თეგი: ლეო დოქერტი
ლეო დოქერტი: სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას
ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში მოგზაურობის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი საქართველოს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში მოგზაურობის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. მან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის მინისტრ ლეო დოქერთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვისაუბრეთ მათი სამუშაო გარემოს შესახებ და შევეხეთ იმ მიმართულებებს, სადაც დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლია,“ - წერს საელჩო. დღესვე დოქერტი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს. „შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და წარმოადგენს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მზარდი ინტერესის მორიგ დემონსტრირებას. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს, რასაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. ლეო დოქერტიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში, ქართულ მხარემ დაადასტურა მზაობა, უმასპინძლოს დიალოგის მე-9 რაუნდს თბილისში. ასევე, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე, ლეო დოქერტი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. „წელიწადზე ნაკლები რჩება საქართველოში მნიშვნელოვან არჩევნებამდე. საინტერესო იყო მათთან კონტექსტის შესახებ საუბარი,“ - აღწერს შეხვედრას ბრიტანეთის საელჩო. დღესვე ბრიტანელი მინისტრო პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა. ლეო დოქერტი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს. რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია. დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო. ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს. რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. „განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე − სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი; გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეითი დანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია
ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. „დავარწმუნე მინისტრი დარჩიაშვილი, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს,“ - წერს დოქერტი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ბრიტანელი მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს ეწვია. ლეო დოქერტი ბაქოში 22 ნოემბერს ჩავიდა. ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე
ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო მნიშვნელოვანი და დიდი ხნის პარტნიორები არიან. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი დიდი ბრიტანეთის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,“ - განაცხადა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
გაერთიანებული სამეფო სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობასა და მხარდაჭერას აძლიერებს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს დროს რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გაასაჯაროებს, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, თანამშრომლობას და მხარდაჭერას აძლიერებს. დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო. ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს. რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. დოქერტის თქმით, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის მომავალი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია. „ერევანში განვიხილე სომხეთის რეფორმების დღის წესრიგი და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. თბილისში ხაზი გავუსვი დიდი ბრიტანეთის განგრძობად მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაქოში მივესალმე აზერბაიჯანის ძალისხმევას განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას. ბაქოსა და ერევანში მხარეებს მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდე, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. სამხრეთ კავკასიის როლი უმნიშვნელოვანესია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. დიდი ბრიტანეთი გაზრდის თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის შესანარჩუნებლად,” - აღნიშნავს დოქერტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს რა საკითხები განიხილა ლეო დოქერტიმ თბილისში გამართულ შეხვედრებზე
დიდი ბრიტანეთი: რუსეთი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურები 2015 წლიდან მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსების პირად საუბრებს უსმენდნენ. თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჯაშუშური ჯგუფი Star Blizzard ასევე ცნობილი, როგორც Callisto, კიბერთავდასხმებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომელიც დიდი ალბათობით, FSB-სთან არის დაკავშირებული. კიბერჯაშუშობის მსხვერპლებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები და მსხვილი პარტიების მნიშვნელოვანი წევრები. დოქერტის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის Star Blizzard-ის ორი წევრი იდენტიფიცირებულია და მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ამ საქმეზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა. ცნობისთვის, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი