თეგი: კომენდანტის საათი
უკრაინაში აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი დააწესეს
აღდგომის ღამეს, 23 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, უკრაინაში კომენდანტის საათი მოქმედებს, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ. შაბათს Telegram-ის ვიდეო შეტყობინებაში მან თქვა, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, მიკოლაივის, ხერსონის რეგიონებში კომენდანტის საათი გაგრძელდება შაბათს 19:00 საათიდან კვირას 05:00 საათამდე. 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებდა კიევში, ოდესაში, კიროვოგრადში, ვინიცაში, ვოლინში, ჟიტომირში, დნეპროპეტროვსკში, რივნეში, პოლტავაში, ჩერნიგოვში, სუმიში, ჩერკასში, ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში, ტერნოპილში, ტერნოპილში. ზაკარპატიის და ჩერნივცის რაიონებში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ერაყის არმიის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც მომიტინგეებმა დედაქალაქ ბაღდადში ერთ-ერთი სამთავრობო შენობა დაიკავეს. Ahram Online აღნიშნავს, რომ ერაყი გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნაზე უთანხმოების გამო პოლიტიკურ ჩიხშია. შიიტი ლიდერის მუქთადა ალ-სადრის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ კოალიცია ვერ შექმნა. ალ-სადრმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის სასახლეში და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში “კომენდანტის საათი“ მოქმედებს
BBC-ის ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა. ხსენებული ზომა პარიზის ცენტრის გარკვეულ ნაწილებში ამოქმედდა. ახალგაზრდების გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვის სხვა ზომები დაწესდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ბორდო, ნიცა და ლიონი (ქვეყნის სამხრეთში), ასევე ლილი და სხვა ქალაქები ჩრდილოეთ საფრანგეთში. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დაწესების საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ სად იქნება ეს საჭირო. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს ადგილზე მიიღებენ საფრანგეთის რეგიონებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები. ოფიციალური პირების განცხადებით, არეულობის დაწყების შემდეგ 2500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის მიერ ხალხის მასის გასაფანტად გამოყენებულმა ხელყუმბარამ ხელი მოგლიჯა. დაშავდა დაახლოებით 1000 პოლიციელი. საპროტესტო აქციები გასულ თვეში დაიწყო: სტუდენტები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მასში სხვადასხვა სახის მოთხოვნები გაერთიანდა; დემონსტრაციებს კი პროფკავშირები და სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფებიც შეუერთდნენ.