თეგი: კარიმ ხანი
რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ძებნილად გამოაცხადა“, - იტყობინება რია ნოვოსტი. რომელი მუხლით „იძებნება“ პროკურორი, არ სახელდება. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა უნდა მოიქცეს სამართლიანად და დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში BRICS ბლოკის სამიტს დაესწრება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის ნალედი პანდორის თქმით, სამხრეთ აფრიკას ჯერ არ მიუღია რაიმე დადასტურება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს. სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს „არ მგონია, რომ მათ ჩემგან გაკვეთილის სწავლა სჭირდებოდეთ. კარგად იციან, რას ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ისინი ნებაყოფლობით არიან ICC-ის მონაწილეები, მათ იციან, რა არის კანონი და ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცევიან. ჩვენ შევაფასებთ, რეალურად რა ხდება BRICS-ის სამიტზე და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.“ „როცა სამხრეთ აფრიკას ვუყურებ, ნელსონ მანდელას სიდიადე მახსენდება. და ვფიქრობ, რომ ყველა სამხრეთ აფრიკელი სწორედ მას გაიხსენებს და არა მე, იფიქრებენ, თუ რას იზამდა ასეთ სიტუაციაში დიდი ნელსონ მანდელა“, - აღნიშნა კარიმ ხანმა CNN-თან ინტერვიუში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი - სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.