თეგი: კრის კუნსი
სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ
„შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ“, - განაცხადა სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. „ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რომელიც ვიზიტის დროს დელეგაციას უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ამ კვირაში უხელმძღვანელებს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, კონგრესვუმენი ქეთლინ რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი. დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა COVID19-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა. სენატორი კრისტოფერ კუნსი ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულმომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას. სენატორი პიტერსი: რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში. ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. სენატორი ბობ ქეისი: იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე. პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა. კონგრესვუმენი რაისი: ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე, საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად. კონგრესმენი სისილინი პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე. კონგრესვუმენი მერფი პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად.
სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ
ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში, ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება. „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებულ იქნას. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რომ რეაგირება მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ. რაც შეეხებათ ქართველებს, მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.
აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც 21 აპრილს, დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშანთვისებებით ვლინდება. „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ. რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა. სენატორ კუნსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაეროში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა. „მადლობა ქართველებს, რომ ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში ჩვენ გვერდით იდგნენ და თავი გაწირეს... ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ პარტნიორობა წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს საერთო ფასეულობების თანახმად მუშაობას. გვინდა, რომ წინ წავიდეთ... მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია“, - დაამატა კუნსმა. „დემოკრატია უნდა გაძლიერდეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო ერთად დადგეს“, - ამ გზავნილით თავის მხრივ, გარი პიტერსმა ისაუბრა საქართველოში ვიზიტის მიზნებზე. „სწორედ ამიტომ, მინდოდა, ჩამოვსულიყავი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად და გაერთიანებული ხმა მიგვეწვდინდა ხალხისთვის; გვეთქვა, რომ დემოკრატია იქნება ძლიერი და გაერთიანებული. ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ადამიანების წინააღმდეგ. უკრაინელები დაუჯერებელ სიმტკიცესა და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, როგორც ჰუმანიტარული ასევე სამხედრო დახმარებით. რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო ამ კვირების განმავლობაში? არამარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიამ გაიაზრა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო და უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან... გვინდა, რომ მეტი გავიგოთ საქართველოს შესახებ. მინდა, ყველას ვაცნობო საქართველოში, რომ მე მინდა, გაგრძელდეს მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია, თქვენთან მშენებლობის პროცესშია", - განაცხადა გარი პიტერსმა. სენატორმა ბობ კეისმა უკრაინელებისამი ქართველების მხარდაჭერაზე ისაუბრა. ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორის მიმართ, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს სჩადის. კონგრესმენმა დევიდ სისილინმა საქართველოს NATO-ს წევრობის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მადლობას ვუხდი საქართველოს გაეროს ორ მნიშვნელოვან კენჭისყრაში აშშ-ის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მიზნით. იმედი გვაქვს, რომ NATO-ს წევრობის მიმართულებით პროგრესს განვაგრძობთ. უნდა განვაგრძოთ დიდი სამუშაოს გაწევა, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. აშშ ამ მიმართულებით თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება. სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს, რუსეთიდან გადმოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს. ამავე თემაზე სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსიმ განაცხადა. "დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას", - განაცხადა კუნსიმ. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.
სენატორების და კონგრესმენების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება. „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებული იქნას. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ. რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
კრის კუნსი: ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „უკვე 30 წელია, ჩვენ ვართ პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ აქ, თქვენს სასახლეში, ამ შენობაში, რომელიც ადრე შეერთებული შტატების შენობა იყო. 30 წელია, რაც ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ. ახლახან ვესტუმრეთ ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც გაიზარდა იმ გარემოში, იცის, თუ როგორია აგრესია. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის, თუ რა იყო ომი და ჩვენც, დელეგაციის მასშტაბით ნამდვილად მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად“, – განაცხადა კრის კუნსმა. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
სალომე ზურაბიშვილი კრის კუნსს: დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს
როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა. დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა. „ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომს საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახლი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა