თეგი: კაპიტალი

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ექვს თვეში 1,4 ტრილიონი დაკარგეს - Bloomberg

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, 2022 წლის 6 თვეში $1,4 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ქონება 6 თვეში $62 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსის კი, დაახლოებით $63 მილიარდით. მარკ ცუკერბერგის - $64,4 მილარდით. წლის დასაწყისიდან, ყველაზე მეტი კაპიტალი Binance კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ დაკარგა. მისმა ზარალმა $85,6 მილიარდს გადააჭარბა „ეს არის მკვეთრი გადახვევა წინა ორი წლისგან, როდესაც სუპერმდიდრების ქონება განუხრელად იზრდებოდა. მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა შემოიღეს უპრეცედენტო სტიმულირების ზომები Covid-19 პანდემიის ფონზე, რაც ტექნიკური კომპანიებიდან კრიპტოვალუტამდე ყველაფრის ღირებულებას ზრდის. ამ მოვლენების მთავარი მიზეზია ცენტრალურ ბანკებში დისკონტის განაკვეთების სწრაფი ზრდა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც გავლენას ახდენს მაღალი რისკის აქტივებზე, მათ შორის კომპანიის აქციებზე“, - წერს Bloomberg.  ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 64 პროცენტი აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში ცხოვრობს. 

2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, 2021 წელთან შედარებით, 26-ჯერ მეტი რუბლი გადარიცხეს

2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა, უცხოურ ბანკებში ანგარიშებზე 1,47 ტრილიონი რუბლი გადარიცხეს, რაც 26-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. [მაშინ რუსებმა ქვეყნიდან მხოლოდ 57 მილიარდი რუბლი გაიტანეს]. ამის შესახებ RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება. მთლიანობაში, 2022 წელს რუსებმა ქვეყნიდან 2,5 ტრილიონ რუბლზე მეტი გაიტანეს. ასე რომ, პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) მოქალაქეებმა უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხეს 543,4 მილიარდი რუბლი, მეორეში - 550,7 მილიარდი. RBC წერს, რომ 2022 წლის სამი კვარტლის შედეგები რეკორდულია 2018 წლის შემდეგ.  ამასთან, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადინებაზე შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. „ამ თანხების დაბრუნება რუსეთის საბანკო სისტემაში, რუბლებში, მოხდება მას შემდეგ, რაც გაიზრდება ნდობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფასების სტაბილურობის მიმართ,” - განაცხადა ნაბიულინამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მრავალი სანქცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სექტორს ეხებოდა. საზღვარგარეთ ვალუტის გადინების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა დააწესა შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე რუსებისა და რუსული კომპანიებისთვის. თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა მთლიანად აუკრძალა რუსებს ფულის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზე. მაისისთვის შეზღუდვა შემცირდა თვეში 50 000 დოლარამდე. ივლისიდან (ანუ მესამე კვარტალის დასაწყისიდან) თვეში მილიონ დოლარამდე გადარიცხვა გახდა შესაძლებელი.  

Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა

გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი ოფშორში გადაიტანა. Guardian-ის მიერ ნანახი ფაილები აჩვენებს, რომ აბრამოვიჩის ინტერესებისთვის შექმნილ 10 ოფშორული კომპანიაში რეორგანიზაცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, სამი კვირით ადრე განხორცილდა, სანამ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. აბრამოვიჩის ფინანსური საქმეების მასიური რეორგანიზაცია რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობები დაემუქრნენ რუს ოლიგარქებს სანქციების დაწესებით, იმ შემთხვევაში თუ „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყებოდა. აბრამოვიჩის შვიდი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა, გახდნენ ტრასტების ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება და სუპერიახტების, ვერტმფრენების და კერძო თვითმფრინავების ფლოტი. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა აბრამოვიჩს, პუტინთან ახლო ურთიერთობების გამო „პროკრემლისტური ოლიგარქი“ შეარქვეს და სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესეს. აბრამოვიჩმა უარყო ფინანსური კავშირები კრემლთან და ევროკავშირის ზომების გაუქმების შესახებ სარჩელი შეიტანა. აბრამოვიჩი, რომელსაც ერთდროულად რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ის სანქციების სიაში არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაოფიციალური შუამავალი გახდა. როგორც ჩანს, ფაილები მოპოვებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული სერვისის პროვაიდერის გატეხვით, რომელიც მართავს აბრამოვიჩის ტრასტებს. დოკუმენტების დიდი ქეში ანონიმურად გადაეცა Guardian-ს. ფაილებიდან ჩანს, რომ 2022 წლის თებერვალში, JI-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩი გარიცხეს FBI-ს მიერ გამოვლენილი ორი ტრასტის ბენეფიციარებიდან. ამასობაში მისი შვილები მამის სასარგებლოდ შექმნილი რვა დამატებითი ტრასტის ბენეფიციარებად დანიშნეს. სანქციების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა, „მიზანმიმართული იყო, მაგრამ არა უკანონო“. მათი თქმით, რეორგანიზაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელიც ახლა ამუშავებს აქტივებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აბრამოვიჩის საკუთრება იყო, რადგან ისინი განსაზღვრავენ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიან ქონებას: ოლიგარქი თუ მისი შვილები? აბრამოვიჩმა და მისმა შვილებმა The Guardian-ს ამ კითხვაზე არ უპასუხეს.  რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.  

Forbes-მა დაასახელა რუსი მილიარდერები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს

ჟურნალმა Forbes-მა, 2022 წელს ყველაზე მეტად გაღარიბებული რუსი მილიარდერების ათეულის რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი და მისი ოჯახი მოექცა.  Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს მორდაშოვისა და მისი ოჯახის ქონება გასული წლის განმავლობაში $11,1 მილიარდით, $18,4 მილიარდამდე შემცირდა. რუსული შავი მეტალურგია გახდა ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, - აღნიშნავს Forbes-ი. მეორე ადგილზეა Wildberries Marketplace-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $8,3 მილიარდით $4,7 მილიარდამდე შემცირდა. რეიტინგის სამეულს ოლეგ ტინკოვი ხურავს. Forbes-ის მონაცემებით, მეწარმის ქონება, რომელმაც აპრილში TCS Group-ის წილი ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა, $5,9 მილიარდით $0,87 მილიარდამდე შემცირდა. გამოცემის თანახმად, რუსეთში ყველაზე გაღარიბებულ ბიზნესმენთა ათეულში ასევე არიან რომან აბრამოვიჩი (მისი ქონება $5,6 მილიარდით $8,7 მილიარდამდე შემცირდა); გაღარიბებული მილიარდერების სიაშია „ლუკოილის“ ხელმძღვანელი და მთავარი მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (-$5,1 მილიარდი, $21 მილიარდამდე), ასევე ლეონიდ ფედუნი და მისი ოჯახი (-$4,2 მილიარდი, $7,5 მილიარდამდე), Renova ჯგუფის დამფუძნებელი ვიქტორ ვექსელბერგი (-$4,1 მილიარდი, $5,2 მილიარდამდე), Novatek-ის აქციონერი გენადი ტიმჩენკო (-$3,97 მილიარდი, $20,8 მილიარდამდე), „ნოვატეკის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი (-$3,3 მილიარდი, $24,4 მილიარდამდე), ასევე რუსული სპილენძის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი (-$2, 8 მილიარდი, $3,4 მილიარდ დოლარამდე).