თეგი: კრამატორსკი
ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება
რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა. „ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. დიდება უკრაინას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. "რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს
პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა
პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - აცხადებს პენტაგონის მაღალჩინოსანი. 8 აპრილს ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა. ასევე წაიკითხეთ ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს
რუსეთის ავიაციამ კრამატორსკზე იერიში მიიტანა. არიან დაშავებულები
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის კერძო სექტორზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმამ 30-ზე მეტი სახლი დააზიანა. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იტყობინება. წინასწარი ინფორმაციით, დამპყრობლებმა ქალაქს S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. ჭურვი ორ საცხოვრებელს შორის მოხვდა. ავიაიერიშის შედეგად, კიდევ 32 სახლი დაზიანდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებები 16-დან 72 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს.
უკრაინული მედია რუსეთის ძალების მხრიდან მორიგი დაბომბვის შესახებ იუწყება
რუსეთის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ კრამატორსკიზე მიიტანეს იერიში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა კვლავ დაბომბეს სახანძრო სადგური ხერსონში, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა სერხი კრუკმა Facebook-ზე დაწერა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათი ნდობა შეუძლებელია. ჩვენი ქვედანაყოფის მორიგი დაბომბვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - წერს კრუკი. გარდა ამისა, ოფიციალური პირის თქმით, სულ მცირე ოთხი აფეთქება დაფიქსირდა. ცეცხლი გაუჩნდა კერძო საცხოვრებელ სექტორში მდებარე სახლს, რომელიც სახანძრო სადგურთან მდებარეობდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. „უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.
რუსეთის ძალებმა კრამატორსკზე ახალი იერიში განახორციელეს
დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ კრამატორსკზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. კრამატორსკის დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა მისი თქმით, ორმა რაკეტამ „დააზიანა 13 ორსართულიანი შენობა, 3 ოთხსართულიანი შენობა, საბავშვო კლინიკა და სკოლა, ავტოფარეხები და მანქანები“. მანამდე, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსი დააზიანეს. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, იტყობინება დონეცკის ოლქის პოლიცია.