თეგი: კოვიდი
მიხეილ სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. "ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია",-განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.
ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება
კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.ცნობისთვის, კოვიდსტატისტიკა ამა წლის, მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.
იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 415 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა. გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია. ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.