თეგი: კვიპროსი
კვიპროსმა ოთხ რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა
კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა. პასპორტებს კვიპროსის 21 მოქალაქეს ჩამოართმევენ. კვიპროსზე რუსებისთვის „ოქროს პასპორტების“ ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირმა სანქციები დააწესა. სანქციები ამ მოქალაქეებზეც გავრცელდა. მედიის ცნობით, კვიპროსის მოქალაქეობა მიხაილ გუცერიევს, ალექსანდრე პონამარენკოს, ვადიმ მოსკოვიჩს და ალექსეი კუზმიჩევსა და მათი ოჯახის წევრებს ჩამოერთვათ. ეს ოლიგარქები ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. მათ კვიპროსის მოქალაქეობა 2013-2019 წლებში მიიღეს. კვიპროსის მოქალაქეებს „ოქროს პასპორტის“ ფარგლებში ქვეყანაში 2,5 მილიონი ევროს ინვესტირება უნდა მოეხდინათ. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირში თავისუფალი მოგზაურობის უფლებას მოიპოვებდნენ. კვიპროსი მდიდარი რუსებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილია. იქ შესაძლებელია დასვენება და ამავდროულად, ფინანსურ ცენტრსაც წარმოადგენს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
კვიპროსი მზადაა, ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს
კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ 2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, მისი კუნძულოვანი მდებარეობის წყალობით, გაცილებით მეტს აწარმოებს ოფშორში. ამრიგად, 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა ოფშორულ აფროდიტეს საბადოზე, რომლის მარაგი 125 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შეფასებული. სამუშაოები სრულად 2027 წლისთვის დასრულდება. „კვიპროსს ასევე სურს, ისარგებლოს ბერძნული ენერგეტიკული კომპანიის Energean Plc-ის გეგმით, რათა ააშენოს დაახლოებით 200 კილომეტრიანი მილსადენი მისი ოფშორული საბადოდან ისრაელში, ქალაქ ვასილიკოსამდე კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე“, - თქვა პილიდისმა. დაგეგმილია, რომ მილსადენმა წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი გაატაროს. კვიპროსი მოელის, რომ მისი მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, გაზზე მოთხოვნა ყველა წევრმა სახელმწიფომ 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე შეამციროს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ, თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.
აშშ-მ კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა თავდაცვის სფეროში ვაჭრობის შეზღუდვები კვიპროსისთვის, რაც 2023 ფისკალურ წელს შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღს შეზღუდვების გარეშე მიიღებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნის შესახებ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მკაცრად გმობს. თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებელ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს და კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობებზე უარყოფითად იმოქმედებს“. „ეს გამოიწვევს კუნძულზე „შეიარაღებაში შეჯიბრს“, რაც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ანკარა მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გადახედოს გადაწყვეტილებას და გაატაროს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართ. გადაწყვეტილებას მიესალმა კვიპროსი და მას ისტორიული უწოდა. კვიპროსი აშშ-ის ამ ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებად და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართეობად აფასებს. კვიპროსი 1974 წელს, თურქეთის შეჭრის შემდეგ გაიყო, რომელიც გამოწვეული იყო ბერძნების მიერ ინსპირირებული ხანმოკლე გადატრიალების შედეგად. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს €105 მილიონის ანგარიშები გაუყინა
კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი. კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.
ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ერებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას იმედოვნებს. „ჩვენს ქვეყნებს, ევროპული ოჯახისაკენ (მიმავალი) საერთო წარსული და საერთო ღირებულება აქვთ. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს. მადლობას ვუხდი ნიკოს ანასტასიადესს საქართველო-კვიპროსს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ჩვენს ევროპულ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის Twitter პოსტში.
კვიპროსის უმსხვილესი ბანკი რუსი მომხმარებლის ანგარიშებს ხურავს
კვიპროსის უმსხვილესმა ბანკმა რუს მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება. Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთისგან სანქციების თავიდან ასაცილებლად, ბანკმა გასული კვირიდან დაიწყო რუსი კლიენტების წერილობით გაფრთხილება. მისივე თანახმად, 2022 წელს, კვიპროსის ბანკის დეპოზიტებზე რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ 700 000 ევროზე მეტი, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, Bank Of Cyprus-ში ანგარიშები აქვს კვიპროსზე მცხოვრები რუსების დაახლოებით 15%-ს. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ, კვიპროსის მოქალაქეობა რუსეთის 2886 მოქალაქეს, მათ შორის არაერთ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ.
კვიპროსმა გაყინა 13 პირის ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარნენ
კვიპროსმა გაყინა 13 პირის ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარნენ, განუცხადა კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა პავლოს იოანუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ CyBC-ს. საუბარია მათ შორის კვიპროსის და რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუს ოლიგარქებთან ალიშერ უსამოვთან და რომან აბრამოვიჩთან. უსმანოვი და აბრამოვიჩი უმდიდრეს რუსებს შორის არიან, მათი ქონება, შესაბამისად, 14 და 9 მილიარდ დოლარზე მეტია. ორივე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან.
კვიპროსში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
კვიპროსში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობაში ხანძარი იყო. რუსული მედიის ცნობით, მიყენებული ზარალი დიდია: დაიწვა სახურავი და მასალები. ზარალი ჯერ კიდევ არ არის შეფასებული. ხანძარი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამკაზე იმსჯელეს. „აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, დაკავებულია ოთხი პირი - Washington Post
კვიპროსში, ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი აფეთქების ადგილის სიახლოვეს მიმავალი შენიშნეს, დანარჩენი ორი კი, ახლომდებარე ხეივანში გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ. მანქანაში ასევე ნაპოვნია ორი დანა და ჩაქუჩი. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები 17-დან 21 წლამდე ასაკის არიან. გამოძიება მათ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ქონების განადგურების მცდელობას, ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-გამოყენებას ედავება. პოლიციას არ უთქვამს, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას. საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
კვიპროსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა
კვიპროსი გახდა 30-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ვილნიუსის დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. „ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას და გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას,“ - აღჯიშნავს ზელენსკი. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.
FBI კვიპროსის პოლიციას რუსი ოლიგარქების მიერ სანქციების დარღვევის გამოძიებაში დაეხმარება
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები კვიპროსში ჩავიდნენ, რათა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოძიებას დაეხმარონ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. მედია წერს, რომ კვიპროსის სამართალდამცავ ორგანოებს 24 კაციანი გუნდი დაეხმარება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე კვირას გვიან ჩავიდნენ. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ დაეხმარნენ კვიპროსში იურისტები და ბუღალტრები კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენების აქტივების დაცვაში. აშშ-ის გუნდში შედიან ექსპერტები აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელიდან, რომელიც სპეციალიზირებულია სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების იდენტიფიცირებაში საბანკო ოპერაციების ანალიზის გზით. სავარაუდოდ, კვიპროსის ხელისუფლება სპეციალურ დახმარებას ალექსეი მორდაშოვის, რუსი ლითონების, სამთო და საბანკო მაგნატის საქმეში ითხოვს. კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა არაერთხელ გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა“ სანქციების დარღვევის მიმართ.
სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსს ტოვებენ - მედია
კვიპროსს სანქციების გაფართოების გამო, უფრო და უფრო მეტი რუსული კომპანია ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. სულ მცირე ათი მსხვილი რუსული კომპანია უკვე გავიდა ან აპირებს, რომ დატოვოს კვიპროსი, რომელიც დიდი ხანია რუსული ბიზნესის მთავარი ოფშორული „ყულაბა“ იყო. ამ კომპანიებს შორისაა TCS Group (Tinkoff Bank-ის დედა კომპანია), Marketplace Ozon, საცალო ვაჭრობა Fix Price და United Medical Group (ევროპული სამედიცინო ცენტრის ჰოლდინგი). როგორც მედია წერს, ამ კომპანიებიდან ზოგიერთი ირჩევს ხელახლა რეგისტრაციას ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან რუსეთის მთავრობის "არამეგობრულ" სიაში. სხვები გადადიან რუსეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში (SAR) კალინინგრადის რეგიონში, რომელიც შეიქმნა "უცხოური ბიზნესისა და ინვესტიციების მოსაზიდად უცხოური იურისდიქციებიდან." კვიპროსიდან კომპანიების გასვლის მთავარი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მუდმივი გაფართოებაა, რაც უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. სანქციები ტრანზაქციებს ართულებს.