თეგი: კანდიდატი
ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი
საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს და განცხადების პროექტს აქვეყნებს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი "პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადების პროექტში. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტური, ოთხმა პრეტენდენტმა გადალახა
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტურის შედეგების მიხედვით, არჩევნების ბოლო ტურში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი მიიღებს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 1922 წლის საპროცესო კომიტეტის ხელმძღვანელის, სერ გრეჰემ ბრედის თქმით, კენჭისყრაში კონსერვატიული პარტიის 387 დეპუტატმა ხმა მისცა შესაძლო 388-დან. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ტურში გადავიდნენ: თანასწორობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი მინისტრი კამი ბადენოჩი (58 ხმა); სავაჭრო პოლიტიკის უმცროსი მინისტრი პენი მორდაუნტი (82); ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი (115); საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (71). თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა შერჩეული კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდატმა ყველაზე ნაკლები - 31 ხმა მიიღო და რბოლას გამოეთიშა. კენჭისყრის მეოთხე ტური სამშაბათს 17:00 საათზე გაიმართება. რომლის დროსაც ორი ფინალისტი შეირჩევა. ხუთშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი შესვენებას აცხადებს. ამ დროის განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოსტით კენჭს უყრიან ახალი ლიდერის არჩევას. შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.
7 მითი და ფაქტი “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაზე”
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს ETIAS-ის ავტორიზაცია სჭირდებათ. რას ნიშნავს ეს სისტემა და რა მითები ვრცელდება მის შესახებ. ფართოდ გავრცელებულ 7 მიტსა და ფაქტს ჩამონათვალში გაეცნობით - პირველი წინადადება, რომელიც წითლად არის მონიშნული, არასწორ ცნობას შეიცავს, მეორე კი, შესაბამისად - რეალობას. #1 ❌ ETIAS აუცილებელია შენგენის 27 ქვეყანაში სამოგზაუროდ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს დასჭირდებათ “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) მოქმედი ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად. მათ შორისაა შენგენის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსი. ევროპის ქვეყნების სრული სია, რომლებიც ETIAS-ს ითხოვენ. #2 ❌ETIAS არის ახალი ვიზა 60 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მანამდე ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებოდათ. ✅ ETIAS არ არის ვიზა. მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ვიზაზე განაცხადის შეტანისგან განსხვავებით, მოგზაურებს შეეძლებათ ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ონლაინ შევსება, განაცხადის შესატანად არ არის საჭირო საკონსულოში წასვლა და განაცხადის პროცესის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება. ETIAS-ის ავტორიზაცია საშუალებას აძლევს მოგზაურებს შევიდნენ და დარჩნენ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის (90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) ETIAS-ს მოითხოვენ. ის არ აძლევს განმცხადებლებს უფლებას ისწავლონ, იმუშაონ ან ხანგრძლივი ვადით დარჩნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეები, ვისაც ETIAS-ის ავტორიზაცია მოეთხოვებათ, აპირებენ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევროპულ ქვეყანაში დარჩენას, მუშაობის, სწავლის ან ცხოვრების მიზნით, დიდი ალბათობით მათ გრძელვადიანი ვიზა დასჭირდებათ. შეიტყვეთ მეტი, თუ ვინ უნდა შეიტანოს განაცხადი ETIAS-ის მისაღებად. #3 ❌ არსებობს მრავალი ვებგვერდი, რომელიც ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ✅ ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი არსებობს: travel-europe.europa.eu/etias ასევე არსებობს მრავალი არაოფიციალური ვებსაიტი, რომლებსაც კომერციული შუამავლები მართავენ. მას შემდეგ, რაც 2025 წელს ETIAS-ი ამოქმედდება, კომერციული შუამავლები ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი კლიენტების სახელით განაცხადები შეიტანონ. ETIAS-ის რეგულაციების მიხედვით ნებადართულია სხვების სახელით განაცხადების შეტანა, მაგრამ უფრთხილდით თაღლითებს! წაიკითხეთ მეტი ETIAS-ის არაოფიციალური ვებგვერდების შესახებ. #4 ❌ ETIAS 5 წლის განმავლობაში მოქმედებს. ✅ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება. #5 ❌ ETIAS-ის განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში მოგზაურებს მის სანაცვლოდ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურები ვერ შეიტანენ განაცხადს ვიზაზე ETIAS-ის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვიზა და ETIAS არის სხვადასხვა ტიპის ავტორიზაცია, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურთათვის. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს არ აქვს ETIAS მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაცია, მას არ ექნება უფლება გადაკვეთოს გარე საზღვრები ევროპის ქვეყნებისა, სადაც ETIAS არის საჭირო. შეიტყვეთ მეტი, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს განაცხადზე უარს მიიღებთ. #6 ❌ ETIAS-ზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ 18-70 წლამდე ასაკის ადამიანებს სჭირდებათ. ✅ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია. ამასთან, განმცხადებლები, რომლებიც არიან 18 წლამდე ან 70 წელზე მეტი ასაკის, თავისუფლდებიან განაცხადის შეტანის საფასურის - 7 ევროს გადახდისგან. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ETIAS განაცხადის საფასურის შესახებ. #7 ❌ ETIAS-ზე განაცხადის შეტანისას, განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. ✅ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა საჭირო არ არის. განაცხადის ფორმის შევსებისას მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის მისამართი, საპასპორტო მონაცემები, დასაქმება და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებ. წაიკითხეთ მეტი, თუ რა არის საჭირო ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის. წყარო - ევროკავშირის წარმომადგენლობა