თეგი: ლინ ტრეისი

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ქალი პირველად უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ რუსეთში ელჩად ლინ ტრეისის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პირველად უხელმძღვანელებს ქალი.  CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს კენჭისყრა 21 დეკემბერს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლინ ტრეისის კანდიდატურა 20 სექტემბერს წარადგინა. წინა ელჩს, ჯონ სალივანს, უფლებამოსილების ვადა 4 სექტემბერს ამოეწურა. ლინ ტრეისი დიპლომატიურ სამსახურშია 1994 წლიდან. 1995-1997 წლებში მუშაობდა პაკისტანსა და ყაზახეთში, 1997-2000 წლებში - ყირგიზეთში. ამის შემდეგ ტრეისიმ განაგრძო მუშაობა ახალდამოუკიდებელ სახელმწიფოებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისში, ხოლო 2001-2002 წლებში მსახურობდა  რეფერატად საქართველოში. 2004 წელს ის დაბრუნდა საელჩოში ყაზახეთში და 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა კონსულად ფეშავარში, პაკისტანში, სადაც მასზე 2008 წლის 26 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა. 2010-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ყაზახეთში, შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ აზიაში. 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა მოსკოვში დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 2019 წლიდან ლინ ტრეისი აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა სომხეთში.  

აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვში ჩავიდა

რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი მოსკოვში ჩავიდა. ტრეისი, რომელიც მანამდე მისიის უფროსის მოადგილედ მსახურობდა მოსკოვში, ელჩად დეკემბერში დაამტკიცეს. მოსკოვში გამგზავრებამდე ტრეისი რუსეთის ელჩს შეხვდა. ნოემბრის ბოლოს სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ იზიარებს ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მხარს უჭერს ანტირუსულ სანქციებს.  

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს სისუსტის ნიშანი უწოდა

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. მისი შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის მცდელობა, გააჩუმოს განსხვავებული ხმები რუსეთში. „ჩვენ გავაგრძელებთ მისი გათავისუფლების მოთხოვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ კარა-მურზას და ყველა რუსის უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი თავიანთი ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონ კარა-მურზას და უამრავ სხვა რუსს სჯერა და იმედი აქვს რუსეთის, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ იმედების გაზიარებას და მუშაობას ამ შედეგისთვის“, - აღნიშნა ელჩმა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.  

აშშ-ის ელჩს რუსეთში, ამერიკელი ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს

აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ, Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ორშაბათს მოინახულა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „მე ვესტუმრე WSJ-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს დღეს, ლეფორტოვოს ციხეში - პირველად მოგვეცა ასეთი ნებართვა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ მისი უკანონო დაკავების შემდეგ,” - განაცხადა ელჩმა. „ის კარგად არის და ძლიერად რჩება. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ლინ ტრეისიმ. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 2 აპრილს, ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. The Wall Street Journal-ის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. შეერთებული შტატები გერშკოვიჩს უკანონოდ დაპატიმრებულად მიიჩნევს.