თეგი: კასპიის ქვეყნები
ირანმა კასპიის ზღვის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა გაზარდა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე ფინანსური წლის პირველ თვეში (21 მარტი - 20 აპრილი) ირანის ვაჭრობამ (ნედლი ნავთობის ექსპორტის გარეშე) კასპიის ქვეყნებთან 558,656 მილიონი ტონა შეადგინა, რაც $220,65 მილიონს უტოლდება. კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის, რუსეთი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საანგარიშო პერიოდში მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 309 623 ტონა $130,12 მილიონი შეადგინა. მას მოსდევს აზერბაიჯანის რესპუბლიკა 48 162 ტონა 41,77 მილიონი დოლარით, ყაზახეთი 72 316 ტონა 25,17 მილიონი დოლარით და თურქმენეთი 128 555 ტონა 23,59 მილიონი დოლარით. ირანის ექსპორტმა 260 972 ტონა და შესაბამისად 89,24 მილიონი დოლარი შეადგინა.