თეგი: იულია ნავალნაია
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს" - იულია ნავალნაია
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არამხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა... სირცხვილი ის კი არაა გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო,“ - აღნიშნა ნავალნაიამ. მისივე შეფასებით, რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთი.“ „მე ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება, მინდა ასეთში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა, ის ავაშენო თქვენთან ერთად. ზუსტად ისეთი, როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა. ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე რუსეთი.“ იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე, მისი მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის - ეს სატანიზმია." მისი თქმით, გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც ნავალნის ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ, ვლადიმირ პუტინი დგას. „დღეს 9 დღე გავიდა ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან. 9 დღე მას შემდეგ, რაც პუტინმა მოკლა ალექსეი ნავალნი. მაგრამ მკვლელობა არ იყო საკმარისი პუტინისთვის, ახლა მას მძევლად ჰყავს აყვანილი მისი ცხედარი, დასცინის დედას, აიძულებს, დათანხმდეს ფარულ დაკრძალვას... ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა. რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს? მომეცი ჩემი ქმრის ცხედარი. ჩვენ გვინდა, რომ მას პანაშვიდი ჰქონდეს და შემდეგ ადამიანურად, მიწაში დაკრძალონ, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია მიღებული. დაგვითმეთ ალექსი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შენ ის ცოცხლად აწამე და ახლა მკვდარზეც იგივეს აგრძელებ. თქვენ დასცინით გარდაცვლილის ნეშტს. შეუძლებელია უფრო დიდი ეშმაკის წარმოდგენა... თქვენ არღვევთ ყველა კანონს: ადამიანურსაც და ღვთაებრივსაც," - აცხადებს იულია ნავალნაია. ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ
იულია ნავალნაია ევროპარლამენტში: პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ალექსეი ნავალნის და მეზობელ ქვეყანას გაუკეთა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია,“ - განაცხადა იულია ნავალნაიამ. დღეს, ევროპარლამენტში ნავალნის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციის პროექტზე დებატები დაიწყო. პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს მკვლელობას. ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ.
ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს, მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა
ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლის იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, რომლის დროსაც,მან ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ასევე არ შეიძლება უნგრეთის ორბანთან გაიგივება. აქცია ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ ასოციაციებთან ერთად მოაწყო. ამ დღეს ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, ეროვნული მუზეუმის წინ მიმართა. „რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპული ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი მას დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელ მეგობრებიი მას გადაეფარებიან", - განაცხადა იულია ნავალნიამ. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.