თეგი: ლიტურგია

7 იანვარს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევ-პეჩორის ლავრაში პირველ წირვას ჩაატარებს

7 იანვარს საშობაო ღვთისმსახურებას, უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღასრულებს. ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.  „შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ვაცნობებთ მორწმუნეებს და საზოგადოებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის არქიმანდრიტი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას 2023 წლის 7 იანვარს აღასრულებს. წერილი შესაბამისი თხოვნით უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროს გადაეგზავნა. ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. მოვუწოდებთ უკრაინელ მორწმუნეებს საერთო ლოცვისკენ. გთხოვთ, თვალი ადევნეთ დამატებით ინფორმაციას". ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პირველი მსახურება იქნება კიევ-პეჩორის ლავრაში. მიძინების ტაძარი ისტორიულად ლავრის მთავარ ეკლესიად ითვლება. ახალი წლის წინ კიევ-პეჩერსკის ლავრამ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას აცნობა, რომ პირველი იანვრიდან აღარ განახლდება ხელშეკრულება მიძინების ტაძრისა და ზემო კარვის ტაძრის სარგებლობის შესახებ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის ოფისის უფროსის მოადგილემ, მთავარეპისკოპოსმა ევსტრატიმ (ზორია) 2 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ კიევ-პეჩორსკის მიძინების ლავრა ოფიციალურად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერად დარეგისტრირდა.