თეგი: კრივი-რიჰი
ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები კრივი-რიჰზე, მოსკოვის მცდელობები, დათესოს პანიკა, შექმნას საგანგებო მდგომარეობა, ვერ გატეხს უკრაინას და მტერი მიიღებს სამართლიან პასუხს. „ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჯერად - სარაკეტო დარტყმა ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე და კრივი-რიჰის დატბორვის მცდელობა. ოკუპანტებს შეუძლიათ, დათესონ მხოლოდ პანიკა, შექმნან საგანგებო მდგომარეობა, შეეცადონ, დატოვონ ხალხი სინათლის, გათბობის, წყლისა და საკვების გარეშე. შეიძლება, ამან დაგვატეხოს? სულაც არა. გაეცემათ თუ არა მათ სამართლიანი პასუხი და იქნება ანგარიშსწორება? დიახ, აუცილებლად“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კვლავ სარაკეტო შეტევა მიიტანეს
რუსულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს სარაკეტო შეტევა კრივი-რიჰზე. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა. „დარჩით თავშესაფრებში. არ გადაიღოთ და არაფერი გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში", - წერს ვილკული. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 14 სექტემბერსაც მიიტანა. ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს
კრივი-რიჰზე საჰაერო განგაშია
კრივი-რიჰზე, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. „დაფიქსირდა რაკეტის გაშვება კასპიიდან“, - ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა Telegram-ში დაწერა, იუწყება Ukrinform. „კრივი-რიჰ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო დაბომბვას. რაკეტები გაუშვეს კასპიის ზღვიდან და „კამიკაძე-დრონების“ რამდენიმე ჯგუფი სამხრეთიდან", - წერს ვილკული. საჰაერო თავდასხმის სიგნალი ისმის დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში.