თეგი: კონგო
იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს
იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ, კონგოში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის მეორე მცურავი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა, რომლიც სიმძლავრეც წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. ახალი ქარხნის წყალობით, პროექტის ფარგლებში LNG წარმოება ყოველწლიურად 2025 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. „Eni-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Wison Heavy Industry-თან მცურავი LNG ტერმინალის მშენებლობასა და მონტაჟზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია - შეკვეთილია გრძელვადიანი გამოყენების აღჭურვილობა და კომპონენტები.
ანგოლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ჯარებს გზავნის - BBC
ანგოლა აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფს გაგზავნის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში. კონფლიქტის ორივე მხარე - M23-ის სახელით ცნობილი მეამბოხეები და სამთავრობო ჯარები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ამის შესახებ BBC წერს. ანგოლის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები განლაგდებიან ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვების მიზნით განთავსებული მონიტორებისა და იმ ტერიტორიების დასაცავად, რომლებიც მეამბოხე ჯგუფის მიერ არის დაკავებული. „ამბოხებულებთან ბრძოლაში დასახმარებლად, კონგოს მთავრობა ანგოლის ჯარების ჩასვლას მიესალმება. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს უფრო ფართო საერთაშორისო კონფლიქტად იქცეს. 20 წელზე მეტი ხნის წინ, სულ მცირე, აფრიკის რვა ქვეყნის არმია იბრძოდა ომში აღმოსავლეთ კონგოში, რომელიც ცნობილია როგორც - "აფრიკის მსოფლიო ომი", კონლფიქტმა უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს BBC. აჯანყებულებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, რუანდა უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ რამდენიმე დატყვევებული სოფლიდან უკან დაიხევდნენ. გაეროს ცნობით, კონფლიქტმა გასულ თვეში 300 000 ადამიანი აიძულა, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ორგანიზაციისთვის ცალკე შეშფოთებას იწვევს ამ ფონზე გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი. ევროკავშირმა რეგიონის დედაქალაქ გომაში დასახმარებლად მისია ახლახან დაიწყო და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სააგენტოები გადატვირთულია.
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, გაზრდილია დაკარგულთა რაოდენობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ გარდაცვლილთა ცხედრებს. ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 8 მაისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.