თეგი: კანონი
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ნოტარიუსის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, ცვლილებებით, ეს ასაკი – 70 წლამდე გაიზრდება. მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს არაუმეტეს – ხუთი წლით. „კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე”, – განმარტავს მთავრობა.
ახალი კანონის საპასუხოდ, BBC რუსეთში მუშაობას დროებით წყვეტს
რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. BBC და Deutsche Welle შეიზღუდა. BBC-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორპორაცია რუსეთში BBC-ის ყველა ჟურნალისტის მუშაობას მიღებული კანონის საპასუხოდ შეაჩერებს. „ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებს ტიმ დევი. რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს. აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.
მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების რეტრანსლირებას კრძალავს
მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გადაცემების რეტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან კრძალავს, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker. ეს კანონი რუსული ტელეარხების გადაცემებსაც შეეხება. მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა რადუ მარიანმა დააკონკრეტა, რომ აკრძალულია სატელევიზიო და რადიო გადაცემების საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები. კერძოდ, აკრძალულია დეზინფორმაციის, სამხედრო აგრესიის პროპაგანდის, ექსტრემისტული ან ტერორისტული შინაარსის შემცველი მაუწყებლობა, აგრეთვე ყალბი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამონაკლისი იქნება ფილმების, მუსიკისა და გასართობი გადაცემების [რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი] რეტრანსლირების დაშვება. კანონის დარღვევა ისჯება 100 000 ლეის (5200 დოლარზე მეტი) ჯარიმით, ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებით შეჩერება. NewsMaker-ის ცნობით, ამავდროულად, კანონპროექტიდან ამოიღეს ის დებულებები, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იწვევდა. კერძოდ, დებულება, რომლის თანახმადაც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დაბლოკვის უფლებამოსილება ენიჭებოდა.
ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ბაიდენის განცხადებით, ხელმოწერილი კანონი "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, თუმცა კომპრომისის გამო ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც თავად სურდა. ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ. ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
პუტინმა უცხოელი აგენტების შესახებ, ახალ კანონს მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, ხელი მოაწეერა. კანონი მანამდე სახელმწიფო სათათბიროს მიერ იყო მიღებული, ხოლო შემდგომ ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. ახალი კანონი აჯამებს, განმარტავს და ავსებს ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობას, იუწყება „რია ნოვოსტი“. კანონი საშუალებას მისცემს ნებისმიერს, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან ან იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმებით“, გამოცხადდეს „უცხელ აგენტად“, იმ შემთხვევაშიც თუ არ იღებს უცხოურ დაფინანსებას. „უცხოელ აგენტებს“, კანონის მიხედვით, ეკრძალებათ საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლება, ბიუჯეტის ხარჯზე შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სახელმწიფო კონტრაქტებით შესყიდვებში მონაწილეობა და გარემოსდაცვითი შეფასებების ჩატარება. გარდა ამისა, კანონში შემოდის ცნება „უცხოელ აგენტებთან აფილირებული პირები“. ესენი იქნებიან დამფუძნებლები, მენეჯერები, მონაწილეები ან ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელიც გამოცხადებულია "უცხოელ აგენტად". „აფილირებისთვის“ შეიქმნება ცალკე რეესტრი, ხოლო ოთხი არსებული რეესტრი გაერთიანდება ერთში. კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევა. სახელმწიფო დუმამ ახალი კანონი 29 ივნისს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 8 ივლისს დაამტკიცა. 2021 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ შეისწავლიდა მოქმედი კანონის ბუნდოვან კრიტერიუმებს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რათა არ მოხდეს კანონის ბოროტად გამოყენება.
რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს
სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადება წარადგინა. საუბარია ახალ მუხლებზე – „ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება“ და „ძარცვა“. რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს. „ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის, პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ძარცვისთვის - 15 წლამდე“,- წერს ადვოკატი პაველ ჩიკოვი. ხოლო მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის ერთ თვეზე მეტი ვადით დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. კანონპროექტის მეორე მოსმენა დღეს იგეგმება. მესამე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს
ესტონეთის მთავრობამ 10 ნოემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი უნდა მოხდეს. ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. „შესწორებები ქმნის რეგულაციებს საჯარო სივრცეებიდან უვარგისი ნაგებობების, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა სამხედრო ძეგლების გატანის შესახებ. აქამდე, აკრძალული სიმბოლოებით ძეგლების დემონტაჟისას უნდა ემოქმედა კანონს ზოგადი წესებისა და პენიტენციური ნორმების საფუძველზე. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს შესაბამისი დებულებები განხორციელდება სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ აქტებში“, - ციტირებს ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს ინტერნეტ საინფორმაციო პორტალ delfi.ee-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
თურქმენეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ნაციონალური ლიდერისა და მისი ოჯახის ხელშეუხებლობა დააკანონა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, თურქმენეთის ეროვნულ ლიდერს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლება მიენიჭათ. კონსტიტუციური კანონი „თურქმენი ხალხის ეროვნული ლიდერის შესახებ“ ყოფილ პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლებითა და რიგი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლებას აძლევს. გადაწყვეტილება ასევე ეხება მის ქონებასა და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებას. 21 იანვარს გაიმართა თურქმენეთის პარლამენტის - მილი გენგეშის ერთობლივი სხდომა, რომელზეც გადაწყდა ექსპრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისთვის ეროვნული ლიდერის სტატუსის მინიჭება.
როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს
ომბუდსმენი ლევან იოსელიანი „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია - არც ერთი ცვლილებება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და არც ეს დარჩება. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და მას შემდეგ რაც გაეცნობა დეტალურ შეფასებას გააკეთებს. „როცა საქმე გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. თუ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, „კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“ კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. ირაკლი კობახიძე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემთხვევაში დაიშვება კარვების გაშლა როგორც მომხსენებელმა განაცხადა, 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური „განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.“ „საქართველოს კონსტიტუიციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას მასში მონაწილეთა უსაფრთხოებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი პროპორციული ღონისძიებების გატარება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს (შეკრებისა და გაერთიანების უფლება). პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს ოპოზიციის შეფასებით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.