თეგი: ლაშა დარსალია
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
2022 წლის 1-ელ აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღოსაქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალებას.მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ასევე წაიკითხეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა
საქართველოს და უკრაინის საგარეო უწყებები კიევსა და თბილისში განხილული საკითხების ჩამონათვალს ავრცელებენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება. ასევე მადლიერება გამოხატა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. „ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება. საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა ამ შეხვედრის შესახებ უფრო ადრე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ამ შემთხვევაში, განხილული თემების ჩამონათვალი არ მოიცავს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობას და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენას. „უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, ანდრი კასიანოვი საგარეო უწყებაში დაიბარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე ესაუბრა და განმარტებები მოისმინა. „მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაშა დარსალია: ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა არის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები
„ჩვენი პარტნიორების პოზიცია და ძლიერი მხარდაჭერა არის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დისკუსიების ეს რაუნდი რთული იქნება. „გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვა. აღნიშნული პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ საქართველო- რუსეთის კონფლიქტი არის საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი და რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა. იმ ფონზე, რომელზეც ეს რაუნდი იმართება, გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება რთული რაუნდი. მოგეხსენებათ, ორ ძირითად ჯგუფში მიმდინარეობს მუშაობა – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ჯგუფებში. შესაბამისად, უსაფრთხოების მიმართულებით ძირითადი საკითხები იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება – ძალის არგამოყენება, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალების გაყვანა ომამდელ ხაზზე. ჰუმანიტარულ ჯგუფში მთავარი საკითხი არის დევნილთა დაბრუნება, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რომელიც ხდება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელი პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის ფედერაციას და ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ უკვე რამდენჯერმე იურიდიულად დამტკიცებული ფაქტიცაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. „შესაბამისად ხაზი მინდა, გავუსვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. დიახ, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს როგორც ზეწოლის მექანიზმს. უკანონო ბორდერიზაციები, უკანონო დაკავებები, ადამიანია უფლებათა მთელი რიგი დარღვევები გალში, ახალგორში, მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცალსახად ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოყენებული იყოს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. ამ კონტექსტში რასაც ხაზი მინდა, გავუსვა, არამარტო ჰუმანიტარულ კონტექსტში, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებში მთავარი არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია და გართულებული უსაფრთხოების ფონზე, კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის ის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის მიმართ და აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება უშუალოდ იქ არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლაშა დარსალია: დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდას
ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. დარსალიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა. „დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას. ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც. რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული. ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს გააჩნია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს დადგენილია საერთაშორისო სასამართლოებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ნებისმიერი საერთაშორისო პროცესით, რეზოლუციებით და მათ შორის თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმებითაც, რომ საქმე გვაქვს ქართულ-რუსულ კონფლიქტთან, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, „დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებთან.“ ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. „ჟენევის მოლაპარაკებები არის უნიკალური ფორმატი. ჩვენ ბევრი ასეთი ფორმატი არ გვაქვს ასეთ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. ჩვენ, ევროკავშირში, გვჯერა, რომ ეს ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. ამ ხედვას იზიარებს ყველა თანათავმჯდომარე და მონაწილე. ჟენევაში სწორედ ამ გაგებით ჩამოვდივართ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები. მჯერა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ის ფაქტია, რომ გვაქვს ეს დისკუსიები, რომელიც რეგულარულად იმართება, რაც გვაძლევს საშუალებას, გავცვალოთ პოზიციები და შეხედულებები, შევაფასოთ სიტუაცია. გარდამტეხი შედეგების მოლოდინი ამ ეტაპისთვის ალბათ სწორი მიზანი არ იქნება, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ აქ ვართ და შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა). აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ლაშა დარსალია: გალის ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები, არანაირ პირობებს არ განვიხილავთ
გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები ჟენევის ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა. დარსალიას თქმით, ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები და ქართული მხარე არანაირ პირობებს არ განიხილავს. „აქ ამ თემის არანაირი განხილვა არ ყოფილა. ხვალ იქნება განხილვა. მესმის სხვადასხვა სპეკულაცია ამ თემაზე და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება ამ თემასთან, ნუ სპეკულირებენ ამ თემაზე, ეს მხოლოდ დამაზიანებელია. გალის აიპიარემი მნიშვნელოვანი ნაწილია ჟენევის ფორმატის, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები. ნებისმიერი პირობის წაყენება ცალსახად მიუღებელია ქართული მხარისთვის და არანაირ პირობებს ჩვენ არ განვიხილავთ. ერთადერთი პირობა ისაა, რომ გალის აიპიარემის ფორმატი უნდა აღდგეს იმ ფორმატით, რასაც ითვალისწინებს შეთანხმებული დოკუმენტები. აქვე გეტყვით, რომ ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა იყოს განხილული, პირველ რიგში არის დაკავებების თემა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი, ვინც დღესაა ციხეებში, იყოს გათავისუფლებული,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია.
დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას და ახლაც იგივე მოხდა. დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისგან არცერთ საკითხზე არ ჩანს მზაობა, რომ ისაუბრონ. „ექვსპუნქტიანი შეთანხმების არცერთ პუნქტზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ ფიქსირდება. როგორც ყოველთვის, როგორც კი საკითხი მიდის დევნილთა დაბრუნების თემაზე და იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა. ამას ემატება ის მძიმე ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას. აღნიშნულ საკითხზეც აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ წელს ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალის გამოყენება ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. სამწუხაროდ, წელს ეს მკვლელობით დასრულდა. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს ასეთ საკითხებს შანტაჟისა და ზეწოლისთვის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ხისტი მიდგომა აქვს რუსეთის ფედერაციას და რამდენად არ წარმოადგენს მისთვის არანაირ მნიშვნელობას ადამიანების ბედი,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მანვე აღნიშნა, რომ ცალსახად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია: „ამაზე, როგორც ყოველთვის, პასუხი აქვთ, რომ ეს არის „სუვერენული“ გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის ან ცხინვალის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ცინიკური მიდგომაა.“ დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები და სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, ხოლო ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარია. „ისრების გადატანის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტრადიციული საკითხია, როდესაც ისინი თავის თავს ეძახიან მედიატორებს, ამბობენ, რომ მხარეები არიან საქართველო და თითქოსდა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, თუმცა ყველასთვის ცხადია, საერთაშორისო სამართლისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ვალდებულებები, პირველ რიგში, აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის 6-პუნქტიანი შეთახმებით, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები – ამაში ვგულისხმობ როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და ა.შ. დღეს იქნება თუ ხვალ, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები არის მყარზე მყარი,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. „ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან. ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობდა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ 1:200 000-იანი რუკის გამოყენება რელევანტური არ იყო, დარსალიამ განაცხადა, რომ "კომისიაში განსხვავებული პოზიციები თავიდანვე იყო." „სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია," - განაცხადა დარსალიამ. კითხვას, დანაშაული იკვეთება თუ არა ბრალდებულების მხრიდან, დარსალიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა. „ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა. მე არ ვიცი, ისინი რას დაეყრდნენ, მე შემიძლია ვისაუბრო 2019 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა - კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია, მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი," - განაცხადა დარსალიამ. ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა. მისივე თქმით, მხარეებმა არამხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე, სხვა საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. „საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს,“ – განაცხადა დარსალიამ. ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).