თეგი: ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამასთან, რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა - არის მსხვერპლი
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, ხე გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიასთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაადასტურა.
ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების გამო, 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ამ სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. დროის აღნიშნუ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე.
ლანჩხუთის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან მიიღეს. მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანია გაყვანილი. ,,ყველა სოფელში, სადაც საჭიროა ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა. ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის და მობილიზებული არიან, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც აღდგება ყველა სახის კომუნიკაცია. ,,სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე ჯერ საუბარი ადრეა . პირველ რიგში ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღდგეს ყველა სახის კომუნიკაცია,ზარალის დათვლას და აღდგენით სამუშაოებს აუცილებლად შემდეგ დავიწყებთ,” - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექანდრე სარიშვილმა.