თეგი: კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცახდა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მისი თქმით, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე წლის წინ, ამ საკიხზე „რასმუსენის ფორმულა“ წარმოადგინა. „ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა. ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო. „ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა. „დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
კურტ ვოლკერი: ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის იმპერიალისტური ომი მეზობელბის წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა და ეს საქართველოში მოხდა. ამასთან დაკავშირებით ვოლკერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ „მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბოთ და ხალხს შევახსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, გრძელდება ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცეტრირებული, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა, ეს საქართველოში მოხდა. ისინი ახლა უკრაინაში უფრო სასტიკები არიან და მათი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „რუსთავი2-ის“ ცნობით.
ვოლკერი: ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და NATO-ში გაწევრიანება
ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. „ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან უკრაინაში, ასევე, შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც NATO-ში წევრიანდებიან ვხედავთ - თუ არ ხარ ევროკავშირში ან NATO-ში, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
კურტ ვოლკერი: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან
Europetime-თან ექსკლუზიურად, NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე. ამერიკელ დიპლომატს ასევე ვკითხეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შემუშავებასა და საქართველოსთან მსგავსი იდეის თანხვედრის საკითხზე. კურტ ვოლკერმა თავდაპირველად უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ყველა სცენარისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გათვალისწინებით. ამერიკელი დიპლომატი არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან დასავლეთთან კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების გადადგმას. „თუ ყველა სცენარს ვიგულისხმებთ და წარმოვიდგენთ იმასაც, რომ რუსეთი სიტუაციით ისარგებლებს და საქართველოს წინააღმდეგაც გააფართოებს ომს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ყველა მზად უნდა იყოს, თუმცა მე ნამდვილად არაფერს ველოდები. რუსეთს ძალიან უჭირს უკრაინულ ძალებთან (გამკლავება. რედ), მაგრამ მზადყოფნა ყოველთვის კარგია. ვფიქრობ, მეორე სცენარი, უკრაინაში რუსეთის წაგებაა, რაც გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით - როდესაც რუსეთი არ არის სტაბილური, არ არის პროგნოზირებადი და აქვს რამდენიმე შიდა გამოწვევა ომში წაგების შედეგად. რაც შეეხება საქართველოს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან“, - ამბობს კურტ ვოლკერი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია მიიღო, მსგავსი კონცეფციის განხილვა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიერ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა. ამ შეკითხვის საპასუხოდ, კურტ ვოლკერმა Europetime-თან აღნიშნა, რომ ლიეტუვა NATO-ს წევრია, რაც მას უფლებას აძლევს, ალიანსის მხარდაჭერას იმედი ჰქონდეს. „ალბათ, თან კი და თან არა. წინააღმდეგობის, ასევე, ტერიტორიული თავდაცვის შესახებ კონცეფცია კარგი იდეაა. პირველ რიგში, ლიეტუვა NATO-ს წევრია. მას სრული უფლება აქვს, NATO-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ის უსაფრთხოების გარემოს ნაწილია. საქართველოს შემთხვევას რაც შეეხება, საქართველოს ჯერ ვერ სარგებლობს NATO-ს წევრობით, ამიტომ, უნდა გააკეთოს ის, რაც სჭირდება ევროკავშირში მოსახვედრად და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ალიანსში გასაწევრიანებლად. იხსნება ფანჯარა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ღია საქართველოსთვის, ამიტომ, ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოთ“, - განუცხადა NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.
კურტ ვოლკერი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რეალური გახდება, როცა რუსეთი ომს შეაჩერებს
„ვერავის ვერ მიიღებენ NATO-ში ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს. რისკები ძალიან მაღალია, როცა ადამიანები საუბრობენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. NATO-ს არ სურს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ყოფნა რუსეთთან. ასე რომ ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვლება,“- ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს ამასთან, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვითარება შეიცვლება. „მაგრამ ჩემი აზრით დანახული პერსპექტივა არის ის, რომ უკრაინას ექნება პროგრესი რუსეთის დამარცხებასა და სამხედრო ძალის განდევნაში. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთში შეიცვლება პროცესები. არ ვფიქრობ, რომ როცა რუსეთი დამარცხდება, პუტინი ხელისუფლებაში დარჩება. ამის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება ძალიან რეალური გახდება, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს შეაჩერებს და ცნობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას აქვს ძალიან კარგი თავდაცვითი პოტენციალი და უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ზუსტად ამავე დროს უნდა გახდეს საქართველოც NATO-ს წევრი. აქ არ უნდა იყოს ჩავარდნა დროში, ორივე ქვეყანა ერთდროულად უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლკერმა.
კურტ ვოლკერი: ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ეს წელს უნდა მოხდეს
„ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ეს წელს უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვას ასეთი ეკონომიკური რეფორმები არ ჩაუტარებია როგორც საქართველოს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შესთავაზეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ევროკავშირმა უთხრა საქართველოს, რომ არის 12 საკითხი რომელზეც უნდა იმუშაოთ. ჩვენ გადავხედავთ თქვენს პროგრესს და მოგანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ ყველაფერი წესრიგში იქნება. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ ეს საკითხები შესაბამისობაში იყოს. იყო დიალოგი ბრიუსელთან ამის შესახებ. ამის შესახებ საუბრები იყო ოპოზიციასთანაც. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
რუსებს ახლა უკრაინაში წინსვლა არ შეუძლიათ - კურტ ვოლკერი
NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცუდ მდგომარეობაში არიან და უკრაინაში წინსვლა აღარ შეუძლიათ. ვოლკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან კონტრშეტევას“ გეგმავს. „პირველ რიგში, ჩვენ ყველა გადაჭარბებულად ვაფასებდით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს და ჩვენ არ ვაფასებდით უკრაინის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ვოლკერმა Express.co.uk-თან საუბრისას. მისივე თქმით, რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა შეცდომაში შეიყვანეს პუტინი. „ჩვენც შეცდომაში შევედით. სისტემაში გაცილებით მეტი კორუფცია, არაეფექტიანობა და ლიდერობის პრობლემები იყო“, - აღნიშნა ვოლკერმა.
ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულის დასაწყისი - კურტ ვოლკერი
ჩვენ ახლა ვუყურებთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულის დასაწყისს“, - ამბობს NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი CNN-თან სატელევიზი ინტერვიუში. ის ამერიკულ ტელეარხს ესაუბრება რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. ბოლო ცნობებით, რომელსაც BBC ავრცელებს, მოსკოვის მერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
კურტ ვოლკერი: შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს
შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი.“ ამის შესახებ „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. „პუტინი არ აღიარებს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას. ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც რომ შეეძლოს, ის ცდილობს, განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები. აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მხარს უჭერს ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო. მეორე ინტერესის სფერო არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. რუსეთ კი ცდილობს შავი ზღვის რეგიონში დომინირებას. შავი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ია რუსეთის და ცდილობს, გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა. ეს საზიანოა ყველასთვის, ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს წევრ ქვეყნებზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი“, - განაცხადა „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ უოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
კურტ ვოლკერი: საქართველოს უდიდესი პრობლემა არის პოლარიზაცია
„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის, ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველო აყვავებულ ქვეყნად იქცეს. მისი შეფასებით, ქართველეა სწორედ ამისთვის უნდა იმუშაონ. ვოლკერის შეფასებით, ყველაზე იმედის გამაცრუებელი იმის ხილვაა, რომ ქართველები საუბრობენ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ოპოზიციურ პარტიას თუ სამთავრობო პარტიას. „ყველა საუბრობს იმას, რაც მათ სურთ და არ შეუძლიათ ერთად მუშაობა,“ - აღნიშნა კურტ ვოლკერმა. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდა, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საუკეთესო რამ, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდის შენარჩუნებაა, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის დამარცხება, საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც ყველაფერს შეცვლის. ვფიქრობ ეს მოხდება, არ მგონია, რომ ამ ომში პუტინი გამარჯვებას შეძლებს, უკრაინის ტერიტორიებს დაიკავებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება რუსეთის პრეზიდენტი“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.
კურტ ვოლკერი: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია
NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება და თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, კონფერენცია როცა პირველად დაფუძნდა, მას ჰქონდა ორი პრინციპული ამოცანა და ეს ამოცანები დღესაც რელევანტურია. „პირველი ამოცანაა დასავლეთიდან ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, რომ მათ ეს ქვეყანა გაიცნონ, რადგან ბევრი მცდარი შეხედულებაა საქართველოს შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა შორსაა და ეგზოტიკურია. ფრენას მთელი ღამე სჭირდება და ფიქრობ, რომ ის ახლო აღმოსავლეთშია. ამ ხალხის ჩამოყვანა და ქვეყნის გაცნობა მნიშვნელოვანია, რათა მათ თავად იგრძნონ და ნახონ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. კულტურულად, ისტორიულად, მენტალურად, ორიენტაციით ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდის, გავლენიანი ადმიანები არიან თავიანთ სამშობლოში. მეორე მიზანი კი არის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს დარჩენა დღის წესრიგში. მსოფლიოში ყოველთვის არის კრიზისები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს – ომი ერაყში, ომი სირიაში, ლიბიაში, ტაივანი, ახლა უკრაინა – და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს საქრთველო. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა, 15 წლის წინ და დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის გამოსავლის გზებზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ვოლკერის შეფასებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე მიენიჭოს, თუ მომავალში. „ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აცხადებენ, რომ სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. მას საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განცალკევება სურს და ეს ადამიანები ევროკავშირში ამბობენ, რომ არ სურთ ეს მოხდეს, არ სურთ ვლადიმერ პუტინის სურვილის მხარდაჭერა. ევროკავშირში ადამიანების სხვა ჯგუფი აცხადებს: „ჩვენ მივეცით საქართველოს გარკვეული კრიტერიუმები, მათგან ბევრი შესრულდა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა მოვიცადოთ," - განაცხადა ვოლკერმა თბილისში, მედიასთან საუბრისას. კურტ ვოლკერის შეფასებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ქართველი ხალხის, მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა. ცნობისთვის, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პუტინიზმის დამარცხება“ დღეს დასრულდა.
კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ
ექსკლუზივი ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ შეკითხვას NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ასე პასუხობს: „მე ვიტყოდი, ეს არის ფაშისტური და იმპერიალისტური იდეოლოგია - რუსეთი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ჰქონდეს უფლება, დაიკავოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები, რაც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ფასეულობებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს. არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს. ვფიქრობ, სხვებიც დაინახავან ამას და მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში,“ - აღნიშნავს ვოკლერი. მისი შეფასებით, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა, რადგან თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. „ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ,“ - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
ვოლკერი NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს
უკრაინის NATO-ში სწრაფი გაწევრიანება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაარწმუნებს, რომ უკრაინაში ომი უაზრობა იყო. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს. „დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს დღევანდელი პოლიტიკა უნებლიედ მიანიშნებს პუტინს, გააგრძელოს საომარი მოქმედებები. ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა გახდება წევრი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევიყვანთ მას NATO-ში, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. ეს პუტინს ომის გაგრძელებისკენ ახალისებს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენ გავაგზავნოთ ზუსტად საპირისპირო გზავნილი, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდება NATO-ს წევრი. ამრიგად, ამ ომის გაგრძელება პუტინისთვის უაზრო იქნება, ხოლო რუსეთისთვის დამანგრეველი,“ - აღნიშნავს ვოლკერი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი განზრახვის პრაქტიკული განხორციელება არ არის ისეთი რთული, როგორც სჯეროდა. მისთვის ეჭვგარეშეა, არსებობს შეშფოთება, რომ უკრაინის წევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია, ბირთვული იარაღის რისკი ან NATO-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირი დაპირისპირება. ეს შეშფოთება გასათვალისწინებელია, მაგრამ როგორც ვოლკერმა განმარტა, მათი მოგვარება შესაძლებელია. „ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, განსაკუთრებით, NATO-უკრაინის საბჭოს ფორმატში, რას ნიშნავს მე-5 მუხლი უკრაინისთვის და რა ნაბიჯებს გადადგამს ალიანსი უკრაინის დასაცავად ამ მუხლის მიხედვით. მე-5 მუხლი არ შეიცავს კონკრეტულ ვალდებულებას ჯარების განლაგების შესახებ. საუბარია კოლექტიურ პასუხზე. ასეთი კოლექტიური პასუხი ახლაც გვაქვს, რადგან NATO უკვე უზრუნველყოფს უკრაინას წვრთნით, აღჭურვილობითა და დაზვერვით,“ - განმარტა ვოლკერმა. ამავე დროს, ვოლკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს შეუძლია, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში. „NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში.
კურტ ვოლკერი: NATO-ს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას
აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ NATO-ს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში. „NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში. ვოლკერი NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს
ვოლკერი ვაშინგტონის სამიტზე: NATO-სადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი
NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, ალიანსმა შესაძლოა,უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კურტ ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. „[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა ვოლკერმა. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, NATO-მ შესაძლოა, უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. „2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიევს უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ NATO, როგორც ორგანიზაცია, ამაში ჩართული არ ყოფილა. შეერთებული შტატებისა და გერმანიის ლიდერობით, დამოუკიდებელი პროცესი შეიქმნა - „რამშტეინის პროცესი“ - რომელიც ალიანსის გვერდის ავლით, უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, NATO-მ გარკვეული როლის შესრულება დაიწყოს. ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი, საითაც ალიანსი მიდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისთვის, თუ იქ რუხი ზონები იარსებებს. ყველა უნდა იყოს ერთი კლუბის წევრი - დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხო ზონა - რომელსაც შეერთებული შტატების დახმარებით საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ასე რომ, მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ,“ - განუცხადა ამერიკის ხმას ვოლკერმა. ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტს, 9-11 ივლისს, ვაშინგტონი უმასპინძლებს. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები
ვოლკერი: ჭკვიანური იქნებოდა, საჰაერო თავდაცვის გუმბათი ყოფილიყო მიკოლაივიდან რუმინეთამდე
ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი RBC-Ukraine-თან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო განთავსების შესახებ უკრაინაში. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს. „მაკრონი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, არ უნდა გამოვრიცხოთ სახმელეთო ჯარები. და სრულიად ვეთანხმები, არ უნდა გამოვრიცხოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ახლა უნდა გავაკეთოთ. ამას ის არ ამბობს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს. ჩვენ ვაძლევთ იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ NATO-ს ქვეყნები ესაზღვრებიან უკრაინას. ჩვენ უკვე გვქონდა რაკეტების გაშვების შემთხვევები პოლონეთის საჰაერო სივრცეში. და ეს რაკეტები და თვითმფრინავები გამიზნულია მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. სავსებით გონივრულია, NATO-ს ქვეყნებმა დაიწყონ ფიქრი რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოგდებაში დახმარების შესახებ, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ისინი რეალურად საფრთხეს უქმნის NATO-საც. ვფიქრობ, ასევე ჭკვიანური იქნებოდა საჰაერო თავდაცვის გუმბათის ქონა მიკოლაივიდან რუმინეთამდე. ეს ძალიან კარგი იქნება ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და გემების უსაფრთხოებისთვის,“ ამბობს ვოლკერი.