თეგი: კურსკი
9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი ბელგოროდის შემდეგ, კურსკშიც გაუქმდა
რუსეთის ქალაქ კურსკში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაუქმდა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. 9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას ბრიანსკის რეგიონშიც გაუქმდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით, მტრის პროვოცირება არ სურდა.
რუსეთი იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა
გუბერნატორ რომან სტაროვოიტის განცხადებით, „რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა.“ მისივე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. „უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა," - წერია გუბერნატორის განცხადებაში. ადგილზე მობილიზდა სამაშველო სამსახური. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
რუსული მხარე აცხადებს, რომ კურსკში დრონის შეჯახებამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა
კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის განცხადებით, ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა და კორპუსის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა,“ - წერს ოლქის გუბერნატორი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
უკრაინელებმა კურსკში დრონით თავდასხმა განახორციელეს, 7 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში ელექტრო ქვესადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოლქის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian-ს უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებმა განუცხადეს. „სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - აცხადებენ წყაროები გამოცემასთან საუბარში. წყაროს თქმით, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, მკაცრ პასუხს მიიღებენ.
რუსეთის კურსკის ოლქი დრონების სამიზნე იყო
რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება. სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტოებმა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს კურსკის ოლქის სამ რაიონში. გუბერნატორის თანახმად, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტაროვოიტი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ბოლო ხანს, კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, - აცხადებენ უწყებაში. კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.
რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის
რუსული მხარის განცხადებით, რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. „კურსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე," - დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამ არხზე. უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორ აღწერს BBC კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
მეორე დღეა, უკრაინიდან დაწყებული იშვიათი შეჭრა რუსეთის საზღვრისპირა კურსკის რეგიონში, გრძელდება. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ იქ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა უკრაინა "კიდევ ერთ დიდი პროვოკაციაში" მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ სამშაბათს დილით ასობით ჯარისკაცმა გადაკვეთა საზღვარი ქალაქ სუჯისთან, ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრში (ექვსი მილი). „მათ მხარს უჭერდა 11 ტანკი და 20-ზე მეტი ჯავშანტექნიკა,“ დასძინა კრემლმა. თუ დადასტურდა, ეს იქნება კიევის იშვიათი და მოულოდნელი შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. სმირნოვმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა რეგიონის ის ადგილები, რომლებიც თავდასხმის ქვეშ იყო და რომ ექიმები მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან მიდიოდნენ დახმარების აღმოსაჩენად. კიევს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი საზღვრისპირა თავდასხმის შესახებ ცნობებზე. ოთხშაბათს ნაშუადღევს სატელევიზიო გამოსვლებში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ „წინსვლა“ კურსკის ოლქში შეჩერდა, როდესაც რუსული ძალები „აგრძელებენ მოწინააღმდეგის განადგურებას რუსეთ-უკრაინის საზღვრის პირდაპირ მიმდებარე რაიონებში.“ გერასიმოვმა ასევე განაცხადა, რომ 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი შევიდა რეგიონში ქალაქ სუჯის მიმდებარე ტერიტორიის აღების მიზნით და რომ რუსულმა ძალებმა უკვე მოკლეს 100 კაცი და დაჭრეს კიდევ 215. თუმცა ზოგიერთი პოპულარული და ზოგადად კარგად ინფორმირებული - ომის მომხრე Telegram არხი ვარაუდობს, რომ სიტუაცია ადგილზე არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც ეს კრემლმა განაცხადა. ბლოგერმა იური კოტენოკმა ბრძოლებს მძიმე უწოდა, ხოლო არხმა Rybar-მა განაცხადა, რომ სიტუაცია სუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება და უკრაინული ფორმირებები ქალაქისკენ მიიწევენ. BBC ამ განცხადებების გადამოწმებას ვერ ახერხებს. „ათასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა თავისი სახლები,“ აცხადებენ კურსკის ოფიციალური პირები, ხოლო რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება გააძლიერა - სადგური სუჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კილომეტრში (43 მილი) მდებარეობს. მოსკოვში უშიშროების საბჭოს სხდომის წინ გამოსვლისას, პუტინმა უკრაინული ძალები სამოქალაქო შენობებსა და რეზიდენციებზე „განურჩევლად სროლაში“ დაადანაშაულა. რუსეთი ასევე საუბრობს მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლზე. ინტერნეტში გამოქვეყნებული კადრები, რომელიც ასევე დადასტურებულია BBC-ის მიერ - აჩვენებს, რომ სამშაბათს, რეგიონში გამანადგურებელი თვითმფრინავები დაბლა დაფრინავდნენ, ადგილზე კვამლიც ამოდიოდა. მეზობელ ბელგოროდის რეგიონში, გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა სარაკეტო თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი უკრაინის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაშავდა. ოთხშაბათს, ვოლოდიმირ არტიუხმა, უკრაინის სუმის რეგიონის ხელმძღვანელმა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების ევაკუაციის ბრძანება გასცა. უკრაინის არმიის ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა Nexta-ს განუცხადა, რომ თავდასხმა "პრევენციული" ხასიათის იყო და რომ დაახლოებით 75,000 რუსი ჯარისკაცი კვლავ აგრძელებს საზღვრებთან შეკრებას. მაისში რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი ტრანსსასაზღვრო შეჭრის შემდეგ, არსებობდა შიში, რომ მოსკოვი იგივეს შეეცდებოდა ჩრდილოეთით მდებარე სუმის რეგიონში. იმის გამო, რომ უკრაინამ ახლა რამდენიმე დასახლება აშკარად დაიპყრო, ეს ამბიციები შესაძლოა, ამ დროისთვის იმედგაცრუებას იწვევდეს. ეს არ არის პირველი შეჭრა რუსეთში, უკრაინაში ბაზირებული მებრძოლების მიერ. კრემლის მოწინააღმდეგე რუსების ზოგიერთმა ჯგუფმა რეიდები შარშან დაიწყო. მარტში ძალები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში კვლავ გადავიდნენ, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში ჩაერთნენ. მომზადებულია BBC-ის მიხედვით პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
რუსეთმა კურსკის რეგიონში "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა
კურსკის რეგიონში, სადაც უკრაინის ძალები ოთხი დღეა, შეიჭრნენ, რუსეთმა 9 აგვისტოს "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი." რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის, Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები. სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება. რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი არ იყო მზად კურსკის რეგიონში საზღვრის გარღვევისთვის
რუსეთი არ იყო მზად კურსკის რეგიონში საზღვრის გარღვევისთვის. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ცენტრის მეთაურის მოადგილე იანეკ კესელმანის თქმით, მოსკოვს მოუწევს ჯარების გადანაწილება სხვა მიმართულებებიდან. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებები არ იყვნენ მზად ამ რეგიონში უკრაინის შეტევისთვის და თავდასხმა მათთვის მოულოდნელი იყო," - აღნიშნა კესელმანმა. ის ვარაუდობს, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა, 15 კილომეტრით დაწინაურდნენ კურსკის რეგიონში. ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი იძულებული გახდება, თავდაცვისთვის ქვედანაყოფები გადაანაწილოს. „შესაძლოა, რეგიონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მეორე ხაზი ნაწილობრივ დაირღვეს. უკრაინის წინსვლა კურსკის რაიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსული შენაერთების გადანაწილებას სხვა მიმართულებებიდან, რათა უზრუნველყონ რუსული პოზიციების დაცვა და კონტრშეტევა უკრაინული ძალების წინააღმდეგ ამ რეგიონში,“ - აღნიშნა ესტონელმა დაზვერვის ოფიცერმა. ბრძოლა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გაარღვიეს საზღვარი კურსკის რეგიონში. თავდაპირველად, რუსეთი ამტკიცებდა, რომ მათ შეაჩერეს წინსვლა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში ბრძოლები უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ბრძოლებმა მიაღწია ქალაქ სუჯას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია, მათ შორის, ელექტროქვესადგური და სადგური, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპაში გადადის. უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
WSJ: კურსკის გამო რუსეთს უკრაინიდან გაჰყავს ჯარის ნაწილი
რუსეთი იძულებულია კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, უკრაინიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალების ნაწილი. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია, რომ კურსკზე უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა. წყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა, თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს. კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა, საიდან არ დაუკონკრეტებია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ქალაქ სუჯას სრულად აკონტროლებს
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს და იქ სამხედრო სამეთაურო პუნქტს აყალიბებს. მანამდე, უმაღლესი მთავარსარდლის სხდომაზე განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომ უკრაინის არმიის მიმდინარე შეტევის ფონზე, სამხედრო კომენდატურა შეიქმნა. მისი განმარტებით, კომენდატურა უზრუნველყოფს მართლწესრიგს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იზრუნებს. უწყებას სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი. „გენერალმა სირსკიმ ასევე მომახსენა ქალაქ სუჯის რუსი სამხედროებისგან განთავისუფლების დასრულების შესახებ. და იქ ახლა იქმნება უკრაინის სამხედრო სამეთაურო პუნქტი. გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. საერთო ჯამში უკვე 80-ზე მეტია,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის. უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. „ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო 15 აგვისტოს, შუადღისთვის, - 500 მეტრიდან 1500 მეტრამდე მანძილზე,“ განაცხადა გენერალმა სირსკიმ. უფრო ადრე, უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა, კურსკის რეგიონის მცხოვრებლებს შესთავაზა ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე. უწყებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა. "უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას იცავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ კურსკის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის საჭირო დაცვასა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას," - აღნიშნა ვერეშჩუკმა.
უკრაინამ კიევის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში კომენდანტი დანიშნა
გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი ისტორიაში გახდა პირველი კომენდანტი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე წარმოადგენს. BBC წერს, რა არის ცნობილი მოსკალევის შესახებ და რა ფუნქციები ექნება მას ახალ თანამდებობაზე. BBC-სთან საუბარში, ედუარდ მოსკალევს ფუნდამენტურად არასაჯარო პიროვნებას უწოდებენ, რომელიც პრესის ყურადღებას შეგნებულად გაურბის. მის პროფესიულ გზაზე ზოგად შთაბეჭდილებას მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ფაქტი ქმნის. ის 50 წლისაა. 2000-იანი წლების შუა წლებში დაამთავრა კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემია. ცნობილია, რომ 2012 წელს ხელმძღვანელობდა სატანკო პოლკს უკრაინაში ცნობილ დესნას სასწავლო ცენტრში. 2014 წლის სექტემბერში პოლკოვნიკმა მოსკალევმა ბოგდან ხმელნიცკის მე-3 ხარისხის ორდენი მიიღო, რაც დონბასის ბრძოლებში რუსეთის ჰიბრიდული შეჭრის პირველი თვეებიდან მის მონაწილეობაზე მიუთითებს. 2018 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, ედუარდ მოსკალევმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 2022 წლის მარტში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმჟამად სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „ვოსტოკის“ შტაბის უფროსი - მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად დანიშნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ხელმძღვანელობდა ჯარების ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში. პარალელურად, მოსკალევმა ბოგდან ხმელნიცკის მე-2 ხარისხის ორდენი მიიღო. ზელენსკიმ გენერალი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან 2023 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ამის შემდეგ მოსკალევი იყო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ოდესის", ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის "დონეცკის" მეთაური, შემდეგ კი, თავის წინა თანამდებობაზე ოდესაში დაბრუნდა. 2024 წლის 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდე სირსკიმ გამოაცხადა, რომ ედუარდ მოსკალევი ახლად შექმნილი კომენდანტის ოფისის უფროსად დაინიშნა, რომელიც კურსკის რეგიონში იმუშავებს. „კანონიერებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა სამხედრო კომენდანტის ოფისი. მის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი მოსკალევი," - განაცხადა სირსკიმ. „ჩუმი, საკმაოდ თავშეკავებული, საკმაოდ მკაცრი ადამიანი, რომელიც მხოლოდ მის უახლოეს ნაცნობებთან იხსნება,“ ასე აღწერს BBC-ის წყარო მოსკალევს. გამოცემა წერს, რომ მოსკალევი დიდ დროს ატარებს ჯარისკაცებთან უშუალო კომუნიკაციაში. ”ის ძალიან ეფექტიანია, ის არ ააშენებს პოტიომკინის სოფლებს,” - განუცხადა წყარომ BBC-ს. ალბათ, ეს იყო ქალაქ სუჯაში კომენდანტად მისი დანიშვნის მთავარი მიზეზი. BBC-ის წყაროს თქმით, ამ თანამდებობაზე, გენერალს არ მოეთხოვება სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა - ამას სხვა ადამიანები პირდაპირ ახლა აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. მას, როგორც მკაცრი და ეფექტიანი მენეჯერისა და ორგანიზატორის თვისებების გათვალისწინებით, კურსკის რეგიონში გზავნიან. BBC-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკის ოლქში სარდლობისთვის შემდეგი ამოცანები განუსაზღვრა: ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროს მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების გაცემა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და სხვა საჭირო დახმარების გაწევა, ამ ტერიტორიაზე ადამიანთა და ტვირთების ნაკადების ლოგისტიკის ორგანიზება. შექმენით პირობები ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში შეჩერდებიან კურსკის რეგიონში. კომენდანტურს მოსკალევის ხელმძღვანელობით მოუწევს, არამხოლოდ შექმნას ნორმალური ცხოვრების გარკვეული მაგალითი, რამდენადაც ეს შესაძლებელია დღევანდელ ვითარებაში, არამედ, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჯარი სხვა სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „და ამით აჩვენებენ გასაოცარ კონტრასტს რუსი სამხედროების ქცევასთან უკრაინის მიწებზე, რომლებიც მათ 2022 წლიდან დაიკავეს,“ წერს BBC. ამავდროულად, უკრაინის მიერ კომენდანტის დანიშვნა რუსეთის ტერიტორიებზე, არ ნიშნავს, რომ კიევს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ - ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „კიევი აღნიშნავს, რომ ის ქმნის „უსაფრთხოების ზონას“ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა დაიცვას უკრაინის სასაზღვრო სუმის რეგიონის მოსახლეობა რუსული დაბომბვისა და თავდასხმებისგან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინული ძალების მოულოდნელ ოპერაციას შესაძლოა სხვა სამხედრო და პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდეს. მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის მიერ კურსკის რეგიონში კომენდანტურის შექმნაზე. ომის მომხრე ტელეგრამ არხებში ეს ნაბიჯი ხასიათდება, როგორც კიევის მიერ რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. დასავლური მედია იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გათხრები დაიწყეს. ეს შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ ისინი უახლოეს მომავალში არ აპირებენ უკან დახევას მათ მიერ დაკავებული მიწებიდან,“ წერს BBC. შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ეს ცნობა ოფიციალურად პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 აგვისტოს დაადასტურა. 14 აგვისტოს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 40 კვადრატული კილომეტრის ფართობი აიღეს. იმავე დღეს ზელენსკიმ შეხვედრა გამართა კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხედრო სარდლობის ოფისების შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. 15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, მათ შორის, სპეციალური ძალების ქვედანაყოფ “ახმატის” წევრები. 16 აგვისტოს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კიდევ 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქის ზოგიერთ რაიონში. კიევმა განაცხადა, რომ დაიპყრო 1150 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ტერიტორია და 82 დასახლება, მათ შორის, ქალაქი სუჯა.
კანადა უკრაინას უფლებას აძლევს, მის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს
კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ კანადის მიერ მოწოდებული ტანკები და ჯავშანტექნიკა. „კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას,“ განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ანდრე-ენ პულინმა. მისი თქმით, რომ უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს.“ ცნობისთვის, კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4 ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე, რამდენიმე M-777-ის ჰაუბიცა. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანული იარაღი შეიძლება, გამოიყენონ უკრაინულმა ძალებმა რუსეთში ოპერაციების დროს, მაგრამ შეზღუდვები რჩება შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებაზე. უკრაინამ კიევის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში კომენდანტი დანიშნა