თეგი: კანონის უზენაესობა
კანონის უზენაესობის დაცვა უმნიშვნელოვანესი პირობაა ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე - USAID
კანონის უზენაესობის დაცვა უმნიშვნელოვანესი პირობაა ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე და ის, საქართველოს კეთილდღეობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. აცხადებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ელჩ დეგნანის შეხვედრისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში. „სამართლის სფეროს ძლიერი პროფესიონალების არსებობა აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად და საყოველთაო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ისინი ქმნიან მნიშვნელოვან მექანიზმებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და უზრუნველყოფენ იმ კანონებისა და პოლიტიკის სამართლიან გამოყენებას, რომლითაც საქართველოს საზოგადოება ხელმძღვანელობს. ელჩი დეგნანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერა GBA-სადმი, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები მხარს უჭერენ GBA-ს მისი დაარსების დღიდან, 2005 წლიდან. ამ მხარდაჭერამ საშუალება მისცა GBA-ს მიეღწია შთამბეჭდავი პროგრესისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. GBA-მ საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს ეთიკის ეფექტურ პროცედურებს, უწყვეტ იურიდიულ განათლებას და ადვოკატთა მნიშვნელოვან გამოცდას. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ხელს უწყობს კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს USAID.