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა ყველა უცხო ენას მოიცავს, პროექტი განსაკუთრებით მიმართულია ინგლისური სიტყვების გამოყენებაზე და როგორც კანონპროექტში ნათქვამი, ის „ამცირებს და ანადგურებს“ იტალიურ ენას, რაც კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას, რადგან დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის ნაწილი“. კანონპროექტის თანხმად, რომელიც საპარლამენტო დებატებზე ჯერ არ გაუტანით, ყველას, ვინც თანამდებობას იკავებს საჯარო ადმინისტრაციაში, იტალიურ ენას უნდა ფლობდეს “. ის ასევე კრძალავს ინგლისური ენის გამოყენებას ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მათ შორის ქვეყანაში მოქმედ კომპანიებში (აკრონიმი, სახელები).  

ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს - Reuters

იტალიის ოთხგზის პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ დაადასტურა გაზეთი Corriere della Sera-ს ინფორმაცია. 86 წლის ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოთხშაბათიდან მკურნალობდა სუნთქვის პრობლემების გამო.  ბოლო წლებში მას რამდენჯერმე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.  

იტალიამ შესაძლოა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუწიოს - კულება

უკრაინისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ანტონიო ტაიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ახალი სამხედრო დახმარება, რომელიც რომს შეუძლია, კიევს გაუწიოს. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა Twitter-ზე განაცხადა. „დღეს მე ვესაუბრე ჩემს იტალიელ კოლეგას ანტონიო ტაიანს. ჩვენ განვიხილეთ ახალი დახმარება, რომელიც იტალიას შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად რუსეთის აგრესიაზე", - წერს კულება. დაახლოებით 20 უკრაინელი სამხედრო ჯგუფმა დაასრულა სასწავლო პროგრამა SAMP/T რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე იტალიაში 20 მარტს. სისტემის მიწოდება უკრაინას ამ გაზაფხულზე იგეგმება.  

იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა,  გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.  

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, როგორც ენერგორესურსზე. ამის შესახებ იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა განაცხადა. პიჩეტო ფრატინის თქმით, იტალია აძლიერებს გაზის იმპორტს აღმოსავლეთიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის გამოყენებით, ისევე როგორც აფრიკიდან ალჟირთან და ლიბიასთან ახლადშექმნილი შეთანხმებების მეშვეობით. იტალია ასევე ცდილობს, განავითაროს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგია და გაიგოს, როდის იქნება შესაძლებელი მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის დანერგვა. იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ადოლფო ურსომ 13 თებერვალს გაზეთ Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალია გეგმავდა, მთლიანად შეეწყვიტა რუსულ გაზზე დამოკიდებული 2023 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ურსოს თქმით, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას მისცემს იტალიას, 2024 წლისთვის ენერგიის ექსპორტი მოახდინოს სხვა ქვეყნებში და გახდეს ენერგეტიკული ჰაბი ევროპაში.  

La Republica: იტალიის მიერ მიწოდებულ M109 ტიპის ჰაუბიცებს უკრაინა უკვე იყენებს

იტალიური გაზეთი La Republica იტყობინება, რომ იტალიამ უკრაინას ათობით განახლებული ამერიკული წარმოების M109ტიპის თვითმავალი 155 მმ კალიბრიანი ჰაუბიცები მიაწოდა.  ამ ჰაუბიცებიდან ზოგიერთი, რომლებიც განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, უკვე ფრონტის ხაზზეა. იტალია უკრაინისთვის უახლოეს მომავალში სულ 60 M109 ტიპის ჰაუბიცის მიწოდებას გეგმავს. M109 ტიპის ჰაუბიცები და ტყვიები უკრაინას საჩუქრად დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ გადასცა.   

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი - ილია დარჩიაშვილი

დღეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი. ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის დაფუძნების შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკასთან მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, თავდაცვა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო. მისი შეფასებით პლატფორმა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. „ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოეწერება სტრატეგიული დიალოგის შესახებ ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნული ფორმატი გააძლიერებს და ახალ იმპულსს მოუტანს იტალიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს“-განაცხადა დარჩიაშვილმა. იტალიაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას ილია დარჩიაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყება იმაზეა ფოკუსირებული, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენს იტალიელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა მიმართულებით არის აქცენტები გასაკეთებელი. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პარლამენტის სპიკერთან, რადგან ამ პროცესში საპარლამენტო მხარდაჭერაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ , რომ პარლამენტი, იტალიის მთავრობასთან ერთად, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მხარდაჭერის პროცესში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს იმ მთავარ მიმართულებებზე, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სჭირდება საქართველოს. „ჩვენ ძალიან დინამიკურად ვთანამშრომლობთ ორმხრივ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით. მაგრამ ასევე ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც გამოხატავენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და ყველა ქვეყნის მზადყოფნა და მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.    

საქართველოსა და იტალიის შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს. მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს. დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები. ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე. მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.

ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რაც განამტკიცებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებს - ანტონიო ტაიანი

ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რაც განამტკიცებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებს, - საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის გაფორმებას იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ტაიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი 21 აპრილს მოაწერეს.  

რომის პაპი დენის შმიგალს უმასპინძლებს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს 27 აპრილს, უნგრეთში პონტიფიკოსის სამოციქულო ვიზიტის წინა დღეს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობი, ამის შესახებ Ansa იუწყება. ვატიკანმა განაცხადა, რომ შეხვედრა სამოციქულო სასახლეში ხუთშაბათს, დილის 9 საათზეა დაგეგმილი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავა, სადაც უკრაინის აღდგენის ორმხრივ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და მის შედეგებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან წარადგენს. რომის პაპმა ფრანცისკემ 23 აპრილს მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით.  

მელონი: ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფულის ახლა ჩადება არ არის რისკი, არამედ, შორსმჭვრეტელი ინვესტიცია. ამის შესახებ მან რომში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად პრესისთვის ერთობლივი განცხადების დროს განაცხადა. მელონის შეფასებით, „უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა“. „მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს“, - განაცხადა მელონიმ.  

იტალია ხელს შეუწყობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას - მელონი

იტალია დაეხმარება უკრაინას რაც შეიძლება მალე შეასრულოს ევროკავშირში მისი სრული წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები და დააჩქაროს მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ოთხშაბათს, 26 აპრილს, რომში უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა; რომ უკრაინა სულ უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაჩქარდეს გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს კიევის მთავრობა ომის მიუხედავად, რათა რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროკომისიის მიერ გაწევრიანების პროცესში დასახულ მიზნებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებების დაჩქარებას“, - განაცხადა მელონიმ. მელონიმ ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა.  

იტალიამ უკრაინას 143 ტონა ელექტრომოწყობილობა გადასცა

იტალია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. იტალიის მთავრობამ და იტალიურმა ბიზნესმა უკრაინას 143 ტონა ელექტრომოწყობილობა გადასცეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იტალიურ კომპანია Enel-თან შეთანხმება უკრაინისთვის 5700 მზის პანელის დამზადებაზე. ეს აღჭურვილობა ხელს შეუწყობს წარმოების დეცენტრალიზაციას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას ძირითადი საზოგადოებრივი შენობების, მათ შორის საავადმყოფოებისთვის.  

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, იტალიაში ჩავიდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში შესაძლოა, 13 მაისს ჩავიდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს. კერძოდ, შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი შესაძლოა, მოკლე ვიზიტით იტალიაშიც ჩავიდეს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება. ზელენსკი უკვე იმყოფებოდა ფინეთსა და ნიდერლანდებში. უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს, გერმანიაში გეგმავს ჩასვლას.  

ევროკავშირმა სპარსეთის ყურის რეგიონში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ევროკავშირის პირველ სპეციალურ წარმომადგენლად სპარსეთის ყურის რეგიონში ლუიჯი დი მაიო დაინიშნა. ახალი სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები იქნება ევროკავშირის ძლიერი, ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება რეგიონის ქვეყნებთან. ლუიჯი დი მაიო მოვალეობის შესრულებას პირველი ივნისიდან შეუდგება, საწყისი მანდატი 21 თვე იქნება. დი მაიო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა.  

იტალიაში წყალდიდობის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ემილია-რომანიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით, 20 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. CNN წერს, რომ 20-ზე მეტი მდინარე ადიდდა მთელ რეგიონში, რამაც 280 მეწყერი გამოიწვია. 27 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  

იტალია უკრაინელ ახალწვეულებს გაწვრთნის

იტალია უკრაინელ ახაიტალია უკრაინელ ახალწვეულებს იტალიის სკოლებსა და სამხედრო ობიექტებზე გაწვრთნის. ამასთან, მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირ-უკრაინის სასწავლო პროგრამებში ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ხუთშაბათს განაცხადა. მისივე თქმით, იტალიას ასევე სურს სპეციალიზებული სასწავლო მოდულების ჩატარება საკუთარ ტერიტორიაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა, რომ 16000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში.  

ხვიჩა კვარაცხელია საჩემპიონო ზეიმზე, სკუდეტოსა და „ნაპოლის“ მომავალზე

„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა“, - ამბობს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოს ოფიციალურად მოპოვების შემდეგ. ქართველი ფეხბურთელი ამაყობს, რომ გულშემატკივრები ნეაპოლში საქართველოდან ჩადიან, რაც კვარაცხელიას აზრით, მხოლოდ მის გამო არ ხდება: „ნაპოლის გულშემატკივრობენ, ეს ხალხია ჩემი მოტივაცია“. „არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო“, - ამბობს „ნაპოლის“ გარემარბი, რომელიც „მომავალს ოპტიმიზმითა და იმედით უყურებს“. „შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ საჩემპიონო ზეიმის დღეს, იტალიურ მედიასთან.  

სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლუსკონი ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის დიაგნოზით, 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მილიარდერი, მედია მაგნატი, ბერლუსკონი პირველად პრემიერის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და ოთხ მთავრობა,ს 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია - Forza Italia-ს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის დროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ, კოალიციაში შევიდა, როდესაც იტალიის ზედა პალატაში, სენატში აირჩიეს.  

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და არ გაჩერდება, უკრაინაში თუ გაიმარჯვებენ, მოლდოვით დაიწყებენ, ეს უკვე სცადეს საქართველოში - ანტონიო ტაიანი

უკრაინის დაცვა ევროპის დაცვაა. თუ იქ რუსები გაიმარჯვებენ, მაშინ მოლდოვით დაიწყებენ. ეს უკვე სცადეს საქართველოში... პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და ის არ გაჩერდება უკრაინაში. ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ესპანურ Elpais-თან ინტერვიუში განაცხადა. რა შესაძლო სცენარებს ამუშავებთ უკრაინაში? ჟურნალისტის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით დახმარებას, დიპლომატის თქმით, იტალიის დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო დონეზე თანამშრომლობით. „ჩვენ არ გავგზავნით თვითმფრინავებს, მაგრამ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში: ახლა და მოგვიანებით, რადგან უკრაინა იქნება ევროკავშირის ნაწილი. მშვიდობის დამყარებაში ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის ჩინეთმაც. მშვიდობაზე საუბარი კარგია, მაგრამ თუ რუსები უკრაინაში დარჩებიან, შეთანხმება ვერ იქნება“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.  

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის ექსპორტს თითქმის აორმაგებს - ევროსტატი

აზერბაიჯანმა 2023 წლის აპრილში, იტალიაში 814 775 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. მარტში, ეს მონაცემი 473 000 000 კუბურ მეტრს შეადგენდა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას აზერბაიჯანული Trend-ი ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურს ეყრდნობა. შესაბამისად, იმპორტი თვითან თვემდე 1,7-ჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ექსპორტი 10,5 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა, ხოლო 1,1 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა იმავე პერიოდში თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, ხოლო საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. დაახლოებით 1,9 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში ტრანსპორტირებულია ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენით (TANAP), რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტია.  

პუტინის რუსეთის ერთიანობის მითი დაიმსხვრა - ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის ერთიანობის მითი დაიმსხვრა. Reuters-ის თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინმა შექმნა პირობები შაბათს განვითარებული სურათისთვის, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში პრიგოჟინს უფლება მისცა შეექმნა ისეთი ძლიერი კერძო სამხედრო ჯგუფი, რომელიც შემდეგ უკრაინაში მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა. „პუტინის რუსეთის ერთიანობის მითი დასრულდა. ეს შიდა ესკალაცია ყოფს რუსეთის სამხედრო განლაგებას. ეს გარდაუვალი შედეგია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს", - განუცხადა ტაიანიმ იტალიურ Il Messaggero-ს. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა

უკრაინაში რუსეთიშ შეჭრის შემდეგ, იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებს და ავტომობილს მოიცავს. „ასევე კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის 80 პირთან დაკავშირებული დაახლოებით 330 მლნ. ევროს ღირებულების საფინანსო აქტივების გაყინვის შესახებ“, - განაცხადა განყოფილების უფროსმა ენცო სერატამ.  

ძლიერი სიცხის გამო, გამო იტალიის 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღია იტალიის სამხრეთ რეგიონებში, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკაონ. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.  

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური რომის კოლიზეუმის ბილეთების ფასთან დაკავშირებულ დავაში ჩაერთო

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ რომის კოლიზეუმის ბილეთების ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, კოლიზეუმი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. მაგრამ ტურისტები ჩივიან, რომ ხშირად შეუძლებელია ყოველდღიური ბილეთების პოვნა, რადგან მსხვილი ტურისტული კომპანიები მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე რამდენიმე კვირით ადრე ყიდულობენ და ბევრად უფრო ძვირადღირებულ ტურებს აწყობენ. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა განმარტა, რომ ბილეთებს ავტომატური შესყიდვების სისტემების საშუალებით მასობრივად ყიდულობდნენ. ბილეთი ჩვეულებრივ 18 ევრო ღირს  ($20), მაგრამ სამშაბათს ოფიციალურმა ვებგვერდმა აჩვენა, რომ სულ რაღაც სამი ადგილი იყო დარჩენილი 7 აგვისტომდე. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი კომპანიების ვებგვერდები მომხმარებლებს უამრავ ტურს 37,50-74,00 ევროს ფარგლებში სთავაზობდნენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, Codacons-ის ხელმძღვანელმა, კარლო რიენციმ განაცხადა, რომ „მეორადი ბილეთების გაყიდვა“ იტალიას მილიონობით ევრო უჯდება. „ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებსაც შეუძლიათ არამხოლოდ მეორადი ბილეთების დაბლოკვა, არამედ, ძალიან მძიმე ჯარიმების დაწესება ამ ვებგვერდებზე,“ - განაცხადა რიენზიმ. ანტიმონოპოლიური სამსახური რამდენიმე კომპანიის საკითხს სწავლობს. 2000 წლის წინ აშენებული კოლიზეუმი რომის იმპერიის უდიდესი ამფითეატრი იყო.  

იტალია უკრაინას, ოდესაში ფერიცვალების ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება

იტალია უკრაინას ოდესის ისტორიული ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. უკრაინაში იტალიის საელჩოს განცხადებით, იტალიის ხელისუფლება მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფერიცვალების ტაძრისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში. „ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის, შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას," - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს." ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, იტალიის დელეგაცია ოდესაში ჩავიდა

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის დელეგაცია ქალაქ ოდესას ეწვია. დელეგაციის წევრებს  რუსეთის მიერ 23 ივლისის ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგები აჩვენეს. შესაბამისი განცხადება ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა გააკეთა. „ჩვენ შევხვდით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და სათემო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლია კვარტაპელე პროკოპიო, უკრაინაში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,პიერ ფრანჩესკო ზაზოს თანხლებით“, - წერს კიპერი. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენეს რუსეთის ტერაქტის შედეგები, დანგრეული არქიტექტურული ძეგლები, საცხოვრებელი კორპუსები და საკათედრო ტაძარი. კიპერმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დაეხმარონ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში. შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დღეს განაცხადა, რომ იტალიის რესპუბლიკა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოდესაში მდებარე ფერიცვალების ტაძრისა და უკრაინის სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციაში. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს

გამოცემა La Republica-ს ცნობით, იტალიამ გადაწყვიტა, რომ  ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საინვესტიციო შეთანხმებიდან გავიდეს და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ განაახლოს.დოკუმეტს ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურება. მისივე ინფორმაციით, იტალიის მიერ ამ ინიციატივის დატოვების საკითხი 27 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავენ და როგორც მედია იუწყება, მელონი ბაიდენისგან ელოდება წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.  

მედია: იტალიაში სპეცოპერაციის შედეგად, მაფიოზური კლანის 82 წევრი დააკავეს

იტალიის პოლიციამ, ფოჯიის კომუნაში სპეცოპერაცია ჩაატარა და 82 პირი დააკავა. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობა, მისი გავრცელება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. მათივე თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც „The Firm“ ერქვა, ხელშეკრულება გააფორმა წელიწადში მილიონობით ევროდ ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის დისტრიბუციის შესახებ. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი მიესალმა პოლიციის ოპერაციას და ის „ძლიერ სახელმწიფო რეაგირებად" შეაფასა.  

BBC: ჩრდილოეთ იტალიას ქარიშხალი ანადგურებს, სიცილიას - ტყის ხანძრები

სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურის შემდეგ, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქალაქი პალერმო ცეცხლით არის გარშემორტყმული. ამავდროულად, ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი ქარიშხალი და ძლიერი ქარია, რომელმაც ამოხარა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. იუწყება BBC. ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ დააზარალა ადამიანები, დააზიანა მაქანები და გაანადგურა მოსავალი. 16 წლის გოგო დაიღუპა, როდესაც ქალაქ ბრეშიას მახლობლად, საზაფხულო ბანაკში ხე დაეცა კარავს, სადაც გოგოს ეძინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია შუახნის ქალიც. იმავდროულად, სიცილია ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და მთელ კუნძულს. ორშაბათს კატანიაში 47,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა. კუნძულის ირგვლივ რამდენიმე კურორტმა და ტურისტულმა ცენტრმა სტუმრების ევაკუაცია დაიწყო. პალერმოს აეროპორტი დროებით დაიკეტა საჰაერო მიმოსვლისთვის სამშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც მის გარშემო ბორცვებში გაჩენილმა ხანძარმა აეროპორტის პერიმეტრს მიაღწია. რამდენიმე რეგიონმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.  

მელონი ბაიდენთან შეხვედრაზე: დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თეთრ სახლში მიიღო. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს. „ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საკითხში პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ,“ - აღნიშნა მელონიმ. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის. „იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, „ტრანსატლანტიკური პარტნიორობა არის საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედი და იტალიის ჯარები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.“ შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებზეც. ჯო ბაიდენის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის.  

ახალი ტურისტული მატარებელი ევროპასა და ჩინეთს კავკასიის გავლით დააკავშირებს - მედია

იტალიური კომპანია უნიკალური ტურისტული ტრანსკონტინენტური მატარებლის გაშვების შესაძლებლობას განიხილავს. პროექტი ტაშკენტში იტალიური Arsenale Group-ის მონაწილეობით განიხილეს. კომპანია უზბეკეთს სთავაზობს არამხოლოდ ტურის ორგანიზებას ამ ქვეყნის უძველესი ქალაქების გარშემო, არამედ, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის დაწყებასაც განიხილავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო ბარლეტამ უზბეკეთს ევროპიდან ჩინეთში ტურისტული მატარებლის გაშვება შესთავაზა. „ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან მსგავსი რამ რკინიგზის ისტორიაში არ მომხდარა,“ - აღნიშნა ბარლეტამ. მედიის ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ტურისტული მატარებლის ევროპიდან  ჩინეთში გაშვება კავკასიის, რუსეთისა და უზბეკეთის გავლით. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი პორტუგალიასა და ლაოსს აკავშირებს, მოგზაურობა 13 ქვეყნის ტერიტორიაზე სამ კვირას გრძელდება. ტურისტებს 18,6 ათასი კმ-ის დასაძლევად რამდენიმე ტრანსფერი სჭირდებათ, ხოლო იტალიური პროექტი საშუალებას იძლევა, ხანგრძლივად ერთი მატარებლით იმოგზაურონ.  

იტალიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის „ოქროს ვიზების“ პროგრამა შეაჩერა - მედია

იტალიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ვიზები შეაჩერა. საუბარია ვიზებზე, რომლებიც ინვესტიციების სანაცვლოდ იტალიაში ბინადრობის ნებართვის მიღების საშუალებას იძლევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიური ჟურნალი Altreconomia წერს. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს - 2022 წლის მარტში ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ინვესტიციების სანაცვლოდ, რუსებსა და ბელორუსებზე ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის გაცემა შეწყვიტონ. „რუსეთისა და ბელორუსის ზოგიერთ მოქალაქეს, რომლებიც ექვემდებარებიან სანქციებს ან უჭერენ მხარს უკრაინის ომს, შესაძლოა მიეღო ევროკავშირის მოქალაქეობა ან პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში, მათ შორის შენგენის ზონაში თავისუფლად მოგზაურობისთვის, ამ სქემების მიხედვით,“ - განაცხადა ევროკომისიამ. Altreconomia-ს ცნობით, 2022 წელს იტალიამ ორწლიანი „ოქროს ვიზა“ რუსეთის სულ მცირე 32 მოქალაქეზე გასცა.  

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა -Reuters

გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტალიიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს. სააგენტოები ინფორმაციას გადარჩენილთა ცნობებზე დაყრდნობით წერენ. ოთხმა ადამიანმა ახლახან მიაღწია იტალიის კუნძულ ლამპედუზას. Ansa-ს ცნობით, ოთხმა ადამიანმა, რომლებიც მომხდარის დროს გადარჩნენ, მაშველებს განუცხადეს, რომ ნავი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან დაიძრა და იტალიის ნაპირებისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა. გადარჩენილებმა, რომელთა შორის სამი კაცი და ერთი ქალია, განაცხადეს, რომ ისინი სატვირთო გემმა გადაარჩინა, რის შემდეგაც კოტ-დიუვარის და გვინეის მოქალაქეები იტალიის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. Reuters-ი წერს, რომ სანაპირო დაცვას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იტალიის სანაპირო დაცვა კვირას იტყობინებოდა ამ მხარეში ორი გემის ჩაძირვის შესახებ, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ეს გემი ერთ-ერთი მათგანი.   

აშშ-მ იტალიას მოპარული არტეფაქტების ნაწილი დაუბრუნა

შეერთებულმა შტატებმა იტალიას 250-ზე მეტი უძველესი არტეფაქტი დაუბრუნა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათი მოპარვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. იტალიის პოლიციის ხელოვნების განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ საქმე ეხება 1990-იან წლებში მოპარულ და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებისთვის მიყიდულ ნივთებს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ძვირფას არტეფაქტებს შორისაა ქოთნები, ნახატები და სკულპტურები, რომელთაგანაც ზოგიერთის ასაკი 3000 წლამდეა, რამდენიმე მოზაიკის ღირებულება კი, ათობით მილიონი ევროს აღწევს. იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არტეფაქტები მენილის კოლექციაში იყო გამოფენილი, მაგრამ მუზეუმის სპიკერმა უარყო ეს და განაცხადა, რომ ისინი არასოდეს ყოფილან კოლექციის ნაწილი. 2022 წლის სექტემბერში ნიუ-იორკმა იტალიას ასევე  დაუბრუნა 19 მილიონი დოლარის (16 მილიონი ფუნტი) ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ქალღმერთ ათენას მარმარილოს თავი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით არის დათარიღებული და 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული.  

ჯორჯია მელონიმ ალბანეთის რესტორანში იტალიელი ტურისტების ვალი დაფარა - BBC

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ალბანეთში ოთხი იტალიელი ტურისტის რესტორნის ვალი დაფარა. BBC-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა თავის იტალიელ კოლეგას გაესაუბრა, როდესაც ჯორჯია მელონი ალბანეთს სტუმრობდა. მელონიმ იტალიის ელჩს უთხრა: „წადი და გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში," - წერს BBC გაზეთ La Stampa-ზე დაყრდნობით. იტალიის საელჩომ ალბანეთში დაადასტურა, რომ მელონიმ დაახლოებით 80 ევრო გადაიხადა. „იტალიელები პატივს სცემენ წესებს და იხდიან ვალებს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი სალვატორე ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კუტუნიო ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს. სალვატორე ტოტო კუტუნიო ტოსკანის რეგიონის ქალაქ ფოზდინოვოში დაიბადა. კარიერა დაიწყო როგორც დრამერმა, თუმცა მალევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა. ასევე წერდა სიმღერებს პოპულარულ ამერიკელ-ფრანგ მომღერალ ჯო დასენისთვის, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი სიმღერები "L'été indien", "Et si tu n'existais pas", "Le Jardin du Luxembourg". კუტუნიომ დაწერა ასევე დალიდას "Laissez moi danser", რომელიც გამოსვლიდან სულ მალე პლატინის ჩანაწერი გახდა. კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით "L'Italiano (Lasciatemi Cantare)", რომელიც შესულია ალბომში "I Grandi Successi". მან ორჯერ მოიგო სანრემოს სიმღერის ფესტივალი. არის ევროვიზიის 1990 წლის კონკურსის გამარჯვებული (სიმღერით - Insieme:1992). იტალიელი მომღერალი საქართველოშიც იმყოფებოდა. მან კონცერტი ბათუმსა და თბილისში 2007 და 2012 წლებში გამართა.  

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოსის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. კერძოდ, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა. „კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო, რამაც შედეგად მოიტანა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” - განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პანტედოსიმ.  

იტალიურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა იტალიურ „ტორინოსთან“ კონტრაქტი გააფირმა. ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. საზონოვი ტურინული გუნდის შემადგენლობაში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ტორინოს“ საფეხბურთო კლუბი თბილად მიესალმება საბა საზონოვს, „ყოველთვის Forza Toro!” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. საქართველოს ნაკრების მცველი იტალიაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა სამი მილიონი ევროა. საზონოვი 2021 წლის ივლისში მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 44 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“. გიორგი კვერნაძე კი, „ფროზინონეს“ ახალი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ივლისში გახდა.      

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა

იტალიასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არ გაუმჯობესებულა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, რომი პეკინის ერთ სარტყელი და გზის ინიციატივას შეუერთდა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივამ“ არ მოიტანარ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით,“ - განაცხადა ანტონიო ტაიანიმ ეკონომიკურ ფორუმზე, ჩინეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ინიციატივაში მონაწილეობას. თუმცა მედია დიდი ხანია, წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომმა განაახლოს ხელშეკრულება, როდესაც მისი ვადა 2024 წლის მარტში იწურება. ტაიანი სამდღიანი ვიზიტით პეკინში დღეს მიემგზავრება. იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ივლისის ბოლოს განაცხადა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა.

იტალიის ყოფილმა პრემიერმა საფრანგეთი 1980 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაადანაშაულა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯულიანო ამატომ საფრანგეთი დაადანაშაულა 1980 წელს სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმაში, რომელიც მისი ჩამოვარდნით დასრულდა. ავარიას 81 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიტიკოსის თქმით, ლაინერი ფრანგმა მებრძოლმა ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მკვლელობის მცდელობისას ჩამოაგდო. Itavia McDonnell Douglas DC-9 ტირენიის ზღვაზე, სიცილიის მახლობლად 1980 წლის 27 ივნისს ჩამოვარდა. ლაინერი ბოლონიიდან პალერმოში მიემართებოდა. დაიღუპა 77 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ავარიის მიზეზები უცნობია. გამოძიების დროს განიხილებოდა თვითმფრინავის სტრუქტურული ხარვეზის, ბომბის აფეთქების ან რაკეტის დარტყმის ვერსიები. მედიის ცნობით, ლაინერის ჩამოვარდნის ზონაში NATO-ს თვითმფრინავები აღმოაჩინეს. გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი რამდენიმე იტალიელ სამხედრო ოფიცერს ედება. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ამატომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თვითმფრინავი კადაფის ბორტში აერიათ და ის საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. მანამდე იტალიის პრემიერ მინისტრმა 1980 წელს ფრანჩესკო კოსიგამ ისაუბრა ავიაკატასტროფაში საფრანგეთის საჰაერო ძალების მონაწილეობაზე. მისი თქმით, ამის შესახებ იტალიის საიდუმლო სამსახურების წევრებმა განუცხადეს. იტალიური მედია ირწმუნებოდა, რომ მსგავსი ინფორმაცია იყო ლიბიის სადაზვერვო სააგენტოების დოკუმენტებშიც, რომლებიც 2020 წელს ტრიპოლის აღების შემდეგ აღმოაჩინეს. იტალიელმა მოსამართლემ როსარიო პრიორემ, რომელიც ერთ-ერთ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, კატასტროფის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ იტალიის სპეცსამსახურების და არმიის თანამშრომლები ერეოდნენ მის საქმიანობაში. ამატომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სთხოვა, ეღიარებინა დანაშაული და „ეს სირცხვილი საფრანგეთისთვის თავიდან აერიდებინა“. იტალიელმა პოლიტიკოსმა აღიარა, რომ მისი ვერსიის პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა. ამასთან, განაცხადა, რომ 2000 წელს, როდესაც ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მან აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ბილ კლინტონსა და ჟაკ შირაკს სთხოვა, მომხდარის მიზეზებზე ნათელი მოეფინათ, მაგრამ ბუნდოვანი პასუხები მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამატოს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იტალიას გამოძიებას ყოველთვის აწვდიდა ინციდენტის შესახებ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას და მზად არიან, გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლონ.  

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი. Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ. პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.  

აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო, იტალიაში 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

აეროპორტის პერსონალის გაფიცვამ პარასკევს, იტალიაში მრავალი ფრენის გაუქმება გამოიწვია. ინფორმაციას სააგენტო Anadolu აეოპორტის ადმინისტრაციაზე დარყრდნობით ავრცელებს. მილანის მალპენსის აეროპორტში 80 ფრენა გაუქმდა, 68 რეისი კი, ფლორენციასა და პიზაში აღარ შესრულდა. ასევე რეისები გაუქმდა კატანიის აეროპორტში. აეროპორტის თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს და ინფლაციის პირობებში ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.  

„ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის შესაძლო დატოვების ფონზე, იტალიის პრემიერი ჩინელ კოლეგას შეხვდა

იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისა და ჩინეთის პრემიერ ლი ციანს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. აუდიენცია დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგა. როგორც ცნობილია, იტალიის ამჟამინდელი მთავრობა ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის დატოვების გეგმავს. თუმცა შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზში, ეს თემა არცერთი ქვეყნის მთავრობას არ უხსენებია. პირიქით, მელონის ოფისმა განაცხადა, რომ მხარეებმა დიალოგის გაღრმავების საერთო განზრახვა დაადასტურეს. მელონის განცხადებით, „იტალიასა და ჩინეთს შორის ათასწლოვან ისტორიასა და 20-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც "საერთო ინტერესების ყველა სფეროში ორ ერს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს." იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა „ჩინეთ-იტალიის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია და ასევე არის ის, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება უკეთესი განვითარებისთვის,” - ნათქვამია თავის მხირვ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პეკინი იმედოვნებს, რომ იტალია უზრუნველყოფს სამართლიან ბიზნეს გარემო ჩინური კომპანიებისთვის, რათა ინვესტიციები განახორციელონ იტალიაში. იტალია გახდა პირველი G7-ის ქვეყანა, რომელმაც ამ ინიციატივას 2019 წელს მოაწერა ხელი.  

ოდესის საკათედრო ტაძრის რესტავრაციაში იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან

უკრაინამ და იტალიამ ოდესის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის თქმით, ტაძრის რესტავრაციაში საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან. „ეს არის მკაფიო კულტურული და პოლიტიკური გზავნილი უკრაინისთვის," - განაცხადა ტაიანიმ. უფრო ადრე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში. ხსენებული ტაძარი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.  

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში ჩავიდნენ

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ. ისინი ისრელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდნენ. „ეს არის ყველაზე ცუდი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ," - განაცხადა კოენმა. ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსიტნი ჩავიდნენ. უფრო ადრე კი, ისრაელს აშშ-ის სახელნწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.  

იტალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ჩრდილოეთ ნაწილში ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან.  

მელონი ნეთანიაჰუს: იტალია ისრაელის გვერდით დგას

21 ოქტომბერს, კაიროს სამშვიდობო სამიტის დასასრულს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თელ-ავივში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. „იტალია ისრაელის გვერდით დგას,“ - განუცხადა მელონიმ ნეთანიაჰუს ისრაელის მედიის ცნობით. იტალიის პრემიერი იმ ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის სისასტიკე. „ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ომის აქტი,“ განუცხადა მან ნეთანიაჰუს. რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ იტალია მხარს უჭერს ისრაელის არსებობისა და თავის დაცვის უფლებას ტერორიზმთან ბროლაში. „ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას საუკეთესო გზით, რადგან ჩვენ განვსხვავდებით იმ ტერორისტებისაგან,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.  

იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად. შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პირი იტალიელია და მას საქართველოში, დანაშაულში თანამზრახველები არ ჰყოლია. მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა. „იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

იტალიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ არ მომწიფებულა

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Quotidiano Nazionale-თან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა. ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, უკრაინასთან მიმართებით მედიის ყურადღება შემცირდა, კიევის პარტნიორების პოლიტიკური ყურადღება არ შემცირებულა. „დასავლეთისა და ევროკავშირის მხრიდან კიევის მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის. ნათელია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება, მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს დაეფუძნოს. აუცილებელია პოლიტიკური ზავი, ამის დრო კი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება,“ - განაცხადა კროსეტომ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს არ დატოვებს.   ცნობისთვის, NBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს განიხილავენ.  

იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზსადენს ააშენებენ

გერმანია და იტალია ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, კლიმატის დაცვის, უსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ "სამოქმედო გეგმას" ბერლინში, ორივე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზისა და წყალბადის მილსადენს ააშენებენ, რათა უკრაინაში ომის ფონზე ენერგომომარაგება გააძლიერონ. „სამოქმედო გეგმა განავითარებს ახალ პროექტებს და შექმნის თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,“ განაცხადა შოლცმა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შოლცმა ალპებზე ახალი მილსადენის მშენებლობის შესახებ გამოაცხადა. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა, გავაფართოოთ ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა, რათა გავაძლიეროთ გრძელვადიანი მიწოდება, უსაფრთხოება და ტრანსფორმაცია,“ - განაცხადა კანცლერმა. „ალპების გასწვრივ ახალი მილსადენის მშენებლობით გვინდა, გავზარდოთ ორივე ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენ გვსურს, სწრაფად გავაფორმოთ გერმანულ-იტალიური გაზისა და სოლიდარობის შეთანხმება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოში ვიზიტით იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს. „თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინამ და იტალიამ უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყეს. „იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინა და იტალია განახლებადი ენერგიის სფეროში ითანამშრომლებენ

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრომ განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ენერგეტიკის გარდამავალი და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სვიტლანა ჰრინჩუკმა და იტალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ვიცე მინისტრმა ვანიამ,“ - წერია განცხადებაში. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტექნოლოგიების გადაცემისა და შესაძლებლობების განვითარებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სექტორებში და სხვა. როგორც ცნობილია, COP28 კლიმატის სამიტზე დუბაიში (UAE) 22 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, მსოფლიოს მოუწოდა, განავითაროს ბირთვული ენერგია.  

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გადის - Reuters

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას ტოვებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი იტალიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. პეკინს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. ასევე წაიკითხეთ: იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს  

იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

იტალიური საოპერო სიმღერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიას დაემატა. UNESCO-მ განაცხადა, რომ მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, სადაც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება. კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო UNESCO-ს გადაწყვეტილებას მიესალმა. ”ეს რაღაც ისტორიულია... ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით,” - განაცხადა მინისტრმა.  

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან, გრანტ შაპსთან და გვიდო კროსეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და იგი საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა. „ეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. რისკები და პრობლემები, რომლებიც ევროპიდან იწყება და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე გრძელდება, ყველასთვის ნათელია,“ - განაცხადა თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.  

იტალიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

იტალიის მთავრობამ დაამტკიცა დეკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ერთი წლით აგრძელებს. იტალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება მოიცავს იარაღს, ელექტროენერგიის გენერატორებს და „ყველაფერს, რაც საჭიროა სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“ „იტალიამ აირჩია ერების თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მხარეზე ყოფნა. NATO-სა და ევროკავშირის მოკავშირეების პოზიციის შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება  

იტალია აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის

იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა და მან 2023 წლის ოქტომბერში 881,2 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800,5 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში იტალიის გაზის იმპორტმა აზერბაიჯანიდან, 7,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 4 მილიარდ ევროს აღემატება.  აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.  

იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.   მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. „ხაზი გაესვა  ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია. აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალია „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა

პირველი იანვრიდან უკრაინაში იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო უხელმძღვანელებს კიევში G7-ის ქვეყნების ელჩების ჯგუფს, რომლებიც რეფორმების განხორციელებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ელჩებმა განაცხადეს. იტალიის საელჩომ აღნიშნა, რომ „სიამაყით იღებს 2024 წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად G7 ჯგუფის თავმჯდომარეობას.“ „გულწრფელი მადლობა იაპონიის საელჩოს უკრაინაში, 2023 წელს ამ ჯგუფის შესანიშნავი თავმჯდომარეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან რეფორმებისა და რუსული აგრესიის დაპირისპირების საქმეში,“ - აღნიშნეს დიპლომატებმა. 2022 წელს G7-ს გერმანია ხელმძღვანელობდა. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.  

უკრაინა იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებს. უწყების სპიკერის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაავალა უკრაინის საელჩოს რომში, რომ ოფიციალური მიმართვა მოამზადოს. მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, სამინისტრო ამ პროპაგანდისტულ მოვლენაზე შესაბამის რეაქციას ელის. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ მოდენაში გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლის სავარაუდო "სწრაფად აღდგენას."  

უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან - იტალიის პრემიერი

უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. შესაბამისი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან უარყოფითად შეაფასა განცხადებები, რომ „არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს.” „უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, შემოჭრა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს გვექნებოდა,” - განაცხადა მელონიმ.  

კანადამ და იტალიამ უკრაინის შემდგომი დახმარების აუცილებლობა განიხილეს

კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მელანი ჯოლიმ და ანტონიო ტაიანმა რუსული აგრესიის შეკავებაში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მელანი ჯოლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა და ჩვენი შესაბამისი ჩართულობა ინდო-წყნარ ოკეანეში,“ - განაცხადა მინისტრმა. როგორც ცნობილია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადა უკრაინას თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უწევს. გასული წლის დასაწყისიდან კანადის სხვადასხვა სახის დახმარებამ უკრაინისთვის, მათ შორის, ჰუმანიტარულმა და ფინანსურმა დახმარებამ, 7,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.  

იტალია ევროკავშირს არმიის შექმნისკენ მოუწოდებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი გაერთიანებული არმია, რომელსაც სამშვიდობო და კონფლიქტის თავიდან აცილებაში თავისი როლის შესრულება შეულია. იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში ტაიანიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო ევროპული თანამშრომლობა პრიორიტეტია Forza Italia პარტიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. „თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპელი სამხედროები. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა, რომ უზრუნველვყოთ ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა," - აღნიშნა ტაიანიმ.  

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

იტალიის ქალაქ პიზაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მკვლელობა გასული კვირაში, პარასკევს, 12 დეკემბერს მოხდა, მომხდარის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის პირს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.  

იტალიის ქალაქის მერიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლზე პროპაგანდისტული გამოფენის ნებართვა გააუქმა

იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „უკრაინული მხარის თხოვნით, იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ გააუქმა ნებართვა ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით გადაწყვეტილებას. მადლობელი ვართ როგორც მერიის, ასევე უკრაინელების იტალიაში, რომლებმაც არ დააუშვეს, შეცდომაში შეეყვანათ იტალიური საზოგადოება,“ - აღნიშნულია კომენტარში. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქალაქებს, არ უზრუნველყონ პლატფორმები რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციებისთვის. ნიკოლენკოს თქმით, ეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება რუსეთის აგრესიაზე უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებდა. კიევი იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელოდებოდა. უკრიანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იყო გამოფენის ორგანიზატორი.  

იტალიის პრემიერი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარება განბლოკოს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს, დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, აღარ შეეწინააღმდეგოს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა. "დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.  

მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოში იტალიის ახალი ელჩია

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დანტუონომ რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზი გაუსვა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. იმედი გამოთქვა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა 2023 წლის აპრილში ჩამოყალიბებული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. ასევე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციას და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. მასიმილიანო დ'ანტუონომ თავის მხრივ, დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს  

იტალიაში საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რომის სასამართლომ იტალიის საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA. ფრეგატის კაპიტანი უოლტერ ბიოტი ჯაშუშობასა და მექრთამეობაში ცნეს დამნაშავედ. ის 2021 წლის მარტში რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეხსიერების ბარათში იყო ბიოტის კომპიუტერიდან დოკუმენტები და ფოტოები, მათ შორის, 47 მონიშნული იყო, როგორც „NATO-ს საიდუმლო“, ხოლო 57 - როგორც NATO-ს კონფიდენციალური.“ ბიოტისთვის ეს უკვე მეორე სასჯელია, რადგან სამხედრო ტრიბუნალმა მას 2023 წლის მარტში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტალიამ ორი რუსი დიპლომატი 2021 წელს გააძევა სკანდალის საპასუხოდ.  

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.  

პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. „პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს  საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იტალიის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგ წავიდა. ახლა დოკუმენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას გადაეცემა. მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს უკრაინაში სამხედრო აქტივების გადაცემის ნებართვის გაგრძელებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე, იტალიის მიერ კიევის დახმარების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. იტალიის ოპოზიციური პარტია, „5 ვარსკვლავიანი მოძრაობა“ კიევში იარაღის შემდგომ გადაცემას ეწინააღმდეგება. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში იარაღის შემდგომი გადაცემის მომხრეა.  

იტალიამ შესაძლოა, წითელი ზღვაში გემი და თვითმფრინავები გაგზავნოს

იტალიამ შესაძლოა, წითელ ზღვაში, თვითმფრინავები გაგზავნოს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მისიაში ერთი წლის ვადით მაინც, სულ მცირე იტალიური გემი მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ასევე განვიხილავთ საჰაერო შესაძლებლობების პოტენციურ გაგზავნას სადაზვერვო მონაცემთა შეგროვებისთვის,” - აღნიშნა კროზეტომ იტალიის პარლამენტის სენატისა და ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.  

კორსიკაზე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააკავეს

საფრანგეთში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი დააკავეს. ის გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა. მარკო რადუანო ბასტიაში, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. ევროპოლის მიერ ის "საშიშ“ დამნაშავეთა სიაში იყო შეყვანილი. ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ ის იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით."  

იტალია ოდესის ისტორიული ცენტრის აღსადგენად, 45 მილიონი ევროს ღირებულების, სამწლიან გეგმას შეიმუშავებს

იტალიამ შეიმუშავა ოდესის ისტორიული ცენტრის აღდგენის სამწლიანი გეგმა, რომლის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა, განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: ფერისცვალების ტაძრის აღდგენა, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 52 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და ციფრული რეგისტრაცია. ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ოდესის განვითარებისა და აღდგენის პროცესში სხვა ფონდებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, გეგმა სამწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება. „ფერისცვალების ტაძრისთვის პირველი ნაბიჯი არის სახურავის აღდგენა, ასევე სარაკეტო დარტყმის შემდეგ დარჩენილი კრატერის დახურვა. ამ სამუშაოს შესრულებას 2024 წლის ზამთრის დასაწყისში ვგეგმავთ. ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია. მთლიანობაში ვგეგმავთ 2 მილიონი ევროს გამოყოფას ეკლესიის რესტავრაციისთვის,“ - განაცხადეს უწყებაში.   

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტი იყო. მოსამართლემ 30 წლის ქართველ კაცს პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალი. მესამე ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.  

მელონი: იტალია-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებების ერთობლიობას ეფუძნება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს. ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.  

იტალია უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს ხელს

იტალია უახლოეს დღეებში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დასრულებას ელის. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასთან მსგავს შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რათა ქვეყანას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარონ. ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ მალე მოაწერენ ხელს მსგავს შეთანხმებებს უკრაინასთან. „აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ დავითს ჰქონდეს რესურსი, დაიცვას თავი რუსი გოლიათისგან“, - განუცხადა ტაიანიმ. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა  

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. უკრაინში 23 თებერვალს ჩავიდა დანიის პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელს ასე არ დაესხმებოდა თავს - მელონი

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთ Il Giornale-თან ინტერვიუში განაცხადა. „გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ. როგორც ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ინტერესებშია. „ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ და უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტების აფეთქებები მოიმატებს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ჯორჯია მელონი დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს უხელმძღვანელებს.  

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება კიდევ სამ სახელმწიფოსთან გააფორმა

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა  

რუსეთი იტალიის წინააღმდეგ, არჩევნების წინ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - იტალიის დაზვერვა

იტალიის სადაზვერვო სააგენტოებმა ოთხშაბათს პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დაწერეს, რომ რუსეთი აწარმოებს „ჰიბრიდულ“ ომს იტალიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, კიბერშეტევებისა და მიგრაციის ექსპლუატაციის გზით. ამის შესახებ ANSA იტყობინება. „ეს ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის მომავალ არჩევნებზე ზემოქმედებისკენ,“ ნათქვამია ანგარიშში. „რუსეთი არის ყველაზე აქტიური მოთამაშე ჰიბრიდულ კამპანიებში იტალიისა და მთელი დასავლეთის საზიანოდ,“ - აცხადებენ დაზვერვის ანალიტიკოსები. მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ალფრედო მანტოვანომ განმარტა, რომ რუსული დეზინფორმაციის ბოლო ეპიზოდი ფერმერების პროტესტი იყო. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

საქართველოს ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.  

მელონი: პუტინის მუქარის არ გვეშინია

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მუქარის რიტორიკის. მის სიტყვებს სააგენტო ANSA ციტირებს. მელონიმ კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებებზე, რომლითაც ის მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კრემლის პროპაგანდა ცდილობს „უკრაინასთან კავშირის პოვნას“, მიუხედავად იმისა, რომ ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. „ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა,“აღნიშნა მელონიმ.  უკრაინამ გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინი ტრადიციული მეთოდებით საბაბს ქმნის ომის ესკალაციისთვის.  

„უცნაურად მომეჩვენა, რომ დაზვერვის სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს“ - იტალიელი მინისტრი რუსეთის ტერაქტზე

ვლადიმერ პუტინმი ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის ISIS-ის თავდასხმის გამო და "პროპაგანდას" აწარმოებს იმით, რომ მოსკოვი „ჩამოაგდებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ F-16-ებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, თუნდაც NATO-ს საჰაერო ბაზებზე.“ ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ტელეკომპანია Rai1-ის ეთერში განაცხადა. „როგორც ჩანს, ბევრი პროპაგანდაა: რუსეთმა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თავდასხმით, უცნაურად მომეჩვენა, რომ (დაზვერვის) სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს,“ - აღნიშნა ტაიანიმ. მისი თქმით, ახლა პუტინი ცდილობს „გაფანტოს ყურადღება.“„ახლა ის ცდილობს ყურადღების გადატანას. არ მგონია, რომ პუტინს მსოფლიო ომი სურდეს იმიტომ, რომ ის ვერ მოიგებს მას," - აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა.  პუტინმა 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „გაანადგურებს“ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც NATO-ს ქვეყნები უკრაინაში გააგზავნიან. ამავე დროს, პუტინი ამბობს, რომ თვითმფრინავები იქნებოდნენ "ლეგიტიმური სამიზნე", თუ მას "მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან გამოიყენებდნენ."  

იტალიურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს

გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიის საჰაერო ძალებმა მოიერიშე თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად ორჯერ გაააქტიურეს. იტალიის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავებმა, რომლებიც საავიაციო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში, მალბორკის პოლონურ ბაზაზე არიან დისლოცირებულნი, რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს. NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ

დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

იტალიას შეუძლია, მთლიანად უარი თქვას რუსულ გაზზე – ენერგეტიკის მინისტრი

იტალია რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული და პრობლემა არ აქვს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ თხევად ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესებასთან, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრი ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინი აცხადებს.  „იტალია ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია, მთლიანად რუსული გაზის გარეშეც კი დარჩეს,“ - განუცხადა პიჩეტო ფრატინმა POLITICO-ს. იტალია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზი, მთლიანი გაზის იმპორტის 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რაც 2020 წელს 43% იყო. „გვაქვს სხვადასხვა წყარო და რეგაზიფიკაციის ტერმინალები, ამიტომ, საკმარისი მომარაგება გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ,“ - აღნიშნა პიჩეტო-ფრატინმა. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

იტალიამ რუსეთთან რუბლით ვაჭრობა შეწყვიტა

რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა, დაამყაროს ვაჭრობა დოლარისა და ევროს გვერდის ავლით, ახალ დაბრკოლებებს აწყდება. იტალიამ რუსეთისთვის მიწოდებული საქონლის გადახდაზე რუბლის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატის (IRTC) ხელმძღვანელმა ფერდინანდო პელაცომ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო, რომელიც რამდენიმე სამინისტროს აერთიანებს. თებერვალში ამოქმედებულმა მექანიზმმა მხოლოდ ორი თვე იმუშავა და სატესტო პერიოდი მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, გასულ წელს, რუსულმა იმპორტიორებმა უცხოეთიდან მიწოდებული საქონლის 30% რუბლით გადაიხადეს.  

იტალია უკრაინაში SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაგზავნის - მედია

იტალია გეგმავს ,გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი - რომელიც მოიცავს SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემას. ამის შესახებ Sky News-ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას G7-ის სამიტზე, რომელიც პულიაში, იტალიაში, მომავალ თვეში გაიმართება. იტყობინება ახალი ამბების ვებგვერდი La Repubblica. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტში შედის Stinger-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტები. ეს იქნება მე-9 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც იტალიიდან უკრაინას გაეგზავნება.    

იტალიის პორტებში რუსი ოლიგარქების 7 იახტაა დაკავებული - მედია

იტალიის ხელისუფლებისთვის ტვირთად იქცა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტების შენარჩუნება, რომელთა აქტივები იტალიაში გაიყინა რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ France24 იტყობინება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის სანქციების გამო, იტალიის პორტებში 7 ასეთი გემია ჩარჩენილი. შემოწმების, რემონტისა და პარკირების ყველა ხარჯი იტალიის მთავრობამ გაიღო. „იახტები, კერძო თვითმფრინავები და ძვირადღირებული ვილები - ეს ყველაფერი ეკუთვნით რუს ოლიგარქებს, რომელთა აქტივები იტალიაში გაყინულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ბრიუსელის მონაცემებით, ეს აქტივები დაახლოებით 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ ისინი იტალიის მთავრობისთვის „თავის ტკივილად“ იქცა,“ წერს France24. რუსი მფლობელების ადვოკატების თქმით, ამ გემების ჩამორთმევა და სხვა მფლობელებისთვის მიყიდვა შეუძლებელია, როგორც ეს იტალიის ხელისუფლება სურს, რადგან ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა და თავად აქტივებს აქვთ გაყინულის, მაგრამ არა ჩამორთმეულის სტატუსი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, რომლებიც 300 მილიარდ ევროს აღემატება. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებშია, განსაკუთრებით, ბელგიაში.  

იტალია უკრაინას SAMP/T-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს. მისი თქმით, იტალიის მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება. „მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის“, - აღნიშნა ტაიანიმ. როგორც ცნობილია, იტალია არ გაგზავნის სამხედრო პერსონალს უკრაინაში და იტალიური იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.  

თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს - მელონი

რუსეთი იძულებული იქნება, დანებდეს, თუ კრემლი არ დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო სამიტის მეორე პლენარული სესიისას. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევის გაერთიანებას უკრაინის დასაცავად. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის იმედი იქამდე ჰქონდეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ძვირფასო ვოლოდიმირ, დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მელონიმ აღნიშნა, რომ მშვიდობა კაპიტულაციას არ ნიშნავს. „ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. „თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს. ჩვენ უნდა დავადგინოთ მინიმალური პირობები ამ დისკუსიისთვის," - აღნიშნა მელონიმ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი წარმოადგენს აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არავის შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს გლობალური ინტერესის სამი გადამწყვეტი თემის აბსოლუტური მნიშვნელობა, რომლებიც დღეს განიხილება: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება და ადამიანური განზომილება, კერძოდ, დევნილი ბავშვების დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იტალია ყოველთვის აკეთებს თავის გასაკეთებელს და ის არ აპირებს არსად წასვლას. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლისკენ,“ განაცხადა იტალიის პრემიერმა. სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა კვირას, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. ეს ღონისძიების მეორე დღე იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება, პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე. მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საჭიროების სრული გაგებისა და აღიარებისათვის." სამიტში 100-მდე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეხვედრის მუშაობის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები. რუსეთი სამიტზე არ მიუწვევიათ. მასში არ მონაწილეობდა ჩინეთი. უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს

NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება. აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს  

იტალიამ და ჩინეთმა სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

იტალიამ და ჩინეთმა კვირას, 28 ივლისს, სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. მელონის მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაზრდას ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ ის პეკინთან "ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვას" ცდილობს. მისი ხუთდღიანი ვიზიტი ხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც იტალიამ ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის ინიციატივა“ დატოვა. მელონი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს ლი ციანს შეხვდა. ჩინეთში თავის ვიზიტზე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრირება. მიუხედავად ამისა, იტალია ჩინეთთან სხვაგვარად ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელებას ემხრობა. Stellantis-მა, მსხვილმა ავტომწარმოებელმა, რომელიც იტალიურ Fiat-ს მოიცავს, მაისში გამოაცხადა, რომ ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა Leapmotor-თან - ელექტრო მანქანების ჩინურ სტარტაპთან, რათა ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვა დაეწყო. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ლი ციანის ოფისმაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაზრდას მცირე და საშუალო ზომის წარმოებებს შორის გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იტალიური მხარე იმუშავებს ჩინეთთან, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემო იტალიაში,“ განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა. თავის მხრივ, მელონიმ ბიზნეს ლიდერებს განუცხადა, რომ ორმა მხარემ ხელი მოაწერა სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს ელექტრომანქანებს და განახლებად ენერგიას.  

ფაშინიანი: აზერბაიჯანს იტალიიდან იარაღის შეძენა შეუძლია, სომხეთმა ვერ უნდა შეიძინოს იარაღი საფრანგეთიდან?

„აზერბაიჯანი ცდილობს, დაადანაშაულოს სომხეთი შეიარაღებაში, რათა დაფაროს საკუთარი შეიარაღების საკითხი,“ - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ, მაგალითად, გვაქვს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საფრანგეთთან და ინდოეთთან. აზერბაიჯანში არის ტენდენცია, რომ ისაუბრებიან იმაზე, თითქოს, არარეგიონული ქვეყნები აღჭურავენ სომხეთს, მაგალითად, საფრანგეთი. მაგრამ ცხადია და საჯაროა, რომ აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, იტალიიდან. საფრანგეთის მეზობელი ქვეყანაა, რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი იტალიიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა საფრანგეთიდან? აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, პაკისტანიდან. რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი პაკისტანიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა ინდოეთიდან? ამბობენ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი აჭურავენ სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან. ევროკავშირის სულ მცირე სამი წევრი ქვეყანა სამხედრო-ტექნიკურ საკითხში თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი უზარმაზარ რაოდენობით იარაღს ყიდულობს ისრაელიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთმა კარგად იცის ეს პროცესები დაზვერვის მონაცემების შეგროვების გზით და ამის შესახებ საჯაროდ ყოველთვის არ საუბრობს.  

იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 12%-ით გაზარდა

იტალიამ ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან, საგრძნობლად გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები წლიურთან შედარებით, თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ Trend-ს ევროსტატში განუცხადეს. 2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტით გაზარდა. აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის. საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო  

„იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში“ - საელჩო

იტალიის საელჩოს განცხადებით, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024: იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში,“ წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან