თეგი: კანადა

კანადა უკრაინაში საელჩოდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს

კანადა უკრაინაში თავისი საელჩოდან პერსონალის ნაწილს დროებით გაიყვანს, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენ განვაგრძობთ პროცესებზე დაკვირვებას, უმაღლეს პრიორიტეტად რჩება კანადელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენი ოფიციალური პირები მზად არიან, უზრუნველყონ საკონსულო დახმარება კანადის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.  

ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქ ოტავაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს. აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე კანადის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას არ გააუქმებს. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, ხოლო ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის 60 საქმე აღძრ.  „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ასახავს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მიმდინარე დემონსტრაციებით წარმოიქმნება. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მუნიციპალურ ადმინისტრაციაში, რათა ქალაქ ოტავას საშუალება მიეცეს, შეფერხების გარეშე მართოს ბიზნესი მისი მცხოვრებლებისთვის საჭირო აუცილებელი სერვისებისთვის“, - ნათქვამია ოტავის მერიის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან და ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ გვაქვს უცვლელი მხარდაჭერა საფრანგეთის მიმართ,  გაააქტიუროს სამშვიდობო პროცესი „ნორმანდული ფორმატის" ფარგლებში და დაუპირისპირდეს პროვოკაციებს, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც Reuters-ი წერს, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა იმის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასეგე განაცხადა, რომ საფრანგეთმა რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის მოქალაქეებს, თავი აარიდონ უკრაინაში მოგზაურობებს და შეუწყობენ ხელს საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, თუ სურთ, რომ დატოვონ ქვეყანა. რაც შეეხება ტრუდოსთან მოლაპარაკებებს, ზელენსკის თქმით, კანადა, კანადელი ხალხი უკრაინის ძლიერი მოკავშირეები არიან.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კანადის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ტრუდომ უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების მობილიზების, ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და დესტაბილიზაციის აქტივობების შესახებ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კანადის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც მოიცავს სამხედრო წვრთნებს და შესაძლებლობების განვითარებას ოპერაცია UNIFIER-ის მეშვეობით და ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის შეგახსენებთ, კანადამ საელჩოს კიევიდან ლვოვში დროებითი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.

უკრაინამ სამხედრო დახმარება ამჯერად კანადისგან მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კანადას სამხედრო დახმარებისთვის და საჭირო დროს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი პოსტი მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. „ჩვენი ახლო მეგობრებისგან მივიღეთ სამხედრო დახმარება შაშხანების, ავტომატების, ოპტიკური სამიზნეების, ღამის ხედვისა და სათვალთვალო მოწყობილობებისა და სამხედრო აღჭურვილობის სახით. დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - წერს ოლექსი რეზნიკოვი. კანადის ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კანადის მთავრობა უკრაინას გადასცემს დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის სესხს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე. ეს სესხი იანვარში გამოცხადებული 120 მილიონი დოლარის ოდენობის სესხთან ერთად გამოიყოფა. საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოქმედდება

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყონებლივ ამოქმედდება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ National Post-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენი სანქციების პაკეტი მზად არის. ჩვენ ვიმუშავეთ აშშ-სთან, ვიმუშავეთ დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთანაც და ვუზიარებდით ინფორმაციას ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრმა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგი სანქციები მოიცავს მკაცრ ზომებს და ის გამიზნულია კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ჯოლიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ მექანიზმი მოიცავს მაგნიტსკის საქმის მსგავს სანქციებს, რაც გულისხმობს აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას. „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

მელანი ჯოლი: რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები ძალიან მალე გამოცხადდება

"დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებენ", - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. „ჩვენ რუმინეთთან ერთად ევროკავშირის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი, მკაცრი სანქციები დავაწესეთ და ძალიან მალე გამოცხადდება მეტი სანქციები“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუმინეტში ვიზიტის ფარგლებში. ლიეტუვის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება

კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისივე თქმით, ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ არის შედგენილი. სანქციების სიას კიდევ 10 პირი დაემატა. სასანქციო სიაში არიან კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. „ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის ახლო წრეზე”, - განაცხადა ტრუდომ. სამმა ლიდერმა, რომლებიც სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ლონდონის დასავლეთით შეხვდნენ, ასევე განიხილეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე.    

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტს: ყოველი ღამე საშინელია. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე - ზუსტად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პარლამენტისადმი მიმართვისას თავისი მოწოდება უკრაინის ცის დახურვის შესახებ, კიდევ ერთხელ გაიმეორა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაჩერებლად, უკრაინის დასაცავად და ამით დაიცვას ევროპა რუსული საფრთხისგან“. ყოველი ღამე საშინელია. რუსები ყველანაირი სახის არტილერიიდან ისვრიან. ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და შენობებს. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე? დიახ, ზუსტად ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ქალაქში, ისინი მოდიან, უკრაინის დროშებს აგდებენ, წარმოგიდგენიათ, ვინმემ ჩამოაგდოს თქვენი დროშები მონრეალსა და კანადის სხვა ქალაქებში? კანადელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას ოვაციებით შეხვდნენ. CNN წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის მიესალმა და განუცხადა, რომ მისი და უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყველას შთაგონების წყაროა. „თქვენ იცავთ უკრაინელების უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. თქვენ იცავთ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ყველა თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა. ეს ღირებულებებია თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, ჭეშმარიტი საერთაშორისო წესრიგი", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ კანადამ დააწესა ახალი სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის, 15 რუს ოფიციალურ პირზე, რომლებმაც „უკრაინაში შეჭრაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არჩევანს,  მხარი დაუჭირეს“.

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა. ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.   შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. დეპუტატები ასევე მიმართავენ მთავრობას „მხარდაჭერის შესახებ უკრაინელებისა და კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნის სხვა მაცხოვრებლების მიმართ“. ისინი რეკომენდაციას უწევენ მთავრობას „გაზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა მიგრანტების მიღების შეფერხება არ გახანგრძლივდეს არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო“. „ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას  ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე

დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განუცხადა. „ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. ვიცით, ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატოს სხვა წევრებთან ერთად. კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ", - განაცხადა ჯოლიმ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს

კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. „შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე. კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წერს მელანი ჯოლი.

კანადა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს

კანადა პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს, რათა უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters-ი კანადის თავდაცვის მინისტრ, ანიტა ანანდის კომენტარზე დაყრდნობით წერს. ამ მიზნით კანადა პოლონეთში 150 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. კანადის შეიარაღებული ძალების წევრები ასევე მხარს დაუჭერენ პოლონურ სამუშაო ჯგუფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და უკრაინელებს კანადაში გადასახლებაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 4,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათგან ნახევარზე მეტი მეზობელ პოლონეთში წავიდა.

BBC: კანადამ უკრაინას ახალი ჰაუბიცები გადასცა

კანადამ უკრაინას ახალი ჰაუბიცები გადასცა. უკრაინას „M777“ ტიპის ჰაუბიცები, ჭურვები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების „კარლ გუსტაფის“ ჭურვები გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-მა უკვე გაგზავნა იგივე ტიპის 18 ერთეული იარაღი და უახლოეს მომავალში კიდევ 72-ის გაგზავნას გეგმავს. ცნობისთვის, „M777“-ის ტიპის ჰაუბიცას აქვს უფრო დაბალი მასა და შეუძლია სხვადასხვა ტიპის ჭურვების გასროლა, მათ შორის, რეაქტიული და „ჯიპიესით“ მართული რაკეტების, 40 კმ-მდე მანძილზე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ:   მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა და დაგმო.  „არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს. დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  ასევე წაიკითხეთ: კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა  

კანადა უკრაინულ ჯარისკაცებს ჰაუბიცების გამოყენებაში გადაამზადებს

კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ხუთშაბათს ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ კანადელი სამხედროები უკრაინელებს ჰაუბიცების გამოყენებაში ამზადებენ. ამის შესახებ ანიტა ანანდმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Reuters-ის ცნობით, მინისტრს არ უთქვამს, სად მიმდინარეობდა ეს წვრთნა. მინისტრის თქმით, კანადა დიდი ხანია ჩართულია უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხში, 2015 წლიდან კანადამ გაწვრთნა 33000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. კანადა ასევე ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს M-777 ჰაუბიცების გამოყენებაში. „შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ 28 აპრილს განაცხადა. „დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია.  ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ასევე წაიკითხეთ ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი

ოტავაში უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრი გაიხსნა

ოტავაში უკრაინელების დახმარების ცენტრი გაიხსნა, სადაც უფასოდ შეუძლიათ, აიღონ ზრდასრულთა და ბავშვთა ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და მრავალი სხვა. უკრაინული მედიის ცნობით, მოხალისეები ასევე უზრუნველყოფენ საინფორმაციო მხარდაჭერას, მათ შორის დასახლების, დასაქმების, განათლებისა და სხვა მიმართულებით. ისინი უკრაინელებს ასევე ეხმარებიან საბუთების მომზადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა. ჯასტინ ტრუდომ ქალაქი ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, ჯასტინ ტრუდო ჩავიდა ირპენში, რათა საკუთარი თვალით ენახა ის საშინელება, რაც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. „ის შოკირებული იყო“, - აცხადებს ალექსანდრ მარკუშინი. კანადის პრემიერის პრესსპიკერის თქმით, ჯასტი ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

NATO-ში კანადის დელეგაცია: კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს

 კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, - NATO-ში კანადის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დაგვიანებით ვულოცავთ NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის NATO-ში საბოლოოდ წევრობას“, – წერს NATO-ში კანადის დელეგაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან მედია პროექტის Take your seat-ის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებ-გვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში. „ჩვენი მიზანია მსოფლიო მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამჟამად ვმასპინძლობთ კანადელ ფოტოგრაფებს. პროექტის მიზანია მომზადდეს ფოტო ალბომი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „დაიკავეთ თქვენი ადგილი- საერთაშორისო პროექტია. ჩვენ უკვე 14 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და ახლა საქართველოში ვართ.  ჩვენ ამ სკამს რეჟისორის სკამს ვეძახით, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო რეჟისორი, გააკეთო არჩევანი და თავად განკარგო შენი ცხოვრება. საქართველოში ამ სკამით ჩამოვედით და თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ამბობს ტურის მონაწილე ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი. „საქართველოში უკვე 2 კვირაზე მეტია ვიმყოფებით, დაუვიწყარი თავგადასავლები გვქონდა, ჩვენ მოვინახულეთ როგორც დიდი ასევე პატარა ქალაქები. ძალიან მოგვეწონა ბუნება. ჩვენ ამ სკამით, რომელსაც თან ვატარებთ ყველას ვეპატიჟებით, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, – აცხადებს სპენსერ ვანდერსტარენი ფოტოგრაფი კანადიდან. საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.  

კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს

კანადამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. შემაკავებელი ზომებია დაწესებული ბელორუსის მიმართაც. პრემიერის ოფისი აღნიშნავს, რომ კანადის ახალი სანქციები დაწესებულია ექვსი ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე, 15 უკრაინელ ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ოკუპაციას რუსეთის მიერ, 13 სამთავრობო და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლის წინააღმდეგ, ასევე, სანქციები შეეხება ბელორუსში - ორ უწყებას. „კანადის პოზიზიცია ურყევია - უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობიან ცხოვრებას. ვლადიმერ პუტინმა და მისმა რეჟიმმა გამოიწვია წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენს G7 კოლეგებთან ერთად, კანადა აძლიერებს ჩვენს მუდმივ და კოორდინირებულ ზეწოლას, რათა დასრულდეს ვლადიმერ პუტინის არჩეული ომი“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გერმანიაში G7 სამიტის დროს.

კანადა უკრაინას $150 მილიონიან სესხს გამოუყოფს

კანადა უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით გადასცემს 200 მილიონ კანადურ (დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი) სესხს, რათა დაეხმაროს გადაუდებელ საჭიროებებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომელმაც G7 სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ტრუდომ გამოაცხადა 73 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, რომელსაც კანადა უკრაინას დაჰპირდა 2022 წლის 9 აპრილს. კანადამ ახლა გამოყო ეს დახმარება უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში კრიზისის მოსაგვარებლად. ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მამაცურად იცავს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.  

კანადა უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორით უზრუნველყოფს. ეს არის NATO-ს მცდელობის ნაწილი უკრაინის ხელახალი შეიარაღებისა და მისი სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის. „მოხარულები ვართ, რომ უკრაინას დავეხმარებით და ვაპირებთ, მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ტრუდომ NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ.

კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „პატრიარქი კირილი სასანქციო სიაში მოხვდა როგორც რუსი აგენტი, რომელიც დეზინფორმატორად არის იდენტიფიცირებული და რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მხარდაჭერასა და უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა

კანადამ უკრაინაში ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ოქროს საქონლის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი კანადა კრძალავს ნედლი და ნახევრად მზა ოქროს, ოქროს ფხვნილის, მონეტის ოქროსა და ოქროს სამკაულების იმპორტს. შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობლივი სურვილი რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, ივნისის ბოლოს G7-ის სამიტზე გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ასევე 7 ივლისს კანადამ სანქციების სიაში დაამატა, რუსეთის 29 მოქალაქე და 15 კომპანია. მათ შორის Roskomnadzor-ი, პატრიარქი კირილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და პროპაგანდისტი ალინა კაბეევა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg

მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს

კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით  Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის  გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters. ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ  „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს. 7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში.  „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის. „ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.

კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადის მთავრობამ რუსეთის ნავთობისა და გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა 15 ივლისიდან ნებისმიერ პირს კანადაში ან მის ფარგლებს გარეთ ეკრძალება, რუსეთში ნებისმიერ პირს, რომელიც ლითონის პროდუქციის წარმოებასთანაა კავშირში (გარდა მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოებისა) მომსახურება გაუწიოს. ასევე, სანქციები ვრცელდება კომპიუტერზე, ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობაზე, მანქანებზე, მანქანების წარმოებაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებაზე, სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით კანადის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და Nord Stream 1 გაზსადენისთვის განკუთვნილი ტურბინა გერმანიას გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა

კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. ვატიკანმა მოგზაურობას„სინანულის მომლოცველობა" უწოდა. რომის პაპმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი კვლავ გამოთქვა. მანამდე, მან Reuters-თან ინტერვიუში 4 ივლისს განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა. რომის პაპი შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს კანადაში ვიზიტისას რომის პაპი პრემიერ-მინისტრ ჯასტი ტრუდოს შეხვდება. CNN წერს, რომ პონტიფიკოსი ადგილობრივი მკვიდრი ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის საკითხში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური კვებეკს (ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციის დედაქალაქი) და იკალუიტსაც (ქალაქი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის ტერიტორიის ნუნავუტის ადმინისტრაციული ცენტრი) ეწვევა. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა. საკონსულო ახლობლებს უკვე დაუკავშირდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დონბასში დაიღუპა კანადის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 22 წლის ჯარისკაცი ვილი ჯოზეფ კანსელი პირველი ამერიკელი იყო, ვინც უკრაინაში დაიღუპა. ის კერძო სამხედრო კომპანიაში მუშაობდა. აშშ-ის მეორე მოქალაქე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, 52 წლის სამხედრო სტივენ ზაბელსკი იყო. ივნისში ცნობილი გახდა სამი ამერიკელი მოხალისის შესახებ, რომლებიც უკრაინაში ბრძოლების დროს გაუჩინარდნენ. გარდა ამისა, 1-ელ ივნისს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს ბრალი „DNR“-ში წაუყენეს. საუბარია 22 წლის დილან ჰილისა და 35 წლის ენდრიუ ჰილზე. მათ იგივე მუხლებით ედავებიან, როგორც ადრე „მსჯავრდებულ“ ბრიტანელებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.  

რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა. „აქ იმიტომ ვარ, რომ ესაა ჩემი „სინანულის მომლოცველობის“ პირველი ნაბიჯი. ისევ უნდა გთხოვოთ პატიება. მე გეუბნებით თქვენ, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცერემონია ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ჩატარდა. რომის პაპის ბოდიშის მოსახდელად ასობით ადამინი მივიდა. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ. ცერემონიას ესწრებოდა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.  რომის პაპი ფრანცისკე, 24 ივლისს კანადაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა ვატიკანმა ამ მოგზაურობას „სინანულის მომლოცვალობა“ უწოდა. რომის პაპს ედმონტონში პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი დახვდნენ.  ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც თვითონ კათოლიკეა, ინდიგენული მოსახლეორბის მიმართ პაპის ბოდიში მოითხოვა. ფრანცისკეს კანადაში ჩასვლას მთავრობა პოლიტიკურ წარმატებად აფასებს, რადგან მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შერიგება.  

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.   როგორც ცნობილია, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი პოლიციელის თქმით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.  რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ კანადამ სანქციები გააფართოვა. კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა   ახალი სანქციები 43 სამხედრო პირსა და 17 ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბუჩასა და სხვა ადგილებში მოწყობილ სისხლისღვრებში მონაწილეობდნენ“.   კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა „კანადა, ცალსახად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს და გამოიყენებს ყველა საშუალებებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება მთელ უკრაინასა და ბუჩაში სამართლიანად წარიმართოს“, - ნათქვამია კანადის ხელისუფლების პრესრელიზში.  შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადამ პერსონალური სანქციები რუსეთის 29 მოქალაქეს დაუწესა.  კანადის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის 1600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი სანქციები კიდევ რუსეთისა და ბელორუსის 1150 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.   

კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის

კანადა განაახლებს UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიას ბრიტანეთში, სამხედრო ტრენერების გაგზავნით, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს სწავლებაში დაეხმაროს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანანდის თქმით, 225-მდე კანადელი სამხედრო გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ახალი უკრაინელი სამხედრო რეკრუტების მოსამზადებლად. პირველი ჯგუფი, რომელიც 90 სამხედროსგან შედგება, მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. კანადის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მისიის საწყისი ხანგრძლივობა ოთხ თვემდეა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაგრძელდეს. იანვრის ბოლოს კანადამ უკრაინაში UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიის სამი წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე ყველა კანადელმა ინსტრუქტორმა დატოვა უკრაინის ტერიტორია.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის 62 მოქალაქესა და ერთ საწარმოს, რომელიც თავდაცვის სექტორში საქმიანობს, სანქციები დაუწესა.  კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, დღეს ყირიმის პლათფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ ვუწესებთ სანქციებს დამატებით 62 პირს და თავდაცვის სექტორის ერთ ორგანიზაციას, რადგან ისინი იყვნენ თანამონაწილეები რუსეთის უკანონო შეჭრაში უკრაინაში და უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმებში“, - თქვა ტრიუდომ.  ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცახდა, რომ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, სანქციები რუსეთის 1 750 ფიზიკურ პირსა და კომპანიებს დაუწესა.   

კანადაში, სასტუმროდან ჩერჩილის ცნობილი ფოტო მოიპარეს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფოტოსურათი, კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე Chateau Laurier სასტუმროდან მოიპარეს და ასლით ჩაანაცვლეს. სასტუმროს ცნობით, მათ შაბათ-კვირას შენიშნეს, რომ ჩერჩილთან ერთად ფოტო გარკვეულწილად გადახრილი იყო. ამის შემდეგ მუშებმა დაადგინეს, რომ ჩარჩო, რომელშიც ფოტო იყო განთავსებული, არ ემთხვეოდა კარშის სხვა ფოტოების ჩარჩოებს. კარშმა ჩერჩილის ფოტო 1941 წლის დეკემბერში გადაიღო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობის მეთაური კანადის პარლამენტში გამოვიდა. ფოტო ცნობილი გახდა ჩერჩილის დამახასიათებელი პოზის გამო, ასევე ამ ფოტოში ჩერჩილს სიგარა, როგორც მისი ყოველდღიურობის ატრიბუტი, არ აქვს.  იუსუფ კარში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფად მიიჩნევა. ის მეუღლე ესტრელიტასთან ერთად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა შატო ლაურიეში, სადაც საკუთარ სტუდიას მართავდა.  

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების დაძლევის მიზნით, თხევად გაზს კანადისგან იყიდის. ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა  ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს ტორონტოში გერმანულ-კანადურ ბიზნეს-კონფერენციაზე განაცხადა. „გერმანიის მიერ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში, კანადა ჩვენი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანადური LNG ამაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ციტირებს როიტერს შოლცს. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს”, - თქვა შოლცმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არის დემოკრატია და საიმედო პარტნიორი. კანადამ და გერმანიამ ასევე გააფორმეს შეთანხმება, ბერლინისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ.  

კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინა გადასცეს. მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა.  ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ევროპის წინააღმდეგ, გაზის ექსპორტი იარაღად გამოიყენოს“, - აცხადებს ჯოლი.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.  

კანადას უკრაინის დახმარების მიზნით, სამხედრო ბაზა ქუვეითიდან ბრიტანეთში გადააქვს

კანადა ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზას დიდ ბრიტანეთში გადაიტანს, რათა უფრო აქტიური და მჭიდრო მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ამის შესახებ CBC-ის შტაბის უფროსი გენერალი უეინ ეირმა აცხადებს.  მისი თქმით, C-130J სატვირთო თვითმფრინავები და სახმელეთო დამხმარე დანაყოფები დიდ ბრიტანეთში განლაგდებიან. S-130 ტაქტიკური საავიაციო რაზმი, რომელიც ადრე დავალებებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ასრულებდა, შოტლანდიაში გადანაწილების შემდეგ მოქმედებას უკრაინის მიმართულებით განაგრძობს.  

კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმეს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს: დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი. ორივე სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და ადგილობრივი პოლიციის, ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

კანადაში, მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა. კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ამასთან, რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.  რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.  

კანადამ ქართველი მეზღვაურების სამუშაო დიპლომები აღიარა

საქართველოსა და კანადას შორის მეზღვაურთა დოკუმენტების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი და ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ერთი დასაქმების ბაზარი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანადის ფლოტში 660-მდე გემი ირიცხება, რომელთა საერთო ტონაჟი 2.9 მილიონს შეადგენს. კანადა 2010 წლიდან საზღვაო შრომის კონვენციის წევრი ქვეყანაა და მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სრულად დაცულია მეზღვაურების უფლებები და სამუშაო პირობები, ასევე, უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს, 72 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება, რომელთაგან 20-მდე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.  

კანადა უკრაინას, $47 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს

კანადა უკრაინას $47 მილიონის საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს. კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებს, ზამთრის აღჭურვილობასა და დრონების კამერებს გაუგზავნის. გარდა ამისა, პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინელებისთვის სატელიტური კომუნიკაციების საფასურის  გადახდას. ანანდის თქმით, დახმარების ახალ პაკეტში ამ ცალკეული ნივთების ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: $15 მილიონი ზამთრის ტანსაცმლისთვის, $15 მილიონი დრონის კამერებისთვის, $2 მილიონი სატელიტური კომუნიკაციისთვის, დანარჩენი თანხა კი - 155 მმ კალიბრის ჭურვების შეძენაზე დაიხარჯება.   

კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ტერიტორიების ანექსიის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.  კანადამ სანქციები 34 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დააწესა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი პროპაგანდისტული არხი Zvezda, რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.  

კანადა ირანს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ახალ სანქციებს უწესებს

 კანადამ ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქციების ახალ პაკეტში 6 ფიზიკური პირი და 4 ორგანიზაცია შევიდა. მათ შორის შს მინისტრის მოადგილე სეიედ მაჯიდ მირაჰმადი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოპერაციული ბაზის მეთაური მოჰამად ქარამი და ირანის სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ეზატოლა ზარგამი. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში კომისიებისა და საბჭოების სახით ფუნქციონირებენ. მათ შორის არის ექსპერტთა ასამბლეა, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის არჩევაზე. კანადის განმარტებით, სანქციები დაწესდა „ადამიანის უფლებების სისტემატური უხეში დარღვევების და რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის“.  

კანადა, უკრაინის მხარდასაჭერად სახელმწიფო ობლიგაციებს გამოუშვებს

კანადა გამოუშვებს ხუთწლიან სახელმწიფო ობლიგაციებს, რაც უკრაინის მთავრობის საჭიროებების დაფინანსებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ვინიპეგში კანადელი უკრაინელების კონგრესის კონგრესზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „ჩვენ გვინდა მივცეთ ყველა კანადელს საშუალება, მხარი დაუჭირონ უკრაინას, ამიტომ ვაცხადებთ, რომ კანადა გამოუშვებს ახალ სახელმწიფო ობლიგაციებს „უკრაინის სუვერენიტეტის“ სახელწოდებით. კანადელებს ახლა შეეძლებათ ბანკებში წასვლა და ამ ობლიგაციების ყიდვა ხუთწლიანი ვადით და შემოსავლის მიღების გარანტიით“, - თქვა ტრუდომ. მთლიანობაში, კანადამ 2022 წელს უკრაინას $2 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

კანადამ უკრაინისთვის, ჯავშანტექნიკის მიწოდება დაიწყო

ერთი თვის განმავლობაში უკრაინა კანადიდან, თითქმის ოთხ ათეულ თანამედროვე ჯავშანმანქანას მიიღებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვინიპეგში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. კანადა, უკრაინის მხარდასაჭერად სახელმწიფო ობლიგაციებს გამოუშვებს „უკრაინისთვის ზაფხულში დაპირებული 39 ჯავშანმანქანა ევროპაში დღეს ჩავიდა, სადაც უკრაინული ძალების წვრთნა მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრუდომ. მთლიანობაში, კანადამ 2022 წელს უკრაინას $2 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

კანადა, მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კანადის ხელისუფლება მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება. ამას მოწმობს მიგრაციის ახალი სამწლიანი გეგმა, რომელიც კანადის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარადგინა. „გასულ წელს კანადამ 40 5000 მიგრანტი მიიღო, რაც ერთი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მთავრობა აგრძელებს ამ ამბიციურ მიდგომას და მიზნად ისახავს, მომავალ წელს 465 000 მუდმივი მცხოვრების მიღებას. კანადა 2024 წელს 485 000 მიგრანტს, ხოლო 2025 წელს 500 000 მიიღებს", - აცხადებენ სამინისტროში. აღნიშნულია, რომ ახალი მიგრაციული პოლიტიკის თანახმად, მეტ ყურადღება დაეთმობა მიგრანტების მცირე ქალაქებსა და სოფლებში მოზიდვას.  

კანადა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ზამთრის ტანსაცმლის 500 ათას კომპლექტს დაამზადებს

კანადის მთავრობა, უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოებაში, თავის თავდაცვის ინდუსტრიას ჩართავს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „კანადაში თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს მაღალი ხარისხის აღჭურვილობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის საჭიროებების იდენტიფიცირებას და ვიმუშავებთ ინდუსტრიასთან ერთად, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება“, - თქვა ანანდმა. მისივე თქმით, კანადის პირდაპირმა სამხედრო დახმარების მოცულობამ უკვე $600 მილიონს გადააჭარბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 100 კანადელს, მათ შორის ჯიმ კერისა და მარგარეტ ეტვუდს

რუსეთის ხელისუფლებამ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორისაა ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ კერი და გასული საუკუნის შუა პერიოდის უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერის შვილიშვილი, სტეფან ბანდერა, ასევე პოპულარული მწერალი, მარგარეტ ეტვუდი.  კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს ჯიმ კერისთვის სანქციების დაწესების მიზეზებს, მაგრამ მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ისაუბრა. 2022 წლის 27 თებერვალს მან შემდეგი ტვიტი დაწერა:„შინაგანად ყველაფერი მიტრიალდება, როცა ვხედავ უდანაშაულო ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არსებული პოლიტიკური იდიოტის გამო. გეშინოდეთ მათი, ვინც არ გიყვარდათ“.  მანამდე, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.  

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

16-18 ნოემბერს, კანადის დედაქალაქ ოტავაში, საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს კანადელ ინვესტორებს გაზარდონ არსებული ინვესტიციები, მათ შორის ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას ინვესტიციები განახორციელონ ახალ სექტორებში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. „აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წელს შესთავაზა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამი ოფიციალური რაუნდი 2018 და 2019 წლებში, მონაცვლეობით ოტავასა და თბილისში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რობ სტუარტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები”, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სამხედრო მხარდაჭერა აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკების მაგიდასთან - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კიევის პოზიციას აძლიერებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა. „ჩვენი მიზანია, გავამყაროთ უკრაინის პოზიციები ადგილზე სამხედრო დახმარების, დაზვერვის გაზიარებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ რეალურად ვამაგრებთ მათ პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება. ასე იყო ყველა კონფლიქტში. თუმცა ჩვენ ჯერ აქამდე არ მოვსულვართ“, - განაცხადა ჯოლიმ. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულებაც მონაწილეობს.  

ოპერაცია UNIFIER: უკრაინელი სამხედროებისთვის წლევანდელი სასწავლო მისია დასრულდა

დასრულდა წლევანდელი წვრთნების ბოლო ეტაპი, რომელიც კანადის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინელი სამხედროებისთვის დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის არმიასთან კოორდინაციით, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში ჩაატარეს, დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. სწავლება ზაფხულის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. გენერალური შტაბის განცხადებით, სასწავლო პროგრამა 2023 წლის იანვრიდან განახლდება. ოპერაცია UNIFIER 2015 წელს, უკრაინის მთავრობის მოთხოვნით დაიწყო. პროგრამა ამ წლის დასაწყისში გაფართოვდა და გაგრძელდა 2025 წლის მარტამდე. მისიის ასპექტები 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით შეჩერდა. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სწავლების განახლების შესახებ გამოაცხადა. ოპერაცია UNIFIER-ი კანადის შეიარაღებული ძალების (CAF) სამხედრო სასწავლო და შესაძლებლობების ამაღლების მისიაა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

კანადა უკრაინას, $15 მილიონის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობას გადასცემს

კანადა უკრაინას $15 მილიონის ღირებულების ნაღმებისაგან გამწმენდ აღჭურვილობას გაუგზავნის. „აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მიწის ნაღმების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალისა და ომის სხვა ასაფეთქებელი შედეგების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობამ დაასრულა უკრაინის სუვერენიტეტის 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება, რომლის მეშვეობითაც კანადელებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ უკრაინას და შეძლონ ქვეყნის დაფინანსება.   

NATO შავი ზღვის რეგიონში ცის დაცვის შესახებ ცნობებს ავრცელებს

კანადამ NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში, რუმინეთში განლაგება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს. „კანადის საბრძოლო თვითმფრინავები რეგულარულად მანევრირებენ ქალაქ კონსტანცის ცაზე, ისინი თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ამ მისიას 2014 წლიდან. ეს არის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის დემონსტრირება. ალიანსის ტერიტორიის დასაცავად, კანადური CF-18 ასევე მხარს უჭერს მრავალ ოპერატიულ ფრენას, სასწავლო აქტივობას და წვრთნებს. დეკემბრიდან  იტალიის საჰაერო ძალები შეასრულებენ ვალდებულებებს, მისი საბრძოლო თვითმფრინავები მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან გაფრინდებიან“, - იუწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ასევე გაეცანით NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია  

კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლა იყო. არის მსხვერპლი

კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავად თავდამსხმელს კი პოლიციამ ესროლა. ამის შესახებ AP იტყობინება. „საშინელი სურათია. ექვსი გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია [სროლაში - რედ.] დანარჩენი ხუთი მსხვერპლია“, - განაცხადა იორკის რეგიონული პოლიციის უფროსმა ჯეიმს მაკსვინმა. მისი თქმით, მეშვიდე ადამიანი, რომელსაც ეჭვმიტანილმა ესროლა, საავადმყოფოშია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.   

კანადა რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას იწყებს

კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო. ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა. კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით. მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ. „პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა. რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული. ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა. აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.  

აშშ-სა და კანდაში ყინვას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-სა და კანდაში ზამთრის შტორმსა და ყინვას სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, სტიქიის გამო, ათი ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი აშშ-ში რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ფიქსირდება.  

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს

კანადა უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შეიძენს, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სამშაბათს, მექსიკაში გამართულ სამიტზე. შესაბამის ინფორმაცია ტრუდოს ოფისი ავრცელებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს. რეზნიკოვმა სატელეფონო საუბარი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან გამართა.  „დღეს მე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი ჩემს ახლო მეგობართან, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან. განვიხილეთ ძალიან კარგი ახალი ამბავი კანადიდან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის შესაძლებლობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა რეზნიკოვმა.

კანადა უკრაინას Senator-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას 200 ერთეულ Senator-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ეს დახმარება 90 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ტექნიკა უკრაინას დამატებითი 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ბოლო ვიზიტის დროს კანადელი მინისტრი თავის კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია კანადას გააგრძელოს უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილება. კანადამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას $1 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. „ეს დახმარება მოიცავს მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას (NASAMS) შესაბამისი საბრძოლო მასალით, 39 ერთეულ ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, M777 ჰაუბიცებითა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალებით და სხვა“, - აცხადებს კანადის მთავრობა.   

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ ქვეყნის ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მზად იქნება. არდერნი მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს 7 თებერვალს დატოვებს. ის მოელის, რომ პარტია უახლოეს მომავალში აირჩევს ახალ თავმჯდომარეს რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს. „ეს გადაწყვეტილება მე მეკუთვნოდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც ოდესმე შეიძლება, ვინმეს მიენიჭოს, მაგრამ ეს ასევე ყველაზე რთული რამ არის. შენ არ შეგიძლია და არ უნდა აკეთო საქმე, თუ არ გაქვს ცოტა რეზერვი დაუგეგმავი და მოულოდნელი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა ჯასინდა არდენმა პრესკონფერენციაზე. არდერნი 2017 წელს 37 წლის ასაკში გახდა პრემიერ-მინსიტრი და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო. 2020 წელს კი, მეორე ვადით აირჩიეს.  

კანადიდან უკრაინაში პირველი Leopard-2-ის ტიპის ტანკები გაიგზავნა

კანადიდან უკრაინაში პირველი ლეოპარდები გაიგზავნა.  ინფორმაციასა და ფოტოებს Twitter-ზე კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ავრცელებს. „კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, წერს ანიტა ანანდი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ კანადამ უკრაინისთვის 4 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ 26 იანვარს განაცხადა.  

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსულ დეზინფორმაციასთან

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. „პუტინის ომი უკრაინაში ეფუძნება ტყუილსა და სიცრუეს“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში. როგორც ცნობილია, „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ლარისა დოლინა, დიმა ბილანი, ირინა ალეგროვა, იუმორისტი მიხაილ გალუსტიანი და ა.შ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარკინ პრჟიდაჩმა გააკეთა. „ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და ჩამოვა პოლონეთში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჯო ბაიდენი 24 თებერვალს შესაძლოა, ევროპას ეწვიოს მისივე თქმით, მიმდინარეობს მზადება ვიზიტისთვის, რომელიც „პასუხობს როგორც თეთრი სახლის, ასევე, პოლონური მხარის მოლოდინებს“. „მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა.  

კანადა უკრაინას დამატებით $5,6 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 7,5 მილიონს CAD (5,6 მილიონი დოლარი) გადასცემს განაღმვისთვის. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის კიევში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ჯოლი გათავისუფლებული რეგიონების რეკონსტრუქციის, ტერიტორიების განაღმვისა და რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხების განსახილველად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს შეხვდა. მანამდე, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა 6 თებერვალს გააზიარა პოლონეთში ჩასული პირველი ტანკის ამსახველი მასალა. უკრაინელმა ჯარებმა  გერმანული წარმოების მანქანის მართვის მიზნით სწავლება უკვე დაიწყეს.  

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა.  კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც ელექტრო მრეწველობაში გამოიყენება. ასევე შეზღუდა რუსული შეიარაღების იმპორტი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

კანადა რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსული ნავთობისა და გაზის ფასის ზედა ზღვარი. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ვერ დააფინანსოს ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით,“- განაცხადა კანადის ვიცე-პრემიერმა, კრისტია ფრილანდმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი. ბოლო გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ შეიყვანეს რვა ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სამართალდამცავი ძალების მაღალჩინოსნები არიან. მათ სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევებისთვის. ასევე სანქცირებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართული არიან ირანში დრონებისა და ბალისტიკური რეკეტების წარმოებაში. კერძოდ, შეზუდვები შეეხო კომპანია Qods Aviation Industries-ის აღმასრულებელ დირექტორს, გასემ დამავნდიანს და აეროკოსმოსური სამრეწველო ორგანზიაციის დირექტორს, ნადერ ხუნ სიავაშს. ბოლო მონაცემებით, კანადას სანქციები აქვს დაწესებული ირანის 147 ფიზიკური და 191 იურიდიული პირის წინააღმდეგ.  

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

კანადა უკრაინას ათიათასობით მცირე ზომის იარაღს და რამდენიმე მილიონ ვაზნას გაუგზავნის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სამშაბათს, 11 აპრილს, ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანადის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან უკრაინაში გაიგზავნება 21 000 თავდასხმის თოფი, 38 ტყვიამფრქვევი და 2,4 მილიონზე მეტი ტყვია. გარდა ამისა, კანადამ გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, სანქციების სიაშია 14 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი. კანადა ასევე აწესებს სანქციებს ბელორუსის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ცხრა სუბიექტის მიმართ. უკრაინის პრემიერი დენის შმგალი 11 აპრილს კანადაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ტრუდოსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლისთან და ფინანსთა მინისტრ კრისტია ფრილენდთან.  

უკრაინა ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავს კანადიდან შეიძენს

Energoatom კანადის Cameco-სთან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე შეთანხმდა. საწვავი გამოყენებული იქნება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ოფისში განაცხადეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის კანადაში ვიზიტის დროს, კომპანია Cameco-მ და უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Energoatom-მა გააფორმეს ძირითადი მიწოდების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, Cameco 2035 წლამდე უკრაინის ბირთვული საწვავის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ურანს მიაწვდის.    

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა რამშტაინის ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა. ახალი პაკეტი 40 სნაიპერულ შაშხანას და 16 რადიოსადგურს მოიცავს. კანადის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ Leopard 2-ის ტიპის რვა საბრძოლო ტანკი, რომლებიც კანადამ უკრაინას გადასცა, უკვე პოლონეთშია. კანადური Leopard 2-ის ტანკების პირველი პარტია პოლონეთში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, სადაც ისინი უკრაინელი ჯარისკაცების სწავლებისთვის გამოიყენეს.  

კანადამ ჩინელი დიპლომატი გააძევა

კანადის მთავრობამ ჩინელი დიპლომატი, ჟაო ვეი გააძევა, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის დაშინების სქემაში მონაწილეობდა. ჩინეთს ბრალად ედება ჰონგ-კონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ, რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ოტავაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევებას გმობს და საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციისთვის, ოტავის მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომელიც გამოცემა Globe and Mail-ში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.  

კანადა და პოლონეთი ითხოვენ, რომ საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობას მოხმარდეს

საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ნათქვამია კანადის ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის კრისტია ფრილანდის ოფისის მიერ პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვიცე-პრემიერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გააგრძელონ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაზე, მათ შორის შემდგომი სანქციების და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის აღდგენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. იცე-პრემიერმა ფრილანდიმ მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერ ბლაშჩაკს პოლონეთის ლიდერობისთვის და უკრაინისადმი მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა გაიმეორეს მათი მტკიცე ვალდებულება, გააგრძელონ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა გამარჯვებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

კანადა და ლატვია უკრაინელ ოფიცრებს მოამზადებენ

კანადა და ლატვია უკრაინელი ოფიცრებისთვის სწავლებას გამართავენ. სწავლება ლიდერობის უნარების განვითარებაზე იქნება მიმართული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელი უმცროსი ოფიცრები შეისწავლიან დაგეგმვისა და ბრძანებების გაცემის პროცესს, მანევრების კოორდინაციას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას, დაგეგმვასა და აღსრულებას. ანიტა ანანდის განცხადებით, კანადამ უკვე ჩაატარა სწავლება 36 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცისთვის და ამ ახალი პროგრამის წყალობით, ის კიდევ უფრო მეტს მოამზადებს. „15 მაისიდან, კანადა და ლატვია ერთობლივად მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ლატვიის ტერიტორიაზე. კანადისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების პარტნიორობით, ჩავატარებთ სწავლებას, რათა განვავითაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის ლიდერული უნარები“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.    

კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.   Canadian Press-ის ცნობით, ზომები ამოქმედდება რუსეთის 70-ზე მეტი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

კანადაში, ტყის მასშტაბური ხანძარია

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში დაახლოებით 2 700 მეხანძრე, მათ შორის ამერიკელი და კანადელი მაშველები და კანადის სამხედრო პერსონალია ჩართული. კანადის ხელისუფლებამ მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა. ალბერტის პროვინციის დაახლოებით ათი ათასი მცხოვრები სახლებიდან ევაკუირებულია, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო.  

კანადა და საუდის არაბეთი 2018 წლის დავის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

კანადა და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, აღადგინონ სრული დიპლომატიური კავშირები და დანიშნონ ახალი ელჩები. ამის შესახებ ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც, მუჰამედ ბინ სალმანსა და ქვეყნის პრემიერ, ჯასტინ ტრუდოს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა. 2018 წლის დაპირისპირება თარიღდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე, რაც კანადამ და დასავლეთის ყველა ქვეყანამ დაგმეს. ქვეყებს შორის დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის საელჩომ რიადში გამოაქვეყნა „ტვიტი“ არაბულ ენაზე, რომლითაც ქალთა უფლებების დამცველების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.  

კანადა უკრაინას საზენიტო რაკეტებს უგზავნის

მალე უკრაინა კანადიდან მოკლე რადიუსის რაკეტების პარტიას მიიღებს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანადის შეიარაღებული ძალების ცნობით, კანადა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს 43 AIM-9 ტიპის რაკეტას თავისი არმიის მარაგიდან. გარდა ამისა, კანადა გააფართოვებს უკრაინელი სამხედრო მედიკოსების მომზადებას პოლონეთში, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, კანადელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს 2015 წლიდან ამზადებენ თანამედროვე საბრძოლო უნარებში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინა, რამდენიმე თვეში განაახლეს უკრაინელი რეკრუტების მომზადება დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში. ჯამში კურსი 36000-ზე მეტმა უკრაინელმა გაიარა.  

კანადაში ხანძრის გამო 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, სტიქიამ პროვინციაში ათობით სახლი გაანადგურა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებებიდან 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაციის ბრძანება ასევე გაიცა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში. მისი თქმით, კანადის მთავრობა ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს და სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.  

კანადამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში ორმხრივ შეხვედრაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი და განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. „დღეს, ჩვენს ერთობლივ განცხადებაში დავაფიქსირეთ კანადის მხარდაჭერა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისადმი“, - წერს თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, იგორ ჟოვკვას თქმით, კანადა მე-20 სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი. „კანადა სრულად უჭერს მხარს NATO-უკრაინის საბჭოს, როგორც ადგილს შემდგომი თანამშრომლობის გაზრდისა და გაფართოებისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინის წინსვლას ევროატლანტიკური ოჯახისკენ, ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად, და მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს“, - წერია დოკუმენტში. ამავე დეკლარაციით, უკრაინა და კანადა თანხმდებიან რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე შემდგომი სანქციების გზით, რათა შეასუსტონ რუსეთის უნარი, გააგრძელოს აგრესიის უკანონო ომი.ცნობისათვის, კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც  სანქცირებული პირების ან ორგანიზაციებისთვის საკუთრების ჩამორთმევისა და კონფისკაციის მიმართულებით წამოიწყო პროცესი.    

კანადა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში მონაწილეებს სანქციებს უწესებს

კანადა, რუსეთის აგრესიის კონტექსტში უკრაინის კულტურული ძეგლების, დაწესებულებებისა და იდენტობის ნგრევაში მონაწილე რიგ ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებ სანქციებს უწესებს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინული კულტურული ძეგლები, ინსტიტუტები და იდენტობა. თავის მხრივ, კანადის მთავრობის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათასობით უკრაინული კულტურული არტეფაქტია დაკარგული ან მოპარული რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მანამდე კი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობის დროს. „უკრაინის იდენტობის წაშლის მცდელობისას, რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ გამოიტანა არტეფაქტები უკრაინიდან და დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - იუწყება კანადის მთავრობა. მისივე თანახმად, კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ უკრაინული კულტურული ობიექტების ქურდობასთან დაკავშირებულ პირებს. სანქცირებული პირების სიაში შედიან უკრაინელებიც, რომლებიც მუშაობენ მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ცენტრებში და თანამშრომლობდნენ რუსეთთან. სანქციები ასევე მოიცავს ახლად შექმნილ სუბიექტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიცაა, ე.წ. განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ასევე, ზომები შეეხება კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს და სუბიექტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. შეგახსენებთ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი უკრაინაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდნენ. ეს ტრუდოს მეორე ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.  

კანადა ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას გეგმავს

კანადის ხელისუფლება NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას აპირებს, განაცხადა ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯავშანტექნიკის განთავსება შემოდგომისთვის იგეგმება. „მე ვაცხადებ, რომ კანადა განათავსებს 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკს, ასევე დამხმარე პერსონალს და აღჭურვილობას ლატვიაში“, - აღნიშნა კანადის თავდაცვის მინისტრმა.  კანადა ლატვიაში თავისი ყოფნის გაზრდის პროცესშია, სადაც მის შეიარაღებული ძალებს 800 წევრი ჰყავს. ლატვიაში საბრძოლო ჯგუფი 11 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.  

უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ კანადა უმასპინძლებს უკრაინელ კადეტებს სამეფო სამხედრო კოლეჯში ინტენსიურ სამკვირიან ტრენინგზე უმასპინძლებს. „პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინელები, მაგრამ ის ვერ შეძლებს, რადგან ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდებათ და სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ტრუდომ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლატვიაში უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო მისიის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 40 000 სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალი მომზადდა.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი  გამოაცხადა, რომლითაც 39 ფიზიკური და 25 იურიდიული პირის მიმართ შემაკავებელ ზომებს აწესებს. საუბარია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერებზე, მათ შორის „ვაგნერის“ წევრებზე, რომლებიც აქტიურობდნენ როგორც უკრაინაში, ასევე აფრიკაში, მათ შორის ივან მასლოვი, „ვაგნერ“ ჯგუფის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც ხელი შეუწყო 2022 წლის მარტში, მალიში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას,“ - იუწყება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსთან დაკავშირებულ 20 ფიზიკურ პირსა და 21 სუბიექტს, ასევე, 19 ადამიანს და 4 სუბიექტს რუსეთის კულტურული და საგანმანათლებლო სექტორიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კანადა აწესებს სანქციებს რუსეთის ბირთვული სექტორის ლიდერების წინააღმდეგ, რათა კრემლზე ზეწოლა გაზარდოს.   2014 წლის დასაწყისიდან კანადამ რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, 2600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ეს პირები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უწყობდნენ ხელს.

რუსი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, კანადამ რუსეთის სასამართლოებს სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა პარასკევს გამოაცხადა სანქციები 15 რუსი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის წინააღმდეგ, რის მიზეზადაც პოლიტიკური ოპონენტების და კრემლის რეჟიმის კრიტიკოსების დევნას ასახელებს. პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალადობის მზარდი დონის საპასუხოდ, სანქციები რიგი ინსტიტუციების მიმართ ამოქმედდა, რადგან რუსეთი განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსნებს, ასევე სამ სასამართლოს, მათ შორის მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ვლადიმერ კარა-მურზასა და ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესებში. სანქცირებული პირები და სუბიექტები არიან რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ფედერალური სასამართლოები, მათ შორის ცნობილი ბასმანის რაიონული სასამართლო -  ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ვლადიმერ კარა-მურზას და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ამ სანქციების დაწესებით, კანადა, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოქმედებს. მთლიანობაში, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 2600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. ცნობისთვის, აშშ-მ 17 აგვისტოს დაწუსა სანქციები რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, 2020 წელს მონაწილეობდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხ მოქალაქეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (FSB).  

კანადაში, ტყის ხანძრის გამო, 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციას გეგმავენ

BBC-ის ცნობით, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის თქმით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების გამოწვევის რისკებს ზრდის.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოთხშაბათს ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. სანქციები 4 რუსი ფიზიკური პირისა და 29 სუბიექტის წინააღმდეგ ამოქმედდება. საუბარია სამხედრო, მრეწველობის, ფინანსთა და ბირთვულ სექტორებზე. ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან. კანადის მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი სანქციების ზუსტი ჩამონათვალი, ამიტომ, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვის ეხება ეს ზომები.

იაპონიის საზღვაო ძალები აშშ-სა და კანადასთან ერთად, კურილის კუნძულებთან წვრთნებს პირველად ატარებს

პირველად იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები (MSDF) აშშ-სა და კანადის საზღვაო ფლოტებთან ერთად, წვრთნებს კურილის კუნძულების სანაპიროებთან ატარებს. იაპონური პრესის ცნობით, წვრთნების მიზანია, წარმოაჩინოს იაპონიის ერთიანობა მოკავშირეებთან პოტენციური რუსული საფრთხის ფონზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც MSDF-ის გემი კურილის კუნძულებთან წვრთნებში ერთვება. იაპონიის საზღვაო ძალების პრესრელიზში ნათქვამია, რომ იაპონიას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი პირობაა თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. როგორც BBC წერს, წვრთნები (Noble CHINOOK) ჰონშუს კუნძულის სამხრეთ ნაწილამდე ტარდება. წვრთნები 21 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ იაპონური საზღვაო ფლოტის ხუთი ხომალდი, მათ შორის იაპონური ფლოტის ფლაგმანი, Hyuga-ს კლასის გამანადგურებელი. შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელი Benfold, კანადამ - Halifax-ის კლასის ფრეგატები და სხვა. მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ საწვრთნელ ამოცანებზე, როგორიცაა ზედაპირული სამიზნეების ძებნა და განადგურება და ვერტმფრენების დაშვება ერთმანეთის გემებზე, იტყობინებიან წყაროები წვრთნების შტაბში. ასევე გაეცანით: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურილის კუნძულები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული  

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა  გააკეთა. მოლაპარაკებებს ერმაკი უწევს კოორდინაციას. მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გამართა. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტიანი და გახდეს გარდამავალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც დღეს უსაფრთხოების ერთადერთი ყველაზე საიმედო გარანტიაა,“ - აღნიშნა იერმაკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

კანადის პრემიერი: G7-ის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს და ამისთვის მზად არიან

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის ტემპის შესახებ კითხვის საპასუხოდ, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა „ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს [უკრაინის ომი - რედ.] ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა.“ „ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება,“ - აღნიშნავს ტრუდო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. შეგახსენებთ, უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

კანადა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად, საერთაშორისო ფონდში $24,5 მილიონს შეიტანს

კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 24,38 მილიონი აშშ დოლარს შეიტანს შემოწირულობის სახით. ამის შესახებ კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა. კანადის მიერ გადარიცხული ფული უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას მოხმარდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია. აქედან 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა.  

კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა

კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა. ოტავა იძიებს პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ინდოეთის მთავრობას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა კანადაში, სიქების აქტივისტის მკვლელობასთან. ბრალდებას ინდოეთმა აბსურდი უწოდა. „თუ ეს სიმართლე დამტკიცდება, ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ყველაზე ძირითადი წესის დარღვევა, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქვეყნები,“ - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის შემდეგ კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისის ცნობით, „ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან. „კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება,“ - აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ოტავაში ჯასტინ ტრუდო შეხვდება, რათა „დაადასტუროს კანადის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის სასტიკი აგრესიისგან“. ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტეზე: ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ  

კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს. უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული და იგი მოიცავს 50 ჯავშანმანქანას, მათ შორის სამედიცინო ევაკუაციის მანქანებს, რომლებიც კანადაში იწარმოება. ასევე, მასში შედის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის. ტრიუდომ სიტყვით გამოსვლისას შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი სიმამაცისთვის და დაამატა, რომ უკრაინა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს იცავს.“ კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა  

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლა (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სანქცირებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი. სანქციების სიაშია რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც იუნარმიას შტაბ-ბინას ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, ზელენსკი აშშ-ის შემდეგ კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.  

კანადის პარლამენტის სპიკერი გადადგა მას შემდეგ, რაც ნაცისტური კავშირების მქონე უკრაინელ ვეტერანს „გმირი" უწოდა

ენტონი როტამ კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის თანამდებობა დატოვა. 22 სექტემბერს, პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობის გამო, მან სხდომაზე 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად და გმირად წარადგინა. ჰუნკას ტაშით შეეგება დარბაზი, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც. თუმცა გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუნკა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ, უკრაინელ მოხალისეთა დივიზია „გალიციაში“(გალიჩინა) მსახურობდა. კანადის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია გვიან გახდა მისთვის ცნობილი. ამასთან, განმარტა, რომ ჰუნკას მიწვევა პირადად გადაწყვიტა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც დეპუტატებმა და არც უკრაინის დელეგაციამ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ მომხდარს პარლამენტის და ყველა კანადელის სირცხვილი უწოდა. მისი კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა კი როტას გადადგომისკენ მოუწოდა.  

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

კანადა უკრაინას 25 მილიონი კანადური დოლარის (19 მილიონი დოლარი) ზამთრის ტანსაცმელს და აღჭურვილობას, აგრეთვე, საბრძოლო მასალებსა და აირწინაღებს გადასცემს.  დახმარება კანადის სამხედრო მარაგებიდან გამოიყოფა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ბრიუსელში, რამშტეინის შეხვედრაზე განაცხადა. ზამთრის აღჭურვილობა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მიერ ივნისში გამოცხადებული 370 მილიონი დოლარის ტრანშიდან დაფინანსდება,  მოიცავს ჩექმებს, ზამთრის საძილე ტომრებს და ქალის 2000 სამხედრო ფორმას. უკრაინა ასევე მიიღებს საბრძოლო მასალას. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრამდე კანადამ უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარის სამხედრო შემოწირულობები გადასცა. კიევის მოკავშირეები ბრიუსელში იკრიბებიან უკრაინის თავდაცვის ჯგუფის შეხვედრაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რადგან ის მომავალი ზამთრისთვის ემზადება.  

41-მა კანადელმა დიპლომატმა ინდოეთი დატოვა

კანადის მიერ, სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში ინდოეთის დადანაშაულების შემდეგ, ოტავამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია. BBC-ის ცნობით, ინდოეთმა კანადას ათეულობით დიპლომატიური პერსონალის გაყვანა ორი კვირის წინ სთხოვა. ინდოეთი კანადის ბრალდებებს უარყოფს და მათ "აბსურდს" უწოდებს. კანადა-ინდოეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე გაუარესდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სექტემბერში განაცხადა, რომ ინდოეთსა და ნიჯარის მკვლელობას შორის პოტენციური კავშირის შესახებ სანდო მტკიცებულება არსებობს. ნიჯარი ორმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ესროლა. კანადის პოლიციამ მას "მიზანმიმართული თავდასხმა" უწოდა. მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად საჯარო ბრალდებისა, ტრუდომ არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა არ აპირებს ინდოეთთან განხეთქილების ესკალაციას. მან ინდოელ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.  

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რადგან არსებობს საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის გამყოფ საზღვარზე, კანადის მთავრობამ მოითხოვა [კანადის შეიარაღებული ძალების] მხარდაჭერა სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, თუ უსაფრთხოების ვითარება სწრაფად გაუარესდება და თუ კანადელების ევაკუაცია საჭირო გახდება,“ - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.  

კანადა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 ნოემბერს კანადის ქალაქ ტორონტოში უკრაინის აღმშენებლობისადმი მიძღვნილი ბიზნეს კონფერენცია გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადა-უკრაინის სავაჭრო პალატა თავის ვებგვერდზე იუწყება. „კონფერენცია აჩვენებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის, სამშენებლო/ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში,“ ნათქვამია ინფორმაციაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება EDC-, EBRD-ისა და IFC-ს მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტებზე, რითაც უკრაინაში ინვესტიციით დაინტერესებული კანადური კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.  

აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომობილის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქების შედეგად, მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა ხიდს, რასაც მოჰყვა ძლიერი აფეთქება. გამოძიებას ფედერალური ბიურო და პოლიცია აწარმოებენ. ხიდი კვეთს მდინარე ნიაგარას, ეს გზა მთავარი დამაკავშირებელია აშშ-სა და კანადას შორის.  

კანადა უკრაინას 1 მილიარდ დოლარამდე მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას თითქმის 1 მილიარდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კანადამ კიევს 10 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. კანადის მთავრობამ 2023-2026 წლებისთვის განახლებული ეკონომიკური ანგარიში წარადგინა. მითითებულ პერიოდში კანადა უკრაინის მხარდასაჭერად 1,331 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 971,5 მილიონი დოლარის) გამოყოფას გეგმავს. პროექტის მიხედვით, 2023/2024 ფინანსურ წელს უკრაინას $595 მილიონი გადაეცემა, 2024/2025 წელს - $318 მილიონი, 2025/2026 წელს - $144 მილიონი. გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადას პირველად ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან, რის შემდეგაც კანადამ უკრაინისთვის 482 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.  

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

კანადა უკრაინას 11000-ზე მეტ თავდასხმის თოფსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და რომ უკრაინას სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა საკუთარი თავის დასაცავად. „კანადა უკრაინას ჩუქნის 11000-ზე მეტ თავდასხმის თოფს და 9 მილიონზე მეტ ტყვიას,“ - აღნიშნა ტრუდომ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ უკვე გაუწია უკრაინას თავდაცვითი დახმარება თითქმის 2 მილიარდი დოლარის ოდენობით.  

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა აპირებენ, შექმნან "საერთო ინტერესთა ჯგუფი უკრაინისთვის" (CIG4U) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის აღდგენისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას. ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი დერკაჩმა განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული მატერიალური საჭიროებების მხარდაჭერა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის ანალიტიკური მხარდაჭერა. პირველი პროექტები მიმართული იქნება უკრაინაში საგზაო და სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაზე.  

ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის “გადაცემა“ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს - კანადის ელჩი

კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. „კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას," ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში.  

კანადამ და იტალიამ უკრაინის შემდგომი დახმარების აუცილებლობა განიხილეს

კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მელანი ჯოლიმ და ანტონიო ტაიანმა რუსული აგრესიის შეკავებაში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მელანი ჯოლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა და ჩვენი შესაბამისი ჩართულობა ინდო-წყნარ ოკეანეში,“ - განაცხადა მინისტრმა. როგორც ცნობილია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადა უკრაინას თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უწევს. გასული წლის დასაწყისიდან კანადის სხვადასხვა სახის დახმარებამ უკრაინისთვის, მათ შორის, ჰუმანიტარულმა და ფინანსურმა დახმარებამ, 7,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.  

კანადა Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის უკრაინელ სამხედროებს წვრთნის

კანადის შეიარაღებულმა ძალები უკრაინელებს Leopard 2-ის ტიპის ტანკების გამოყენებაში წვრთნიან. სამი როტაციის განმავლობაში დაახლოებით 190-მა უკრაინელი სამხედრომ გაიარა სწავლება.  შესაბამისი ფოტოები კანადურმა მხარემ X-ზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, კანადის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლიდან მოყოლებული 39000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინის ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე თვეში წვრთნა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ლატვიაში განახლდა.  

კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ნიშნავს - ტრუდო

კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. კანადის პრემიერის თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება. „გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს,” - განაცხადა ტრუდომ. მანვე აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე აშშ-ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს. ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.  

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის და F-16-ებზე უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს

კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. კანადელი ინსტრუქტორები ასევე ჩაერთვებიან F-16-ის გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ტრენინგი 2025 წლამდე გაგრძელდება. დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შეიცავს 10 ხისტი კორპუსის გასაბერ ნავს Zodiac Hurricane Technologies-ისგან. ეს გემები დაეხმარებიან უკრაინას სამაშველო ოპერაციებში, ასევე ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში, მეთვალყურეობასა და დაზვერვაში. გარდა ამისა, კანადა უზრუნველყოფს უკრაინელი სამხედროების მომზადებას ამ კატარღებზე. მოსალოდნელია, რომ უკრაინა გემებს 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე მიიღებს. კანადის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდება ჯავშანტექნიკის კოალიციას და ფორმატის მონაწილეების მიერ შექმნილ უკრაინის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნის დროს ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა

კანადამ და ევროკავშირის ოთმა ქვეყანამ გამოავლინა ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო საქონელი არალეგალურად შეჰქონდა. Eurojust-მა და Europol-მა ნიდერლანდების, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის და კანადის ერთობლივ გამოძიებას მხარი დაუჭირეს. სამართალდამცველებმა ევროკავშირის ოთხი ქვეყნიდან და კანადიდან, სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის გამო, ეს ტექნოლოგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ასეთი ექსპორტი უკანონოდ ითვლება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს წარმოადგენდა. მთავრობის მომლაპარაკებელთა ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.  „კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები. მოლაპარაკებების მორიგი მე-8 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

კანადა და უკრაინა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად კოალიციას ქმნიან

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი კიევში ჩავიდა. მან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად, კოალიციის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. კანადელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს წაართვეს საკუთარი ენა. „ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება, რომ გაუფერულდეს, რადგან ეს კაცობრიობის საკითხია და სწორედ ამიტომ დღეს, კანადა და უკრაინა შექმნიან კოალიციას რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯოლის თქმით, კანადა სხვა ქვეყნების ინფორმირებას მოახდენს, მათ შორის, გაესაუბრება მექსიკას, ბრაზილიას, კატარსა და სხვა ქვეყნებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმუშავებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს. სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.  

კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ასახავს, თუ როგორ ამზადებენ მათი ინსტრუქტორები უკრაინელ დამცველებს, განაღმვის და საინჟინრო უნარების გამოყენებისთვის. „კანადელი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასწავლიან სპეციალიზებულ უნარებს, როგორიცაა, საინჟინრო დაზვერვა, დაბრკოლებების გარღვევა და განაღმვის ოპერაციები,“ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, 2015 წლიდან კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს.  

კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადა გაზაფხულისთვის უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გააგზავნის. მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში. „მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც," - განაცხადა კანადელმა მინისტრმა. როგორც ბილ ბლერმა აღნიშნა, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.  

კანადა უკრაინის საბრძოლო მასალისთვის 23 მილიონ დოლარს გამოყოფს - მედია

კანადა ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივას შეუერთდება და 30 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 23 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინისთვის, საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Ukrinform-ი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. „კანადამ გამოაცხადა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივას და ათობით ათასი საარტილერიო ჭურვი სხვადასხვა უკრაინაში გაგზავნოს. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტებულია, თავდაცვის წყაროები ამბობენ, რომ ფედერალურ მთავრობას 30 მილიონი დოლარის წვლილის შეტანა შეუძლია,“ - ნათქვამია მოხსენებაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ის შეთანხმდა დანიასთან, ნიდერლანდებთან და კანადასთან, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინის საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მოსაძიებლად მთელ მსოფლიოში.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადა სანქციებს კიდევ 10 ადამიანს და 153 დამატებით რუსულ კომპანიას. CBC-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, სანქციები შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით გამოაცხადა. შეგახსენებთ, აშშ-მ რუსეთის მიერ, 2022 წლის 24 თებერვალს ომის წამოწყების შემდეგ, დღეს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.  

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. უკრაინში 23 თებერვალს ჩავიდა დანიის პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება კიდევ სამ სახელმწიფოსთან გააფორმა

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა  

კანადა მზადაა, უკრაინული ჯარისკაცების გასაწვრთნელად, ქვეყანაში სამხედროები გაგზავნოს

კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი განთავსდება ფრონტის ხაზის მოშორებით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა. მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. მინისტრის თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში - ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა. რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას  

კანადა რუსული ბრილიანტის იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს

კანადის მთავრობის განცხადებით, კანადა აწესებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთიდან რუსული ბრილიანტებისა და სამკაულების იმპორტზე, რაც ეხება 1 კარატსა და მეტი წონის სამკაულს. კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში უხეში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წარმოება 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. რუსეთის ფედერაცია ასევე არის ბრილიანტისა და ალმასის პროდუქტების მნიშვნელოვანი გლობალური ექსპორტიორი, მისი მთლიანი ექსპორტის ღირებულება იმავე 2022 წელს დაახლოებით 5,2 მილიარდ დოლარს აღემატება. „ეს ნაბიჯი ემთხვევა G7-ის ლიდერების მიერ 2023 წლის თებერვალში, მაისსა და დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს, რომ „შეზღუდონ პუტინის რეჟიმის შემოსავალი რუსეთიდან არაინდუსტრიული ალმასის ექსპორტიდან“, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა 6 დეკემბერს ვირტუალური სამიტის შედეგების შემდეგ გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, დაწესდეს შეზღუდვები რუსული წარმოების ბრილიანტებზე. 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის, G7-ის ქვეყნები, რომლებიც უხეში ალმასის მთავარი იმპორტიორები არიან, შექმნიან მექანიზმს უხეში ალმასის შემოწმებისა და სერტიფიცირებისთვის და ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლიან მწარმოებელ ქვეყნებთან და პარტნიორებთან.  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ქვეშ მოექცა ექვსი თანამდებობის პირი, პროკურატურიდან, ასევე სასამართლოდან. სანქციები დაუწესდა იმ ციხის წარმომადგენლებს, სადაც ნავლნი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.  

კანადა უკრაინის მხარდასაჭერად, „დრონების კოალიციას“ უერთდება

კანადა შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინის დასახმარებლად, უპილოტო საფრენი აპარატების კოალიციის შექმნას ითვალისწინებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიზნით, მინისტრმა ბლერმა განაცხადა, რომ კანადა შეუერთდება კოალიციას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ ლატვია და გაერთიანებული სამეფო. კანადა გააგრძელებს უკრაინისთვის შესაძლებლობების გაზრდის გზების ძიებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ქალთა უფლებების დარღვევის გამო, კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ ირანის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დარღვევის გამო, სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების სიაში დაემატა ორი მაღალი რანგის ირანელი წარმომადგენელი. „ახალი ზომები გამოიყენება ორი პირის მიმართ ირანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობის გამო. სანქციების სიას თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი მასუდ დოროსტი დაემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის გამო. სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი პარლამენტარი ზოჰრენ ელაია მოძრაობა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" მონაწილე მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერის გამო. ამ ორმა ადამიანმა გამოიყენა თავისი გავლენები ირანში ქალებისა და გოგონების მიმართ რეპრესიების მოწოდების, ან ჩადენის მიზნით," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს კანადის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მე-17 პაკეტია. ამ დროისთვის სანქცირებული პირების საერთო რაოდენობა 153-ს შეადგენს. ასევე სანქციების ქვეშაა 87 ირანული კომპანია და ორგანიზაცია.  

კანადელი სამხედროები ფარული ნაღმების აღმოსაჩენად უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებენ

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, თუ როგორ ამზადებენ ქვეყნის სამხედროები უკრაინელ დამცველებს ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ კანადური სასწავლო მისიის UNIFIER-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში კანადის სამხედრო პერსონალმა 2015 წლიდან 40000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინის ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე თვეში სწავლება დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ლატვიაში განახლდა.  

კანადა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად $40 მილიონს გამოყოფს

კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას ისახავს მიზნად. შესაბამისი განცხადება კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა გააკეთა. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. „ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა,“ – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

კანადამ ისრაელში იარაღის ექსპორტი შეაჩერა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. მანამდე კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს "ისტორია მკაცრად განსჯის." კანადა, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა, რომელიც ისრაელს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას უწევდა. „ადგილზე არსებული ვითარებიდა გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი,“ განუცხადა კანადელმა ოფიციალურმა წყარომ AFP-ს ანონიმურობის პირობით. „იანვრის შემდეგ ექსპორტი არ განხორციელებულა,“ დასძინა მთავრობის წყარომ.

კანადამ უკრაინას $1.5 მილიარდი გამოუყო

უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. შმიგალის თქმით, თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში. „მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან,“ - წერს შმიგალი.   უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.  

კანადა უკრაინაში SkyRanger-ის ტიპის მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნას იწყებს

კანადა 450ერთეული SkyRanger-ის ტიპის მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატის უკრაინაში გადაცემას უკვე ამ ზაფხულს დაიწყებს, ხოლო ლიეტუვა FPV თვითმფრინავებისთვის 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავების კოალიციის ლიდერთა ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე უკრაინამ თავის პარტნიორებს გააცნო ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და მტრის თავდასხმების მოგერიების გადაუდებელი აუცილებლობა. გადაწყდა, რომ კანადა ამ ზაფხულს დაიწყებდა 450 SkyRanger-ის მრავალფუნქციური საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, ხოლო ლიეტუვა თავის მხრივ, 3 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის FPV-ის თვითმფრინავების წარმოებისთვის. გერმანია ასევე გადასცემს უკრაინას VECTOR 211-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს.  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ

დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ზომები დრონებით ვაჭრობასა და მათ წარმოებას შეეხება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იყოს გამოყენებული. კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა. 14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.  

კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის $2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 3 მილიონ კანადურ დოლარს (2,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტს) გამოუყოფს.  "რამშტეინის" შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინას გადასცემს კიდევ 100 Teledyne FLIR თვითმფრინავს, რომელთა მიწოდებაც მაისში დაიწყება.  

კანადა უკრაინას ACSV 8x8-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის

კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ უკრაინა ზაფხულის დასაწყისში 50 ACSV 8x8-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. ამ APC-ებისთვის თანხები ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში გამოიყო. ბლერის თქმით, ჯავშანტექნიკა ზაფხულის დასაწყისში გერმანიაში გაიგზავნება, სადაც მათ უკრაინელი სამხედროები გაეცნობიან. შემდგომში, ჯარისკაცები შესაბამის სწავლებას გაივლიან. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი გერმანიაში ზაფხულის დასაწყისში იქნება, ის უკრაინაში მიმდინარე წლის შემოდგომამდე ვერ მიაღწევს. ეს იქნება პირველი 10 APC - 50-დან, რისთვისაც კანადამ $650 მილიონი 2023 წლის სექტემბერში გამოყო. ამ APC-ების საბოლოო პარტიის გაგზავნა უკრაინაში 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. APC შექმნილია ჯარის/ტვირთის, სასწრაფო დახმარების მანქანების, სამეთაურო პუნქტების, ინჟინრების, ელექტრონული ომის, ტექნიკური აღდგენისა და მობილური სარემონტო ჯგუფების ტრანსპორტირებისთვის. მოდერნიზაციის შემდეგ მანქანის დაცვა გაძლიერდა და ახლა შეუძლია, 14,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ტყვიებს ყველა მხრიდან გაუძლოს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კანადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარებას უწევს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, კანადის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ხუთწლიანი პაკეტისთვის 1,6 მილიარდი დოლარი გამოყო. გარდა ამისა, რამშტეინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინაში დრონებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდების დასაფინანსებლად,  დამატებითი თანხები გამოყო.  

კანადა უკრაინას უფლებას აძლევს, მის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ კანადის მიერ მოწოდებული ტანკები და ჯავშანტექნიკა. „კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას,“ განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ანდრე-ენ პულინმა. მისი თქმით, რომ უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს.“ ცნობისთვის, კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4 ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე, რამდენიმე M-777-ის ჰაუბიცა. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანული იარაღი შეიძლება, გამოიყენონ უკრაინულმა ძალებმა რუსეთში ოპერაციების დროს, მაგრამ შეზღუდვები რჩება შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებაზე. უკრაინამ კიევის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში კომენდანტი დანიშნა  

კანადა მოლდოვას 120 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს

კანადა მოლდოვას 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს. სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოლდოვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და კანადას შორის დღეს მოხდა. თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფინანსებლად და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული პროგრამის „მოლდოვაში ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერის ოპერაციების განვითარების პოლიტიკის“ განხორციელებისათვის. სესხის დაფარვის ვადა 10 წელია, სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ჩათვლით. ხელშეკრულებას 2024 წლის 6 სექტემბერს მოეწერა ხელი.