თეგი: კიოლნი
დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს 27 ოქტომბერს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მოეწერა ხელი. ამის შესახებ დნეპროს საკრებულოს პრესსამსახური იუწყება. „ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას გერმანიისგან, გერმანელი ხალხისგან. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება. პირველ რიგში, ეს არის მორალური მხარდაჭერა. ეს შეთანხმება არ ეხება მხოლოდ დნიპროს პარტნიორობას და დახმარებას. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ურთიერთობები ქალაქ კიოლნთან ასევე განვითარდება კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა. ენერგოეფექტურობა დნიპროსა და კიოლნს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებაა. ფილატოვის თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დნიპრო და უკრაინის სხვა ქალაქების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის ტერორისტული თავდასხმების სამიზნეა. „ქალაქებს შორის ასეთი პარტნიორობა აუცილებელია მიზნების სწრაფად მისაღწევად, რამაც უნდა შექმნას იმპულსი უკრაინაში აღდგენისთვის", - განაცხადა თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა.