თეგი: კლინიკა
ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს
ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა დანით ბეჭის არეში აქვს მიყენებული. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც Europetime-ს კლინიკის წარმომადგენელმა განუხადა, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა კაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში. ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში ხელყუმბარა ააფეთქა კრიტიკულია
კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა. თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს. "მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს. „რა კვლევებიც ჩვენი ექიმებისა და კონსულტანტების მიერ იყო დაგეგმილი, უკვე ჩატარებული აქვს“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
101 კლინიკიდან ინფექციების კონტროლის კუთხით დარღვევები 98 კლინიკაში დაფიქსირდა
101 შემოწმებული კლინიკიდან ინფექციების კონტროლის კუთხით დარღვევები 98 სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლიკა ჭუმბურიძემ უწყების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „რეგულირების სააგენტომ ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის მიზნით 101 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა და 98-ში დარღვევები გამოვლინდა. ასევე ფარმაცევტული უკანონო საქმიანობის კუთხით შევამოწმეთ 137 დაწესებულება. მოხდა 600 ათასამდე ერთეული მედიკამენტის კონფისკაცია. ჯარიმის სახით დაიწერა მილიონ 100 ათასი ლარი,“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ის რეფორმები, რომლებიც მედიკამენტების ბაზრის რეგულირების მიზნით დაიწყო, უმნიშვნელოვანესია, თუმცა რეგულირება ბიუროკრატიის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს. „უმნიშვნელოვანესია წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნა. მივესალმებით, რომ იქნება მეტად კონტროლირებადი ელექტრონული რეცეპტების გამოწერა, მათ შორის იქნება ბრძოლა პოლიპრაგმაზიასთან ანუ მედიკამენტების ჭარბად გამოყენებასთან, ასევე მნიშვნელოვანია რეფერენტული ფასწარმოქმნა. ძალიან ბევრი სიახლეა, რეგულაცია ბევრი ბიუროკრატიის გარეშე ნამდვილად ამართლებს და ამას გვაჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი
ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. „როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ვერაზე, 4 მაისს დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა
სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს „ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე „ლავერასთან“ იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც, მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა.