თეგი: კონგრესი
ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს ოთხშაბათს ვირტუალურ ფორმატში მიმართავს. ამის შესახებ პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და დემოკრატების ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება Ukrіnform-ი. „რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინელი ხალხისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად ვიწვევთ პალატისა და სენატის ყველა წევრს, რომ დაესწრონ პრეზიდენტ ზელენსკის ვირტუალურ მიმართვას შეერთებული შტატების კონგრესში, ოთხშაბათს, 16 მარტს, 09:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში. კონგრესის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, რათა დააფიქსირონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. განცხადების ავტორები უკრაინის მიმართ კონგრესის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებენ. ცნობისათვის, ანალოგიურ ფორმატში ზელენსკიმ ევროპარლამენტს და თემთა პალატას მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს სიტყვით დღეს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს ოთხშაბათს ვირტუალურ ფორმატში მიმართავს. ამის შესახებ პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და დემოკრატების ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება Ukrіnform-ი. „რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინელი ხალხისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად ვიწვევთ პალატისა და სენატის ყველა წევრს, რომ დაესწრონ პრეზიდენტ ზელენსკის ვირტუალურ მიმართვას შეერთებული შტატების კონგრესში, ოთხშაბათს, 16 მარტს, 09:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში. კონგრესის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, რათა დააფიქსირონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. განცხადების ავტორები უკრაინის მიმართ კონგრესის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებენ. ცნობისათვის, ანალოგიურ ფორმატში ზელენსკიმ ევროპარლამენტს და თემთა პალატას მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს: ჩვენ გვჭირდება ჩვენი ცის დაცვა - თუ მეტს ვითხოვთ, გთავაზობთ ალტერნატივას - იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა. „ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად. „დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს მიმართა. ზელენსკიმ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა. „ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფალნი. რუსეთმა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს კი არ შეუტია, ის სასტიკი შეტევაზე გადავიდა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, ვიცხოროთ თავისუფლად. „რუსეთი არამარტო ჩვენ დაგვესხა თავს, არამედ შეუტია ჩვენს ღირებულებებსაც, ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“. ამერიკელი კონგრესმენები ზელენსკის ისტორიულ მიმართვისას ფეხზე წამოდგნენ და მას ტაშით შეხვდნენ.
კონგრესმენი დევიდ სისილინი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით, ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას განვამტკიცებთ
„პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით“, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად
სტეფანი მერფი: განიხილება დამატებითი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად
საქართველოში ჩამოსვლამდე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები გზავნილებით გამოდიან, მათ შორის არის კონგრესვუმენი სტეფანი მერფი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის კვალდაკვალ ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კუნსულტაციებს კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად. შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონგრესმენი დევიდ სისილინი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით, ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას განვამტკიცებთ
სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ
„შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ“, - განაცხადა სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. „ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რომელიც ვიზიტის დროს დელეგაციას უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში
„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში“, - განაცხადა სენატორმა გარი პიტერსმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. „რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში. ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ
სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია
საქართველოში ჩამოსვლამდე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები გზავნილებით გამოდიან. დელეგაციის წევრები მოუთმენლად ელიან მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გაგრძელდეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა. „იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – აღნიშნა სენატორმა კეისიმ. მისივე თქმით, „პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. „მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად
ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად
„ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე”,-განაცხადა კონგრესვუმენმა ქეთლინ რაისმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. „საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს. ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა.
სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ამ კვირაში უხელმძღვანელებს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, კონგრესვუმენი ქეთლინ რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი. დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა COVID19-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა. სენატორი კრისტოფერ კუნსი ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულმომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას. სენატორი პიტერსი: რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში. ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. სენატორი ბობ ქეისი: იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე. პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა. კონგრესვუმენი რაისი: ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე, საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად. კონგრესმენი სისილინი პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე. კონგრესვუმენი მერფი პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად.
ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $ 33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. აქედან $20 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, ხოლო $8,5 მილიარდი ეკონომიკურ დახმარებას. კიდევ $ 3 მილიარდი კი ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება. მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, იტყობინება Reuters ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ასევე გამოაცხადა ახალი მოთხოვნა აშშ-ს ადმინისტრაციისგან დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. კერძოდ, საუბარია $15,5 მილიარდზე თავდაცვითი დახმარებისთვის. „მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენს წინაშეა დამატებითი მოთხოვნა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად რამდენიმე ფრონტზე“, - თქვა ბლინკენმა სენატის კომიტეტის მოსმენის დროს. ბლინკენის თქმით, $8,5 მილიარდის ეკონომიკური დახმარებადან, რომელიც ჩართული იქნება ბაიდენის ახალ პაკეტში, $7,5 მილიარდი მოხმარდება უკრაინის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას. ბაიდენის სიტყვით გამოსვლა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ 28 აპრილს გვიან იგეგმება. სიტყვით გამოსვლისას, ის ქვეყნის მხარდასაჭერად ახალ ზომებს დააანონსებს. ასევე წაიკითხეთ ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს
სალომე ზურაბიშვილი: ვისაც შევხვდი კონგრესში, ყველა გამხნევებულია, ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს
„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. „აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლა, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს
ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყანაში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და მათთვის განკუთვნილი მჭიდების გაყიდვა აიკრძალოს და 18-დან 21-წლამდე გაიზარდოს იარაღის შეძენის ნებართვისათვის საჭირო მინიმალური ასაკი. პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა ჯო ბაიდენმა მოუწოდა, რომ გამკაცრდეს იარაღის მყიდველთა შემოწმების პროცესი. მისივე თქმით, ასევე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2004 წლამდე მოქმედებდა. აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება. დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება. აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).
უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისი ოფისის ცნობით, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა კონგრესს მიმართავს. ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს 20 ივლისს, ვაშინგტონის დროით დილის 11:00 საათზე მოუსმენენ.
უკრაინაში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა
23 ივლისს უკრაინას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი ადამ სმიტი, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია და პენტაგონის დაფინანსებას ზედამხედველობს. ასევე მას ნაწილობრივ ეხება ენერგეტიკული საკითხებიც. დელეგაციაში ასევე არიან რესპუბლიკელი - ყოფილი სამხედრო მაიკ უოლცი, CIA-სა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დემოკრატი ელისა სლოტკინი, ყოფილი სამხედრო მფრინავი და პროკურორი დემოკრატი მიკი შერილი და დემოკრატი მაიკ კუიგლი. ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს , შემდგომ კი ირპენსა და ბუჩაში გამგზავრნენ. „კიევში ვიზიტისას ჩვენ უშუალოდ დავინახეთ, თუ რამხელა წარუმატებლობა განიცადა ვლადიმერ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. პუტინის აგრესიამ მხოლოდ გააერთიანა უკრაინა და ევროპის სხვა დემოკრატიები. მისმა თავდასხმამ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის გამანადგურებელ იზოლაცია და NATO-ს აქტუალიზაცია“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დელეგაცია ჩავიდა. BBC-ს ცნობით, დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, რომელსაც დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდებიან. ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება. ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
Reuters: აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის $12 მილიარდის გამოყოფაზე, შეთანხმება მიღწეულია
აშშ უკრაინას დახმარების სახით $12 მილიარდს გამოუყოფს. კონგრესმა „დამატებითი ხარჯების კანონპროექტში“ ეს თანხა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე აშშ-ის კონგრესში შეთანხმება მიღწეულია, რომ უკრაინას დამატებით $12 მილიარდის დახმარება გამოუყონ. კვირის ბოლოს, პარასკევს აშშ-ის კონგრესი მიიღებს კანონს ხარჯების შესახებ, რომელშიც მთავრობის პროგრამებიც შევა.
წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ
აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 134 ადგილს დაიკავებს, დემოკრატები - 80-ს. „სენატში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ 40 ადგილი დაიკავეს“,- გამოითვალა CNN-მა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50. სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება. ხმების დათვლა გრძელდება.
აშშ-ის კონგრესში $1.7 ტრილიონის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის $44.9 მილიარდის, NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის კი -$40.6 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება $44.9 მილიარდი, NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - $40.6 მილიარდი. დაფინანსების მიზანია, აღნიშნული ქვეყნებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმებისა ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში დახმარების გაწევა. სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა $858 მილიარდს შეადგენს, რაც $118 მილიარდით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანია კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნა.
რას გულისხმობს „უკრაინის გამარჯვების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში დაარეგისტრირეს
უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ ორპარტიული რეზოლუციის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომზადდა. აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი 25 აპრილს ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. ბრიფინგს ასევე ესწრებოდა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის გამარჯვებად კიევის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიების სრულად, 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება უნდა ჩაითვალოს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის NATO-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციით, რაც შეესაბამება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას. ამასთანავე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა გარანტირებული იყოს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, უკრაინის აღსადგენად მსოფლიო თანამეგობრობის დახმარება, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემა და სამართლიანობის აღდგენა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთათვის. „ომის დამნაშავე პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. რაიმე მოლაპარაკების არსებობის შემთხვევაში კი, საკითხი უნდა მოიცავდეს ჯარების გაყვანის გრაფიკს“, - აღნიშნა კონგრესმენმა უილსონმა. წარდგენის შემდეგ რეზოლუცია უნდა დაამტკიცოს შესაბამისმა კომიტეტებმა და შემდეგ კენჭისყრაზე გაიტანონ კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის დონეზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის გაზაფხულის მიწურულს, უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის მზადების ფონზე, დასავლეთი კიევს ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას კვლავ უწევს. NATO-ს გენმდივანი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, კიევში პირველად 2023 წლის 20 აპრილს ჩავიდა, ზელენსკისთან შეხვედრისას აფიქსირებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მოკავშირეების მთავარ ფოკუსში კი, ახლა უკრაინის გამარჯვების უზუნველყოფაა. დასავლეთის პოზიციაა, რომ კიევს დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“
აშშ-ის კონგრესის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს
კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს. მაკკარტი პირველია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც სპიკერის თანამდებობას კანონმდებლების მიერ მიღებული რეზოლუციით დატოვებს. დროებითი სპიკერის მოვალეობას პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს, რომელიც მაკკარტის მოკავშიტედ მიიჩნევა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 210 წინააღმდეგი იყო. მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ეს ნაბიჯი მოჰყვა დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რითაც მთავრობის "დახურვის" საფრთხე მოიხსნა. "რესპუბლიკური" პარტიის ნაწილი სპიკერისგან ითხოვდა, დემოკრატიულ პარტიასთან კანონპროექტზე არ ეთანამშრომლა. მას თავისივე თანაგუნდელები იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში უკრაინის დახმარება გამოირიცხა.
რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მანამდე, მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და 2020 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების წარუმატებელ მცდელობაში კონგრესის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა. ჯონსონი იყო ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ორივე იმპიჩმენტის დროს იცავდა. უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოდის. კერძოდ, ჯონსონმა კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა. ჯონსონს 220-მა თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც პოზიციაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდებოდა. „დემოკრატიული პარტიის“ ყველა 209 დამსწრე წარმომადგენელმა, ისევე როგორც ყველა წინა ჯერზე, მხარი ფრაქციის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს დაუჭირა. ლუიზიანას შტატის წარმომადგენელი, 51 წლის ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატაში 2016 წლიდან იმყოფება და აქამდე რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 30 სექტემბერს კევინ მაკკარტიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა პირველი ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა. 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.
ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია მიიღო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 30 ოქტომბერს კიევში ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულ ჯგუფს შეხვდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკელი ჯეიმს ფრენჩ ჰილი, ასევე, დემოკრატები მაიკლ ქუიგლი და სტივენ ლინჩი. „ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მთელი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი, ერთიანდებიან უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. ცნობისთვის, პალატის ახლად არჩეული სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ის უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანებას არ ემხრობა, თეთრი სახლი კი, პაკეტის გამიჯვნას ეწინააღმდეგება. 27 ოქტომბერს ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ასევე ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს. კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა პალატის 336-მა წევრმა. 96 წინააღმდეგი იყო. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრაზე 14 ნოემბერს გამოტანილი კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის დემოკრატები სჭარბობდნენ. ფედერალური უწყებების დაფინანსების გაგრძელებას მხარი დაუჭირა 209 დემოკრატმა და 127-მა რესპუბლიკელმა. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს - 2 თებერვლამდე. კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს. სენატში უმრავლესობაში დემოკრატები არიან. მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება. წარმომადგენელთა პალატაში ამ დოკუმენტის მხარდაჭერის გამო, კონსერვატორი რესპუბლიკელების ჯგუფის ინიციატივით და დემოკრატების ხმების წყალობით, თანამდებობიდან გადააყენეს პალატის სპიკერი კევინ მაკართი. მისი გადადგომის ინიციატორმა რესპუბლიკელებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მორიგი დროებითი ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ამჟამინდელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის „დასჯას“ არ აპირებენ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პუტინს ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს
ბრალდებული რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსის ხანმოკლე კარიერა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პარასკევს დასრულდა, როდესაც კოლეგა დეპუტატებმა მის გაძევებას კორუფციული ბრალდებებისა და საარჩევნო კამპანიის თანხების არასწორად ხარჯვის გამო მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თავის კოლეგა რესპუბლიკელებს განუცხადა, რომ სანტოსის გარიცხვის წინააღმდეგი იყო. სანტოსი რიგით მესამე კონგრესმენი და პირველი რესპუბლიკელი, რომელიც კანონმდებლებმა საკუთარი რიგებიდან გააძევეს. მან შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 10 თვეზე ოდნავ მეტი იმსახურა. 35 წლის სანტოსმა საკუთარი ბიოგრაფიის დიდი ნაწილის გაყალბება აღიარა. ფედერალური პროკურორი მას კამპანიის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასა და დონორების მოტყუებაში სდებს ბრალს. სანტოსი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნოემბრის დასაწყისში, კონგრესიდან გაძევების მცდელობისას, მისმა თანაპარტიელებმა და 31-მა დემოკრატმა ჯორჯ სანტოსის გარიცხვას მხარი არ დაუჭირეს, რადგან სანტოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო. გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან საარჩევნო კამპანიის ფონდიდან თითქმის 4000 დოლარი გადაიხადა სპაში მიღებული მომსახურებისთვის, რაშიც ბოტოქსიც შედიოდა.
ზელენსკი: აშშ-ის სენატში მეგობრული და გულწრფელი საუბარი მქონდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში შეხვედრა გამართა. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ძალიან ძლიერი“ შეხვედრა იყო. მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან დეტალურად გამოკვეთა“, თუ რა სჭირდება უკრაინას და როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დახმარება. „თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, ის გაიმარჯვებს. თუ წავაგებთ, პუტინი მოიგებს, და ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის,” - განაცხადა შუმერმა. „აშშ-ის სენატის წევრებს ვესაუბრე უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ასევე ვუპასუხე მათ შეკითხვებს,“ - დაწერა თავის მხრივ, ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter-ი). მან ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაში ლიდერობისთვის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
ზელენსკი კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ აშშ-ის დახმარება 2024 წელს გაგრძელდება
კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, 2024 წელს გაგრძელდება. „მადლობელი ვარ აშშ-ის კონგრესის ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინისთვის უზრუნველყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. მე ვაცნობე სპიკერ ჯონსონს უკრაინის მიღწევების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული მიწის ნახევრის გათავისუფლების, შავი ზღვისთვის ბრძოლაში გამარჯვებისა და ქვეყნის რეფორმირების შესახებ, რათა ის მომავალში თვითკმარი გახდეს. მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან დახმარება გაგრძელდება 2024 წელს,“ ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, Wall Steet Journal-ის ცნობით, ჯონსონმა დღეს გაიმეორა, რომ მან არაერთხელ სცადა თეთრ სახლთან დაკავშირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებოდა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია რესპუბლიკელთა შეშფოთებას. სხვა საკითხებთან ერთად, უფრო ცენტრისტი რესპუბლიკელები ცდილობდნენ სიცხადეს უკრაინაში გამარჯვების სტრატეგიაში და გარკვევას, მოიცავდა თუ არა გამარჯვება როგორც ყირიმის აღდგენას, რომელიც უკანონოდ ანექსირებულია რუსეთის მიერ 2014 წლიდან, ასევე დონბასის. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თეთრ სახლს მსგავსი დეტალები არ მოუწოდებია. ჯონსონმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან იყო "კარგი", მაგრამ მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე, რომ საზღვრის საკითხი უნდა იყოს მთავარი აქცენტი და მოითხოვა თეთრი სახლისგან მეტი სიცხადე უკრაინის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჯონსონი ამტკიცებს, რომ თეთრმა სახლმა ვერ შეძლო მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ამ ეტაპზე ეს საკითხი სენატისა და თეთრი სახლის გადასაწყვეტია. რას ითხოვენ რესპუბლიკელები რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
კონგრესმა აშშ-ის პრეზიდენტს NATO-დან გასვლის გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება აუკრძალა
კონგრესმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუშლის ნებისმიერ პრეზიდენტს, რომ NATO-დან შეერთებული შტატების გაყვანა სენატის ან კონგრესის აქტის გარეშე გადაწყვიტოს. სენატორების ტიმ კეინისა (D-Va.) და მარკო რუბიოს (R-Fla.) წინადადება შეტანილი იყო ყოველწლიურ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი სავარაუდოდ, ხელს მოაწერს. დებულება ხაზს უსვამს კონგრესის ერთგულებას ალიანსის მიმართ. ბაიდენი ხშირად იმეორებს, რომ NATO ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „NATO მტკიცედ დაუდგა [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] პუტინის ომს უკრაინაში და მზარდ გამოწვევებს მთელ მსოფლიოში,“- აღნიშნა კეინმა განცხადებაში. მან აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ამ გადამწყვეტი ალიანსისთვის, რომელიც ფუნდამენტურია ეროვნული უსაფრთხოებისთვის.“ ის ასევე აგზავნის ძლიერ გზავნილს ავტორიტარებისთვის მთელ მსოფლიოში, რომ თავისუფალი სამყარო რჩება ერთიანი.“ რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება იყო კრიტიკული ინსტრუმენტი კონგრესის ზედამხედველობითი ფუნქციისთვის.
კიევზე შეტევის ფონზე, უკრაინაში აშშ-ის ელჩი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი რაც შეიძლება, მალე დაამტკიცონ
აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა 15 დეკემბერს მოუწოდა კონგრესს, მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის შესახებ "რაც შეიძლება, მალე" და აღწერა სიტუაცია, როგორც "გადაუდებელი." „მნიშვნელოვანია იმ მიღწევების უზრუნველყოფა და შენარჩუნება, რაც უკრაინელებმა აქამდე მიიღეს. და ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა,“ - აღნიშნე ელჩმა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში, კიევი დიდწილად იყო დამოკიდებული ვაშინგტონისა და ბრიუსელის საგარეო დახმარებაზე და უსაფრთხოების დახმარებაზე. აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში უყრის კენჭს უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზაციას და "პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად", იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დაფინანსების პროცესს მზარდი წინაღობები ექმნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის 22-ე თვეში.
აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს
ამერიკელი სენატორები უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრიან კენჭს. ამის შესახებ სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და რესპუბლიკელების ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში მიუთითეს. მანამდე თეთრმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ამოეწურებოდა უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა. შუმერისა და მაკკონელის განცხადებით ირკვევა, რომ მომლაპარაკებლებმა „იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს“, თუმცა „რთული საკითხები გადასაწყვეტი რჩება.“ რესპუბლიკელების მოთხოვნა აშშ-მექსიკის საზღვარზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე, მთავარი საკითხია, რასაც რესპუბლიკელები უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე დათანხმებას უკავშირებენ. „ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში. ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ,“ - განუცხადა დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს სენატში. თავის მხრივ, სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთ ფრაქციის ხელმძღვანელმა ჯონ ტუნმა დაადასტურა, რომ შეთანხმება 2024 წლის დასაწყისამდე ვერ მიიღწევა. „დემოკრატებმა გააჭიანურეს [პროცესი] იმ მომენტამდე, ვიდრე რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევა სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე შეუძლებელი გახდა შობამდე,“ - აღნიშნა ტუნმა. აშშ-მ უკრაინას შეიარაღებისა და მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, 100 მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა და მოუწოდა, რომ ეს საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაემტკიცებინათ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საშობაო შესვენება კანონპროექტისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლად დაიწყო. იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ის დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველი რჩება, დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა. რესპუბლიკელთა ნაწილი კიევისთვის თანხის გამოყოფას აპროტესტებს. აშშ უკრაინისთვის დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, პირველ ადგილზეა. Bloomberg: ბაიდენმა რესპუბლიკელებს მიმართა წინადადებით, რომელიც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის
აშშ-ის კონგრესის ლიდერები 2024 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ
შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2024 წლის ხარჯების მთლიანი ოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ლიდერები შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის მოცულობა თითქმის 1,6 ტრილიონი დოლარია. 886 მილიარდი დოლარი თავდაცვის ხარჯია, 704 მილიარდი კი - სხვა სფეროების. შეთანხმებას 7 იანვარს მიაღწიეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა. მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე შეთანხმდნენ 69 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგებაზე, რომელიც მიმართული იქნება არათავდაცვით შიდა ხარჯებზე. შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერების შეთანხმება ახლა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უნდა დაამტკიცონ. მათ აქვთ ორ კვირაზე ნაკლები დრო, რომ თავიდან აიცილონ ზოგიერთი ფედერალური სამსახურის მუშაობის შეჩერება. კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად. „ორპარტიული დაფინანსების ჩარჩო, რომელსაც კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო მთავრობის შათდაუნი და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები. ეს ასახავს დაფინანსების დონეს, რომელზეც მე მოვილაპარაკე ორივე პარტიასთან და ხელი მოვაწერე კანონს გასულ გაზაფხულზე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მან „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, დაამტკიცონ მისი მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელის დახმარების თაობაზე. „ახლა, “რესპუბლიკელებმა“ უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე, შეწყვიტონ მთავრობის დახურვით მუქარა და შეასრულონ თავიანთი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დააფინანსონ კრიტიკული საშინაო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, ჩემი დამატებითი თხოვნა. დროა, იმოქმედონ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება
უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეთა კითხვებზე პასუხისას გააკეთა. მან ამის საფუძვლად დადებითი სიგნალები მოიყვანა. „ვფიქრობ, რომ ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა დისკუსია, დიალოგი და შეხვედრა გამართა. „ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ვკარგავთ დროს. ჩვენთვის ასე ძვირფას დროს. ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩასვლა, პარტნიორებთან საუბარი, შეხვედრები, მაგრამ ამის მიუხედავად, არის სამხედრო დროის პრიორიტეტები და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ძალიან დადებითი რეაქცია იქნება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინადადებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებებს უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ომამდე, “ვინაიდან უკრაინამ ომის დროს აჩვენა, რომ შეუძლია, ძლიერი იყოს და სახელმწიფოს რეფორმირება მოახდინოს.” ზელენსკი ბლინკენს: იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს." 16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე მომავალ კვირას, პარტიის ლიდერები სენატში მიაღწევენ შეთანხმებას სასაზღვრო საკითხებზე და მიგრაციის რეფორმაზე, რაც საბოლოოდ განბლოკავს უკრაინის მუდმივ დახმარებას. ბაიდენმა განმარტა, რომ მისი გუნდი უკვე ორი კვირაა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე ამ კონტექსტში ბაიდენმა აღნიშნა, რომ კითხვა რჩება, მზად არიან თუ არა პალატის სპიკერი და რესპუბლიკელები, რომ იმოქმედონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კანონმდებლები ყოველდღიურად „ცოტათი უფრო უახლოვდებიან“ უკრაინისთვის დაფინანსების გაგრძელებას. სენატში სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ უკრაინის თავდაცვის დახმარების ბოლო 250 მილიონი დოლარის პაკეტი, თითქმის ერთი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მას შემდეგ აშშ-ის მთავრობა კიევისთვის მეტი დახმარების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. „ამჟამად, სენატში ორივე მხარე გააფთრებით მუშაობს უკრაინის დახმარების კიდევ ერთი რაუნდის დასამტკიცებლად, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის დასრულებით. ყოველდღე ცოტათი ვუახლოვდებით ამას, მაგრამ ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი საკითხები. თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მიზნის მისაღწევად მუშაბა,”- განაცხადა სენატორმა შუმერმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
იენს სტოლტენბერგმა კონგრესში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა. მან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ნფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი NATO შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის. „NATO-ს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ზელენსკი კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის საჭირო დახმარებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას უმასპინძლა. აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 5 წევრისგან შედგება: მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი), რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე ფრენჩ ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი). „არ შეგვიძლია, აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს," - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ კონგრესმენების უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იმ დროს, როდესაც რუსეთი მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს. „ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ მეტყველებს, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ერის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით იმ გმირების, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან,” - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
აშშ-ის კონგრესმა მთავრობის ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს ამ კვირაში უყრიან კენჭს. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაახლოებით 20%-ს დაფინანსება შაბათს, ადგლობრივი დროით დილის 12.01 საათზე ეწურებოდა, დანარჩენ უწყებებს კი, მომდევნო პარასკევს. მიღების შემთხვევაში, მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, მთავრობის „შათდაუნის“ შესაჩერებლად მიღებული მეოთხე ასეთი ზომა იქნება სექტემბერის შემდეგ. „ვთანხმდებით, რომ კონგრესმა უნდა იმუშაოს ორპარტიული წესით ჩვენი მთავრობის დასაფინანსებლად,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ლიდერების განმარტებით, მომლაპარაკებლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ ექვს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ექვსს, სავარაუდოდ, 22 მარტამდე დაასრულებენ. „იმისთვის, რომ მივცეთ პალატისა და სენატის ასიგნებების კომიტეტს ადეკვატური დრო ამ გარიგების პრინციპის შესასრულებლად, საჭირო იქნება, მიმდინარე კვირას კენჭი ეყაროს მოკლევადიან რეზოლუციას 8 და 22 მარტის ჩათვლით უწყებების დასაფინანსებლად,“ - განაცხადეს ლიდერებმა. ამჟამად არ არსებობს დაუყოვნებელი გეგმა, რათა დაამტკიცონ 95 მილიარდი დოლარის გადაუდებელი ეროვნული უსაფრთხოების სახსრები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირეებისთვის. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ამ თვის დასაწყისში ლვოვში ვიზიტის დროს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინა ამერიკის დახმარების გარეშე ომის წაგების საფრთხის წინაშეა.
უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ბაიდენი კონგრესს მიმართავს
ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად
NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.
ბაიდენის მიმართვა - მთავარი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველწლიური ერისადმი მიმართვით ამერიკის საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა. პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ [ამერიკა] მის გვერდით ვიდგებით და მივაწოდებთ იარაღს. სულ ესაა რასაც უკრაინა ითხოვს.“ „ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ შემდეგია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ თავს არ დავხრით, მე თავს არ დავხრი. პირდაპირი მნიიშვნელობით: ისტორია გვიყურებს!“,- განაცხადა ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს. ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი და ხელმოსაწერად მას გადასცეს. უკრაინაზე საუბრის დროს, ბაიდენმა თავისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმ გამოსვლის გამო, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ მას რუსეთი დაესხმებოდა თავს. „რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი.“ ჩემი წინამორბედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი კი ეუბნება პუტინს: „გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პირველმა პირმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ ომზე და ღაზის სექტორში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამასთან ერთად მას ორმაგი პასუხისმგებლობაც აკისრია: „ისრაელს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან „ჰამასი“ უდანაშაულო მოქალაქეებში იმალება, როგორც მშიშარა. მაგრამ ისრაელი ვალდებულია უდანაშაულო ადამიანები დაიცვას“. როგორც მოსალოდნელი იყო, ერისადმი მიმართვის დროს, ბაიდენმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა: „შეუჩერებლად ვმუშაობდი, რათა ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია, რომელიც 6 კვირას გასტანს,“ - აღნიშნა ამერიკის პირველმა პირმა. ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ღაზის სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბარს მან დიდი დრო დაუთმო. „ისრაელის ხელმძღვანელობას ამას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი, ან ვაჭრობის საკითხი. უდანაშაულო სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანა, დროებითი პორტის აშენება უზრუნველყონ ღაზის მისადგომებთან, საიდანაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა იქნება შესაძლებელი. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ხმელეთზე არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გადავა და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მისიაა. რაც შეეხება რეგიონის მომავალს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ორი ქვეყნის გვერდიგვერდ ცხოვრება ერთადერთიპერსპექტივაა: „ერთადერთი სამომავლო გამოსავალი [ღაზა-ისრაელის შემთხვევაში] ორი ქვეყნის გამოსავალია და ამას ვამბობ მე, ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.“ ქვეყნის გარეთ ომების გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აშშ-ის სამხრეთის საზღვრის დაცვის ცვლილებებზეც, რამაც რესპუბლიკელ კანონმდებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ერისადმი მიმართვის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამერიკაში აბორტის უფლების თემას. ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის წარმატებასა და მედიკამენტების ღირებულების შემცირებაზეც. ბაიდენმა თავისი გამოსვლა განათლების რეფორმაზე, საგადასახადო წესების ცვლილებებზე, უძრავი ქონების საფასურზე, კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლის თემაზე საუბარსაც დაუთმო. მან ასევე ისაუბრა ამერიკელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გადასახადები, ინფლაცია და კრიმინალი. პრეზიდენტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი წინამორბედი რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებზე არასკმარის ზურნვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში გადაიბარა, თუმცა ახლა სიტუაცია ამერიკაში ამ მიმართულებით უმჯობესდება. წყარო - ამერიკის ხმა
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი „შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა „დაარწმუნონ ისინი, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს.“ „ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, გავეცანი მის შინაარსს. ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საფუძველს მოკლებული განცხადებაა. „რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული. იმასაც დავამატებ, რომ ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავალთ წინ. საჭიროა კომუნიკაცია, დიალოგიც, რათა ეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა მოიხსნას, რომ არ იყოს ეს ბუნდოვანება საზოგადოებაში შექმნილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონგრესმენები: აშშ-ის დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპორექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავებულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებას. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პუტინმა ეს კანონი გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, გაეუქმებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა სასტიკი დიქტატორული მმართველობა. „შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება,“ ნათქვამია განცხადებაში. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩართვის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს,“ წერენ კონგრესმენები.
აშშ-ის კონგრესმენების წერილი პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნეს, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს შემოთავაზებული მავნე კანონპროექტი.“ კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ თომას მაკკოლი და ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა - სულ 25 კონგრესმენი. „გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია. ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, თქევენს ქვეყანაში რუსეთის ჯარს შემოჭრიდან რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას,“ წერენ კონგრესმენები. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია მოცემული. აშშ-ის კანონმდებლები ამ წერილში უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. წერილის ავტორების მოსაზრებით, საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას.“ კონგრესმენები წერილში საუბრობენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე 29 აპრილს და წერენ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე. კონგრესმენები წერილში გმობენ „ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.“ კონგრესმენები ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ.“ კონგრესმენებს მოჰყავთ რუსეთის მთავარი პროპაგანდისტის და ფაშისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის განცხადება, რომ „საქართველო სწორ გზას ადგას“ და წერენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ. „საქართველოში ვითარება ცხადია, მთავრობას შეუძლია, შეისმინოს ქართველი ხალხის, ან გააგრძელოს ბნელი გზით სვლა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ,“ წერენ კონგრესმენები. „ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს, ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს“... ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს, რის შემდეგაც, წერენ ისინი, „მოხარული ვიქნებით მოვაწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურებისთვის.“ „იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას“, ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებას ძირი გამოუთხარა,“ წერენ ამერიკელი კონგრესმენები.
Politico-ს ცნობით, საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს
კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქციების დაწესებაზე მუშაობს. Politico წერს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე, “ორშაბათს“, წარედგინება აშშ-ის კონგრესს. პროექტში, რომელსაც POLITICO -ს გაეცნო, ნათქვამია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს შეერთებულ შტატებს, დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ სხვა ორგანიზაციებს და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, "კავშირის გაღრმავების მცდელობით, კერძოდ, რუსეთთან და ასევე ჩინეთთან." ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ორგანიზაციამ გუშინ, 19 მაისს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა გამოცემა Hill-ის სტატია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი, რომელზეც კონგრესმენი მუშაობს, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე. გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს “პრორუსული ხელისუფლება მიდის პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ” და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დემოკრატიულ პრინციპების ერთგულებას. კონკრეტული ინდივიდებისთვის სავიზო შეზღუდვებისა და სხვა სანქციების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეისწავლონ საქართველოში რუსული დაზვერვის შესაძლებლობები და ჩინური გავლენა. ის ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში “არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ის რუსეთის სასარგებლოდ ხორციელდება. ამ ზომების მისაღებად ასევე საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ხომ არ აარიდეს თავი საქართველოს ცალკეულმა მოქალაქეებმა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. გარდა ამისა, მოუწოდებს სანქციების დაწესებას მთავრობის სახელით მოქმედი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი. “უცხოეთის აგენტების” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას. კონგრესმენის კანონპროექტი მოუწოდებს “დემოკრატიის მონიტორინგის მიზნობრივი ჯგუფის” შექმნისკენ, “დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე” დასაკვირვებლად. ვილსონის კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" კანონის გაუქმების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ეკონომიკურ დახმარებას, მეტ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისთვის და სხვა. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, წვრთნა და აღჭურვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. დათქმული სარგებელი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც, უპირველესად, უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო. “აშშ-ის ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით,” – ნათქვამია უილსონის კანონპროექტში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
Politico: აშშ საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის
აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ მთავრობას უარს იტყვის მზარდ ანტი-დასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლას. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, ამ კვირაში წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის, „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია.“ თუმცა პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რისი მინიმალური დასტურიც იქნება სამართლიან, და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.“ Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ
აშშ-ის სენატში, სენატორები "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან. “ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს. “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს. "მათ შორის, პირველი: განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის: სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის. ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე. სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს. აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას," - ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმა” ავრცელებს. სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას. “მეორე ნაწილი: ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით. გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად. ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად". კანონპროექტის ინიცირება სენატში ამ კვირაში მოხდება. მასზე საუბრისას, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ამავდროულად, ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა. „როგორც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის მხარდამჭერი, ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით და ქვეყანაში პოლიტიკური მიმართულების სწრაფი ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს“, - აღნიშნა შაჰინმა. „კანონმდებლობა, რომელსაც მე და სენატორი რიში წარვადგენთ, აწესებს სერიოზულ ზომებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პოლიტიკის ცვლილებაზე და გადახედავს აშშ-ის დახმარებას ქვეყნისთვის, ის ასევე ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ,” - დასძინა მან. სენატორი რიში აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, ქვეყანას რუსეთისკენ შეაბრუნებს. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. თუმცა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემზარავი ეფექტით საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაზე. თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს უარი თქვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე, ის არ უნდა მოელოდეს ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას“, - განაცხადა რიშმა. „ცხადია, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა და უცხოური აგენტების კანონის გატანა საქართველოს რუსეთისკენ შეაბრუნებს," - ამბობს სენატორი რიში. „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონის განხილვისა და მიღების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, წარმომადგენელთა პალატაში, სენატის მსგავსად, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კანონპროექტი MEGOBARI უნდა წარადგინოს, სადაც ე.წ "უცოხეთის აგენტების" კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, ისეთი წახალისება მიიღოს ამერიკისგან, როგორიცაა, უვიზო მიმოსვლა, დამატებითი სამხედრო დახმარება ა.შ. კანონპროექტი ჯერ წარდგენილი არაა, თუმცა კონგრესმენი უილსონი ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართებულია. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
„მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ“ - კონგრესში MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს
შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. მოსმენა სახელწოდებით - "საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა" - ვაშინგტონში, 4 ივნისს გაიმართა. „ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი.” ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს. კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარია. "ახლახან, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეცვლის და ამასთან ერთად, რუსეთთან, თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, დაკავშირების ღია დეკლარაციას წარმოადგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში გატარებული პროდასავლური, დემოკრატიზაციისკენ მიმართული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონებისა და პოლიტიკის უხეში წესით მიღებაში. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ვექტორის ამ სტრატეგიულმა ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და [ამ ქმედებით ასევე] არღვევს ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის სრულად ამოქმედება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. და შედეგად, ევროპარლამენტმაც მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლებითაც საქართველო ევროკავშირისგან სარგებლობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უზარმაზარ და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის - პოტენციურად, ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დემოკრატიის მომხრე და პროდასავლურ მოსახლეობას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ ექაჩება და მზადაა ამ გზაზე ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს." ამერიკის ხმის ცნობით, ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის ზემოქმედებაზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე. მოწმეების სახით, ჰელსინკის კომიტეტში დღეს მოუსმინეს: ვანო ჩხიკვაძეს - სამოქალაქო საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ნატალი საბანაძეს - კონსულტანტს საქართველოს საკითხებში ევროპის დემოკრატიის ფონდში, "ჩათამ ჰაუსის" უფროს მკვლევარს და ასევე უილიამ კორტნის, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, რომელიც ახლა "კორპორაცია რანდში" უფროსი მკვლევარია. სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. მან 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ტრადიციაზე ისაუბრა. კონგრესმენმა უილსონმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული 6 მილიარდ დოლარზე მეტი უშუალო დახმარების შესახებაც ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლის ფაქტს ერაყსა და ავღანეთში. კონგრესმენის თქმით, საქართველოსთვის ახლა „კრიტიკული მომენტი“ დადგა და აშშ-სა და საქართველოს მტკიცე კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. კონგრესმენ უილსონის განცხადებით, ამის დასტურია „პუტინის სტილის“ კანონის შემოღება საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს ამას. „კანონი ღიად არის გამიზნული ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციისა და მათთვის ძირის გამოსათხრელად და კრიტიკული აზრის გამოხატვის შევიწროებისათვის. ეს „უცხოეთის აგენტების“ კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია, მთავრობის ანტიდემოკრატიული მიმართულებით შემობრუნების საქმეში,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა. კონგრესმენის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, „ამ ფონზე საქართველოს მმართველმა პარტიამ შეძლო, გამოენახა “ომის კრიმინალ პუტინთან” საერთო მიზანი,“ აღნიშნა უილსონმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კავშირების გაღრმავებას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არ დაუშვებს ქართულ დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმის უპასუხოდ დატოვებას. „ამიტომაც მივესალმები [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოცხადებულ პოლიტიკას სავიზო შეზღუდვებზე იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას,“ აღნიშნა მან. კონგრესმენი უილსონი ასევე მიესალმა კონგრესში წარდგენილ ახალ კანონპროექტს, აქტს სახელად „მეგობარი“, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებისას, დამატებით დამხმარე წყაროდ და გზამკვლევად გამოადგება. კონგრესმენმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის უფრო „მოქნილი“ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, „მძლავრი ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარების პაკეტების“ წარმოდგენით. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადდება,“ - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა. მისი თქმით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. „სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება,“ - განაცხადა უილსონმა. სხდომაზე მიწვეულ მოწმეთა ჩვენებების მოსმენასთან ერთად, ორპარტიულ ჰელსინკის კომისიაში სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი სტივ კოენი, სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ვიქტორია სპარცი. მოსმენის დასასრულს, ვანო ჩხიკვაძემ, ნატალი საბანაძემ და უილიამ კორტნიმ, შეერთებული შტატების კანონმდებელთა კითხვებს უპასუხეს. ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა, ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის.“ „ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლების სვლას რუსეთის ორბიტისაკენ,“ - განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ. ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს „მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად რაცხავს კრიტიკულ ხმებს. “ეს კანონი სიმპტომია და არა მიზეზი“ - რეპრესიის იარაღია, რომელიც წინასაარჩევნოდ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობას.“ უილიამ კორტნიმ მიმოიხილა დამოუკიდებელი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ამერიკა მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “თითქმის ოცდაათი წელია, რაც აშშ-სა და საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა გააჩნია. ახლა კი, ამერიკამ განაცხადა ვიზების შეზღუდვის შესახებ მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს - განაცხადა უილიამ კორტნიმ და აღნიშნა, რომ ამერიკამ შეიძლება, ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.