თეგი: კამიკაძე-დრონები
როდის მიაწვდის აშშ უკრაინას კამიკაძე-დრონებს
პენტაგონი უკრაინისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდების მიზნით, კონტრაქტს ამზადებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ათი Switchblade 600 კამიკაძე თვითმფრინავის წარმოების შესახებ ხელშეკრულების დადებას სექტემბრისთვის გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-მ Switchblade ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემების გადაცემა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, მაგრამ საუბარი იყო Switchblade 300 თვითმფრინავზე, რომელიც მცირე სამიზნეების განადგურებისთვის იყო განკუთვნილი. მწარმოებლის თქმით, 300 ვარიანტი იწონის 2,5 კგ-ს, შეუძლია 10 კილომეტრზე ფრენა, ხოლო (54,4 კგ) 600 ვერსიას შეუძლია 40 კილომეტრზე - ჰაერში 40 წუთის განმავლობაში ფრენა. „მათ ერთი და იგივე სახელი აქვთ, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავებული სისტემებია, ძალიან განსხვავებული სამიზნე კომპლექტით. ისინი წარმოუდგენლად დაეხმარებიან უკრაინულ ძალებს ახლა და მომდევნო კვირებში“, - თქვა სამხედრო ცენტრის უფროსმა დირექტორმა, ბრედლი ბოუმანმა. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინასა და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს ახლა სჭირდებათ ჩვენი ტექნოლოგია, რათა რუსული არმია დაამარცხონ და მომავალი აგრესია თავიდან აიცილონ“, - ნათქვამი იყო კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საჰაერო ძალების სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონები გაანადგურეს
მიკოლაივის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ირანული წარმოების კამიკაძე-დრონები გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა. „22 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მიკოლაევის რეგიონში, ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის სამხრეთის საჰაერო სარდლობის მეომრებმა ერთდროულად ჩამოაგდეს ოთხი (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელიც ირანის მიერ არის წარმოებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საჰაერო ძალები: უკრაინამ 5 ირანული კამიკაძე-დრონი გაანადგურა
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მართული შვიდი ირანული უპილოტო თვითმფრინავიდან, ხუთი ჩამოაგდეს. უკრაინული მხარის განმარტებით, საუბარია დრონებზე, რომლითაც რუსეთის ძალები ღამით მიკოლაივის რეგიონს დაესხნენ თავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კიევის მერი: დედაქალაქის ცენტრზე რუსულმა ძალებმა იერიში, კამიკაძე-დრონებით მიიტანეს
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ შევჩენკოვსკის რაიონში კიდევ ორი აფეთქების შესახებ იუწყება და ყველას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდებს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „კიევს თავს დაესხნენ „კამიკაძე დრონები“. კლიჩკოს თქმით, თვითმფრინავის პირველი თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსში, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. მერმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც დღეს დილით კიევზე იერიში მიიტანა. ფოტოს მიხედვით, ეს არის ირანული წარმოების დრონი, რომელსაც რუსმა სამხედროებმა Geran-2 დაარქვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 17 ოქტომბრს დილით, კიევზე თავდასხმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.