თეგი: კანაბისი
CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს
ტაილანდის ხელისუფლება, ივნისში მოსახლეობას სახლში გასაშენებლად მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს. ინფორმაციას CNN ინფორმაციას ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 9 ივნიის ტაილანდში ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც მოსახლეობას კანაბისის ბუჩქის სახლში გაშენების უფლება ექნება. ამასთან კანაბისს უნდა ჰქონდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების დაბალი შემცველობა და დაშვებულია მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. თანაც ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა იყოს ინფორმირებული. კანაბისის გაყიდვა, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ტაილანდში, შრომისუნარიანი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და ახორციელებს კანაბისის მოშენებას სამედიცინო მიზნებისთვის, იუწყება CNN. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.