თეგი: კომუნიკაციის არხები
აშშ ადასტურებს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღიაა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება. WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა 7 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „ინტერესშია“ კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება. მისივე თქმით, მოსკოვთან კონტაქტი რისკების შესამცირებლადაა საჭირო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაგალითად მოიყვანა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით მოსალოდნელი კატასტროფის რისკის შემცირება. მანამდე ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა.