თეგი: კიევი-პეჩორის ლავრა

კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, საგულდაგულოდ შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. უკრაინის უსაფრთების სამსახურის ცნობით, 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით. „მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საბუთების შემოწმებისას სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდათ და საერთოდ არ ჰქონდათ ორიგინალი დოკუმენტები, (არამედ მხოლოდ მათი ასლები), ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები, გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით. სპეცსამსახურის ცნობით, ამ პირების სიღრმისეული შემოწმება მიმდინარეობს. ასევე, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის 32 წლის მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ქვეყანაში პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „ანტვანის“ უკანონო ქმედებებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.    

კიევი-პეჩორის ლავრასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკის შემდეგ, სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა

პეჩორის სასულიერო სემინარიასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში (მოსკოვის საპატრიარქო) ჩხრეკის შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს საქმე ეხება რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის ფატქებს.  „უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა ქსენოფობიური და სიძულვილის შემცველი შინაარსის ბროშურები და წიგნები სხვა ეროვნებისა და რელიგიების შესახებ შეურაცხმყოფელი ფაბრიკაციებით. ლიტერატურის უმეტესი ნაწილი რუსი ავტორებისაა და რუსეთის ფედერაციის სტამბებშია გამოცემული", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხების სამსახურის განცხადებაში. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, საუბარია „პროპაგანდისტულ მასალებზე, რომლებიც უარყოფენ უკრაინელი ხალხის არსებობას, მათ ენას, ასევე უკრაინის სახელმწიფოებრიობის უფლებას“. შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.   

7 იანვარს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევ-პეჩორის ლავრაში პირველ წირვას ჩაატარებს

7 იანვარს საშობაო ღვთისმსახურებას, უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღასრულებს. ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.  „შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ვაცნობებთ მორწმუნეებს და საზოგადოებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის არქიმანდრიტი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას 2023 წლის 7 იანვარს აღასრულებს. წერილი შესაბამისი თხოვნით უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროს გადაეგზავნა. ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. მოვუწოდებთ უკრაინელ მორწმუნეებს საერთო ლოცვისკენ. გთხოვთ, თვალი ადევნეთ დამატებით ინფორმაციას". ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პირველი მსახურება იქნება კიევ-პეჩორის ლავრაში. მიძინების ტაძარი ისტორიულად ლავრის მთავარ ეკლესიად ითვლება. ახალი წლის წინ კიევ-პეჩერსკის ლავრამ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას აცნობა, რომ პირველი იანვრიდან აღარ განახლდება ხელშეკრულება მიძინების ტაძრისა და ზემო კარვის ტაძრის სარგებლობის შესახებ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის ოფისის უფროსის მოადგილემ, მთავარეპისკოპოსმა ევსტრატიმ (ზორია) 2 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ კიევ-პეჩორსკის მიძინების ლავრა ოფიციალურად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერად დარეგისტრირდა.