თეგი: ლი შანგფუ
მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ
ვაშინგტონის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს და კორუფციული ბრალდებების გამო, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ლი შანგფუ ორ კვირაზე მეტია, საჯაროდ არ გამოჩენილა. წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი იყო გაუჩინარებული და ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ახალი მინისტრი დანიშნა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, Reuters-ი წერდა, რომ ლი შანფუმ გასულ კვირას, ვიეტნამის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრა მოულოდნელად დატოვა. 65 წლის ლი შანგფუ 7-8 სექტემბერს ჩინეთთან საზღვარზე, თავდაცვის თანამშრომლობის ყოველწლიურ შეკრებას უნდა დასწრებოდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰანოის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, The Guardian-ი წერს, რომ გენერალი ლი შანგფუ ბოლოს 29 აგვისტოს ნახეს, როდესაც ჩინეთ-აფრიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი ბოლო მოგზაურობა საზღვარგარეთ, მოსკოვსა და მინსკში აგვისტოს შუა რიცხვებში შედგა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. მან ასევე გამართა შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი ივნისში გაემგზავრა ჩინეთში და გახდა აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს. CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.
ჩინეთის ორი თვის წინ გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო სამ თვეში მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. გენერალი ლი შანგფუ, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოების წინაშე, თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლებულია. ამის შესახებ Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ