თეგი: კახოვკის ჰესი

კახოვკის ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია - პაპუაშვილი

კახოვკის ჰესის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა “დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” - წერს პაპუაშვილი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.  

ოკუპირებული ყირიმი მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება - დანილოვი

მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია. ამჟამად ქალაქ ალიოშკი იტბორება. ასევე, ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.  

უკრაინის მთავრობამ ივნისში განადგურებული კახოვკის ჰესის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობამ ივნისში განადგურებული კახოვკის ჰესის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა. შმიგალის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „პირველ ეტაპზე ჩვენ დავაპროექტებთ ყველა საინჟინრო ნაგებობას და მოვამზადებთ აღდგენისთვის საჭირო საფუძველს,“ - განაცხადა შმიგალმა. „მეორე ეტაპი დაიწყება იმ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, სადაც ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს. ეს გულისხმობს რეალურ სამშენებლო სამუშაოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. მისი თქმით, პროექტს კოორდინაციას გაუწევს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო და დამკვეთი იქნება სახელმწიფო კომპანია Ukrhydroenergo.