თეგი: იჩქერია

იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა

უკრაინის რადაში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქციათაშორის ჯგუფის „თავისუფალი კავკასიისთვის" დამფუძნებელი, უმაღლესი რადას  დეპუტატი ალექსეი ჰონჩარენკო ავრცელებს. პროექტის თანაავტორია ამავე ჯგუფის წევრი, უკრაინის სახალხო დეპუტატი მუსა მაგომედოვი. „რუსეთმა ორი ომის დროს მოაწყო მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა, რომლის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქები გროზნო და არღუნი (როგორც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და უკრაინის ათობით სხვა ქალაქი)... იჩქერიის მებრძოლები უკვე ეხმარებიან უკრაინას ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსეთთან ომში. ამიტომ მოვუწოდებთ კოლეგებს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს რეზოლუცია და შევთავაზოთ უკრაინის პრეზიდენტს აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა", - წერს ჰონჩარენკო Facebook-ზე. მან ასეთი მიმართვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებსაც გაუგზავნა.  

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა

უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა. უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობს. 287-მა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციის პროექტს. საუბარია „უკრაინის უმაღლესი რადას განცხადების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული იჩქერიის (ჩეჩნეთის რესპუბლიკის) აღიარებისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“. იჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით - ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან - საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან - სტავროპოლის მხარე. მისი ფართობი: 19 300 კვ. კმ-ს შეადგენს.