თეგი: კრისტოფერ კავოლი

ევროპაში NATO-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს

ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლის კანდიდატურა დაამტკიცა. კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურია. ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზეის ტოდ უოლტერსს შეცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიაში გაიმართება. კავოლის დანიშვნას, NATO-ს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.  

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნება

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა. „ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, ამ ქვეყნის სილამაზის, გემრიელი სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის განცდა, ეს არაჩვეულებრივია. მაგრამ, ყველაზე მეტად სასიამოვნოა იმ კარგი და მტკიცე ურთიერთობის განცდა, რაც ქართველ სამხედროებთან გვაქვს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში შესანიშნავი პროგრესი განიცადა, ძალების პროფესიონალიზაციის კუთხით და ჩამოყალიბდა ისეთ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დაცვა. სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს“, - განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ. საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

ამერიკელი გენერალი: შავი ზღვის რეგიონს მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

NATO-ს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობს. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს USEUCOM-ისთვის, მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა,“ აღნიშნა კრისტოფერ კავოლიმ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიური ძალისხმევის მარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში - ეს იყო თემა, რომელიც 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა. ბუქარესშტი გამართულ კონფერენციაზე USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი შეიკრიბა. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთელი მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე. ბუქარესტში გამართულმა დისკუსიამ, საფრთხეების წინააღმდეგ და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერების ძალისხმევა გააძლიერა. დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში,  რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია