თეგი: კრივი რიჰი

უკრაინა: რუსეთის არმიამ კრივი-რიჰზე კიდევ ერთი ავიაიერიში მიიტანა

რუსეულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ახალი სარაკეტო შეტევა განხორციელდა, - განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა. უკრაინა: რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კვლავ სარაკეტო შეტევა მიიტანეს „დარჩით თავშესაფარში. არ გადაიღოთ და არაფერი გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 14 სექტემბერსაც მიიტანა. ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს  

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს

კრივი-რიჰზე რუსული ძალების თავდასხმის დროს, Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ოლქის უფროსმა ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. რუსეთის ძალებმა კრივი რიჰის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს „დამპყრობლები ბარბაროსული დაბომბვით აგრძელებენ მშვიდობიანი თემისა და მოსახლეობის ტერორს. საღამოს, დაახლოებით 20:40 საათზე მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა კრივი- რიჰზე. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია“, - ნათქვამია ალექსანდრ ვილკულის განცხადებაში.  

უკრაინის საჰაერო ძალებმა კრივი რიჰთან, რუსეთის რაკეტები გაანეიტრალეს

კრივი რიჰის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები ჩამოაგდეს. ამის შესახებ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა Telegram-ზე განაცხადა, იუწყება Ukrinform. კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინული მედია: ძლიერი აფეთქებებია - დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში „Kryvyi Rih. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ჩამოგდებულია რაკეტები. ყველა თავშესაფრებში დარჩით, საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე", - ნათქვამია შეტყობინებაში. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა 10 ოქტომბრის დილიდან, აფეთქებები ისმის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში: ვინიცაში, ლვოვში, კიროვოგრადში, მიკოლაევში, პოლტავაში, ტერნოპოლში, ჟიტომირში, კიევში. რუსეთის ძალები უკრაინაზე მასიურ შეტევას ახორციელებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის ძალებმა კრივი რიჰი დაბომბეს

კვირა დილით, რუსეთის ჯარებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰზე, სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა. „ორი რუსული რაკეტა მოხვდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს, რომელიც სრულად განადგურდა“, - თქვა ვალენტინ რეზნიჩენკომ, დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. საჰაერო განგაში გამოცხადდა დილით პოლტავის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინული სააგენტოების ცნობით, ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის კრასნოგრიგორევსკის და მარგანეცკის თემები ენერგოდარის ტერიტორიიდან გრადოვისა და არტილერიის დაბომბვის ქვეშ მოექცა, სადაც საჰაერო იერიში თითქმის 9 საათს გაგრძელდა.  

რუსეთის ძალებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალუების სარაკეტო იერიშის შედეგად, კრივი რიჰზე სამი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.  „ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა გაუშვეს კრივი რიჰის მიმართულებით. მათ დაარტყეს სამრეწველო საწარმოს", - ნათქვამია ანგარიშში. სარაკეტო იერიშის შედეგად საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული საწარმოო სახელოსნოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ოკუპანტებმა დაბომბეს ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურა და ნიკოპოლის რეგიონიც. თავდასხმის დეტალები ზუსტდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. არის ნგრევა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო თავის Telegram არხზე იტყობინება. „ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - წერს კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე. უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.