თეგი: ლიბია
ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს
ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ფასების მატებისა და ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გამო მიმდინარეობს. ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ლიბიამ ნავთობის ექსპორტი განაახლა
ლიბიამ სამთვიანი შესვენების შემდეგ საბადოებიდან და პორტებიდან ნავთობის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ 21 ივლისს ლიბიის ნაციონალურმა ნავთობკომპანიამ (National Oil Corporation, NOC) განაცხადა. კომპანიაში განაცახდეს, რომ ტანკერი Matala სიდრის პორტში ნედლეულითაა დატვირთული, რომელიც იტალიაში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ჩაიტანს. ნავთობის წარმოება განახლდა ვაჰა პეტროლისა და კიდევ ხუთ საბადოზე, რომლებიც El-Huruç-სა და Arabian Gulf Oil Company-ს ეკუთვნის. „წარმოება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ კვლავ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება“, - ნათქვამია NOC-ის შეტყობინებაში. 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ნავთობის საბადოებსა და პორტებთან დაკავშირებული კრიზისი მოგვარდა და ექსპორტი განახლდება.
უკრაინა ლიბანს მოუწოდებს, „მოპარული“ მარცვლეულით გემის ტრანსპორტირების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია ტრიპოლის (ლიბანის) სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გათავისუფლდა გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. უკრაინა ლიბანურ მხარეს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უწყება განმარტავს, რომ მიუხედავად მოწოდებული მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების პოზიცია. ამ გადაწყვეტილებით ლიბანი ფაქტობრივად ძირს უთხრის მის სასურსათო უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს უკრაინას, როგორც ლიბანის საიმედო პარტნიორს", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლიბანის სასამართლოს გადაწყვეტილება გემს Laodecia-ს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, უფლებას აძლევს, თავისუფლად დატოვოს ტრიპოლის პორტი მოპარული უკრაინული ფქვილით და ქერით. შეგახსენებთ, ლიბანმა 31 ივლისს დააკავა სირიული გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.
იტალიამ და ლიბიამ ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდის მიზნით, $8 მლიარდიანი შეთანხმება გააფორმეს
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს, ლიბიამ და იტალიამ გაზის წარმოების შესახებ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ და იტალიურმა Eni-მ. მისივე ინფორმაციით, შეთანხმება ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ქვეყნები ორი ოფშორული გაზის საბადოს განვითარების გზით, გაზის მოპოვების გაზრდას ლიბიის შიდა ბაზრისთვის და ასევე ექსპორტისთვის ისახავენ მიზნად. ამასთან, Associated Press-ის ცნობით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული გარიგება ყველაზე დიდი ინვესტიციაა ლიბიის ენერგეტიკულ სექტორში. ამ კვირის დასაწყისში, მელონი ალჟირს, იტალიისთვის გაზის მთავარ მიმწოდებელს ეწვია, სადაც Eni-მ და ალჟირის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Sonatrach-მა ხელი მოაწერეს ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ალჟირი იტალიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გასულ წელს გახდა მას შემდეგ, რაც ენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი, რუსეთი ჩაანაცვლა.
ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა
ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად 5300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობოთ წერს, ეს რიცხვი შეიძლება, გაორმაგდეს. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.
ლიბიის წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა
ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი დაზიანდა. დერნას მერმა, აბდელ-მონეიმ ალ-ღაითიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება, 20 000-მდე ავიდეს, იმ უბნების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც სტიქიამ და კაშხლების გარღვევამ დააზარალა.
ლიბიის მახლობლად გემი ჩაიძირა, დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი - გაერო
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს, რომ ლიბიის სანაპიროებთან ეძებენ 61 მიგრანტს, რომლებიც სავარაუდოდ, მათი ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. IOM-ის ცნობით, ბორტზე საერთო ჯამში, დაახლოებით 86 მიგრანტი იყო. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი, 25 ადამიანი გადაარჩინეს. მსხვერპლთა უმეტესობა, მათ შორის ქალები და ბავშვები ნიგერიიდან, გამბიიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ლიბია და ტუნისი ძირითადი პუნქტებია, საიდანაც მიგრანტები, სახიფათო გზას იტალიის გავლით ევროპაში ჩაღწევის იმედით გადიან.