თეგი: კიბერთავდასხმა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და ორი წამყვანი ბანკის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი წამყვანი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, შეფერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებგვერდის მუშაობა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრს არ უთქვამს, ვის ადანაშაულებს თავდასხმაში, თუმცა რუსეთზე მიანიშნებს. „არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს ხედავენ
აშშ და ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე 15 თებერვალს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში ენ ნოიბერგერმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები უკრაინის ბანკებზე ასევე დაფინანსებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ. „ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვა, რომელიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია თავდასხმებზე“, - განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარალელურად, დიდი ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დიდი ალბათობით მონაწილეობდა DDoS-ის ტიპის შეტევაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითი. უკრაინის მთავრობის არაერთი ვებსაიტი და საბანკო სერვისმა განიცადა უპრეცედენტო DDoS თავდასხმები. თავდასხმის სამიზნე იყო თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები და რიგი სხვა სამთავრობო უწყებები, ასევე ეროვნული ბანკი, ელექტრონული მმართველობის სერვისების (Diia) პორტალი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sberbank-ისა და Privatbank-ის ონლაინ ბანკინგის სერვისები, ასევე, კომერციული ბანკები.
ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
"კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ალბანეთის ციფრული ინფრასტრუქტურის განადგურებას და საჯარო სერვისების პარალიზებას", - საჯარო სერვისებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დადასტურებულია, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ განხორციელდა. „თავდასხმა ჩავარდა და ზიანი შეიძლება, განხილულ იქნას მცირედ და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. დადასტურდა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ, რომელმაც დააფინანსა ოთხი სხვადასხვა დაჯგუფება ალბანეთზე თავდასხმის მოსაწყობად“,- დასძინა რამამ.
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ვატიკანის ვებგვერდები, 30 ნოემბრის შუადღის შემდეგ მიუწვდომელი იყო. რომის პაპმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია - უკრაინული მედია იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები დგანან, რომლებმაც ადრე მსგავსი თავდასხმები ევროპის სხვა სამთავრობო უწყებებზე განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ვატიკანის რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რომის პაპმა გააკრიტიკა ბურიატიისა და ჩეჩნეთის სამხედროების სისასტიკე, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან. ამ სიტყვებმა რუსეთის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.