თეგი: კრისტალინა გიორგიევა
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება
საერთაშორის სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ 2022-2023 წლებში მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, ეკონომიკის შემცირება შეეხება 143 ქვეყანას, რას მსოფლიო შიდა პროდუქტის 86%-ია. „მსოფლიო ეკონომიკის შემცირების მთავარი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომი, ინფლაცია, ფინანსური შეზღუდვები, ჩინეთში კარანტინის ხელმეორედ შემოღება და შეფერხება პროდუქტების გლობალურ მოწოდებაში“, - აღნიშნა გეორგიევამ. მისი თქმით 2022 წლის იანვარში სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,4%-მდე შეამცირა. „მას შემდეგ პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდა, ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გამო“, - აცხადებს გეორგიევა. სავალუტო ფონდის დირექტორის ინფორმაციით, სსფ-ს პროგნოზით, ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება