თეგი: კამბოჯა

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი კამბოჯასთან ურთიერთობის გაფაროთოებით დაინტერესდა

მოსკოვსა და პნომპენს აქვთ თანამშრომლობის კეთილი და პოზიტიური ისტორია. რუსეთი დაინტერესებულია მისი გაფართოებით, - ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კამბოჯაში ვიზიტისას განაცხადა.  სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობას, რიგ სფეროებში განავითარებს. მათ შორისაა კოსმოსი, ჰუმანიტარული, სამხედრო, ტექნიკური დარგები და უსაფრთხოების საკითხები.  კამბოჯაში ლავროვი მიანმარიდან ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.  დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს

ტაილანდმა და კამბოჯამ, ტრამპის თანდასწრებით, სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს

კუალა-ლუმპურში გამართულ ცერემონიაზე, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტ­, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. „ეს დეკლარაცია, თუ სრულად განხორციელდება, მდგრადი მშვიდობის საფუძველს შექმნის, მაგრამ რაც მთავარია, ის ჩვენი კავშირების აღდგენის პროცესს დაიწყებს,“ - განაცხადა ჰუნ მანეტმა. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა. ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტი შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ცერემონიის შემდეგ, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, დღევანდელი ღონისძიება „მშვიდობისკენ მიმავალ გზად“ შეაფასა. ტაილანდი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ დავა ორმხრივად უნდა მოგვარდეს, გარე შუამავლების გარეშე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფასებს“ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას და აშშ-სა და მალაიზიას მხოლოდ ამ შეთანხმების „ხელშემწყობ“ პირებად აღწერს. ივლისში, ტრამპის ეკონომიკურმა ზეწოლამ ორ ქვეყანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დაწყებული 5-დღიანი შეტაკებები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სადავო საზღვრიდან მძიმე შეიარაღებას გაიყვანს და მისი მონიტორინგისთვის დროებითი დამკვირვებლების ჯგუფი შექმნიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად.