თეგი: ლაჩინი
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა
დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინში, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა „დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები, დავბრუნდით ქალაქ ლაჩინში. აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. ვულოცავ ამას ყველა ლაჩინელ და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ - დაწერა ალიევმა ტვიტერზე. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. სალეჰ მამედოვმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი გზის გამოყენება „შეიძლება მომდევნო კვირაში“.
BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა
ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. BBC წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. ეს გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ასკვნის, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება. „რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება - დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება. ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორსა და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის). შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:- იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;- გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;- ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ „ზანგეზურის კორიდორის" გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);- გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.ასე რომ, რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ, გლობალურადაც“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის„ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობილია, როდის ამოქმედდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი
სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი მუშაობას 30 აგვისტოს საღამოდან დაიწყებს. გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება თვითგამოცხადებული ყარაბაღის ლიდერის ოფისის ცნობით, სომხეთთან კომუნიკაცია „შუშას მხარის ბერდაძორის ქვერეგიონის ტერიტორიის გავლით" განხორციელდება. აღნიშნულია, რომ გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის დროებით დამაკავშირებელი 4,7 კმ-იანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი მარშრუტი „დერეფნის ლოგიკას შეინარჩუნებს“. ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს „რჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ“. დაგეგმილი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში განისაზღვრებოდა „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა“ და ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადანაწილდებოდა. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის ორგანიზებას ახალი მარშრუტით მოითხოვდა. ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აჰავნოსა და სუს თემების მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან, ამიტომ სახლები თვის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ. 26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუჰსა და სუსში, რომლებიც 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ არიან. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია
ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოს წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მისი თქმით, მხოლოდ ლაჩინის რაიონის ტერიტორიაზე 1 400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული, რომელთა ამოქმედების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა. „ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? არასოდეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს
„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები. ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი