თეგი: ლუგანსკის ოლქი

ლუგანსკის გუბერნატორი: დაბომბვის შედეგად სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი Telegram-ზე იუწყება. „ზოგჯერ ძლიერი დაბომბვის გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხანძრის ადგილზე მისვლას. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი. ქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა“, - აცხადებს გუბერნატორი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში მობილიზაციას აძლიერებს

უკრაინის აღმოსავლეთ ლუგანსკის ოლქში, სიევიეროდონეცკის მახლობლად მებრძოლი ძალების გასაძლიერებლად, რუსეთმა მობილიზაცია გააძლიერა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კრასნი ლუჩში, რომელიც ლუგანსკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, შემოწმება მიმდინარეობს, ხალხი სამობილიზაციო ცენტრებში გადაჰყავთ. ზაფხულის თვეებში რუსეთის წინსვლის შემდეგ, თითქმის მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპირებულია. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვითარება ფრონტის ხაზზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ძალიან რთულია, რადგან უკრაინისა და რუსეთის ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ამ ტერიტორიის გარშემო.  

სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფის Wagner Group-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 10 დეკემბერს, აფეთქებამ „დახურული“ სასტუმრო გაანადგურა. „რუსები არც კი მალავენ, რომ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ", - განაცხადა სერჰი გაიდაიმ. 28 მარტს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში განათავსა „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ვაგნერის ჯგუფს ბრალი ედება ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.