თეგი: ლუგანსკი
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა
რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუციის დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“. მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი გარკვეული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან.
აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია
აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციის გამოცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის მხრიდან ცინიკურ ნაბიჯად აფასებს. „მსგავსი განცხადებები არის შემდგომი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით გადაფარონ, რომ რუსეთი აგრესორია ამ კონფლიქტში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს, ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით 15 თებერვალს მიმართა.
თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი სახელმწიფო არ ცნობს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან ერების თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაეროს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში უკრაინის დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტები გარბიან
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები და მათი გარემოცვა ლუგანსკის რეგიონიდან გარბიან და რუსეთისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. მედია: დონეცკიდან ე.წ. „დნრ-ის“ „ხელმძღვანელი", დენის პუშილინი გაიქცა „უკრაინის დროშა, რომელიც ჩვენმა პარტიზანებმა წუხელ კრემინის (კრემენაია - ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ლუგანსკის ოლქში) ადმინისტრაციის შენობის თავზე აღმართეს, ხელუხლებელი რჩება, რადგან რაშისტებმა, როგორც ჩანს, ყველაფერი გაიგეს და ვერ ბედავენ მის ჩამოგდებას. რუსები და კოლაბორანტები გარბიან ლუგანსკის რეგიონიდან. მიემართებიან რუსეთისკენ“, - აღნიშნა გაიდაიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. მიხაილო პოდოლიაკი: „რუსული გაზაფხული?“ არა, ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე კაბინეტში ააფეთქეს
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დაიღუპნენ. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს. აფეთქება დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა,განაცახდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ. მან პროკურატურიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს შენობის მესამე სართულზე დაზიანებული ფანჯრები. „ინტერფაქსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურიმა აცნობა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
გუბერნატორი: უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერი გაიდაიმ განაცხადა, რომ 19 სექტემბერს, ღამით, კადიივკაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინამ ასევე წარმატებით დაარტყა რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ნოვოაიდარსკში. როგორც ცნობილია, წინა დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიშით გაანადგურეს ავტოსადგური ქალაქ სვატოვეში, ლუგანსკის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით. ჰაიდაის თქმით, ორასამდე დამპყრობელი ადგილზე დაიღუპა.
ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა ეუთოს თანამშრომელი 13 წლით „დააპატიმრეს"
ეუთოს მისიის უსაფრთხოების თანაშემწეს, დმიტრო შაბანოვს, რომელიც აპრილში დააკავეს, ოკუპირებულ ლუგანსკში 13 წლით „თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“. ოკუპანტების მტკიცებით, შაბანოვმა „გაიარა სპეციალური მომზადება შეერთებულ შტატებში“, შემდეგ კი, სავარაუდოდ, შეაგროვა ინფორმაცია ბოევიკების გადაადგილების შესახებ.
თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა
თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა „კანონს“, რესპუბლიკაში „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ“, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს გაიმართება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ „რეფერენდუმს“ ამ საკითხზე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც გამართავს. ანალოგიურ „კანონს“ ხელი, რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმაც მოაწერა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას
მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.
უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ. მიხაილო პოდოლიაკი: რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს შეაჩერებს „რუსეთის ძალები ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხერსონში გაძლიერდა ადმინისტრაციული-პოლიტიკური რეჟიმი. მიმდინარეობს სახლების შემოწმება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.
სერჰი გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან, ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან. სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო ამის შესახებ ტელეგრამში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს ექვსი დასახლება ლუგანსკის რეგიონში. ხალხი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ელიან", - განაცხადა გაიდაიმ. გაიდაიმ ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომლებიც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, დაშორდნენ ფრონტის ხაზს ან თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ. „ყაზარმები და საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება რუსების ღრმა ზურგში. ლუგანსკის რეგიონში იძულებითი მობილიზაციის დროს კაცებს აღარ ეკითხებიან მათი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მიჰყავთ ყველა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ასევე მიჰყავთ მრავალშვილიანებიც", - აღნიშნა გაიდაიმ. ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს უახლოვდებიან ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლები ნოვოლიუბივკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ნოვოეგოროვკა, ნადია, ნადეჟდა, ანდრეევკა, და სტელმახოვკა გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შვიდივე დასახლებას უკრაინა აკონტროლბს. 7 ოქტომბერს გამართულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში 29 დასახლება განთავისუფლდა. მთლიანობაში, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან 2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 96 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.
რეგიონული ადმინისტრაცია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკეევკა გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკეევკა დაიბრუნეს. „ახალი ამბები ლუგანსკის რეგიონის ფრონტიდან: სოფელი მაკეევკა, რომელიც მდებარეობს სვატოვის რაიონის კრასნორიჩენსკის თემში, გადადის „ლურჯ ზონაში“. უკრაინელმა სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი დასახლებაზე“, - აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ლუგანსკის ოლქის 12 დასახლება გავათავისუფლეთ
14 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ლუგანსკის რაიონში, რუსი დამპყრობლებისგან 12 დასახლებაა გათავისუფლებული, თუმცა რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ, ტელეკომპანია FREEDOM-ის ეთერში განაცხადა. „ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი, რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია. ბელოგორივკა მუდმივი დაბომბვისა და რუსული არმიის თავდასხმების ქვეშაა", - განაცხადა გაიდაიმ. მისვე თქმით, უკრაინელ სამხედროებს აქვთ შორი მოქმედების იარაღი, „რაც საშუალებას გვაძლევს საკითხი მტრის ხაზს მიღმა მოვაგვაროთ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას“, - განაცხადა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ლუგანსკში რუსული ქვედანაყოფების რაოდენობა იზრდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული სამხედრო ნაწილების რაოდენობა გაიზარდა. „ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებებში, მტერი პერსონალს მიტოვებულ სახლებში ათავსებს და იძულებით ასახლებს ადგილობრივ მოსახლეობას სხვა დასახლებებში“, - აცხადებენ უკრაინული სამხედროები. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების საჰაერო იერიშები, გასულ კვირასთან შედარებით უფრო ინტენსიური გახდა. რუსეთის არმიამ დღეს ორი სარაკეტო დარტყმა და 12 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
Reuters: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რაიონებში წარმოებული სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ნახშირი მიმდინარე წელს, NATO-ს წევრ თურქეთშია ესპორტირებული. სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი. სააგენტომ კომენტარისთვის თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.
ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის სკოლებში მტერი საბჭოთა პრაქტიკის გამოყენებას გეგმავს - უკრაინული მედია
ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუოპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები სკოლის მოსწავლეების ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფას საბჭოთა პერიოდის პრინციპის შესაბამისად გეგმავენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. შეტანილია წინადადება სკოლებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სახელების მინიჭების შესახებ. ასევე გეგმავენ რეპეტიტორების რაოდენობის გაზრდას, რომლებსაც „პატრიოტული განათლების“ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს თანამედროვე ისტორიაზე ხაზგასმა დაევალათ. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ლისოჰორის თქმით, მტერი კვლავ აქტიურად იყენებს პილოტირებულ ავიაციას და დრონებს, უტევს უკრაინის პოზიციებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ლუგანსკის რეგიონის დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე, რუსები ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ კოლონიებში დაკავებულ მსჯავრდებულებს აიძულებენ, შევიდნენ დამპყრობელი არმიის თავდასხმის რაზმებში.